კ ი ბ ო |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კ ი ბ ო |
marine |
Dec 4 2018, 10:14 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მამა პორფირე კავსოკალიველი ამბობდა: ვმადლობ ღმერთს, რომელმაც ბევრი სნეულება მიბოძა. ხშირად ვეუბნები მას: "ქრისტე ჩემო, შენი სიყვარული უსაზღვროა!" ის, რასაც ვხედავ, სასწაულია. ჩემს სნეულებათა შორის კიბოც არის - ჰიპოფიზის კიბო მაქვს. იქ გაჩენილი სიმსივნე მხედველობის ნერვს აწვება და უკვე ვეღარ ვხედავ.
ტკივილი უფრო და უფრო მძაფრდება, მაგრამ ვლოცულობ, მოთმინებით ავიღე ქრისტეს ჯვარი. ენა გამეზარდა. ადრე ასეთი არ იყო. ესეც კიბოსგანაა, რომელიც თავში მაქვს. რაც დრო გადის, მდგომარეობა უარესდება. ის გაიზრდება და საუბარი გამიჭირდება. ძალზე ძლიერია ეს ტკივილი, ვიტანჯები, მაგრამ ჩემი ავადმყოფობა მშვენიერია. მე მას ვიღებ, როგორც ქრისტეს სიყვარულს. გული მემუსრება და ვმადლობ ღმერთს. ეს ჩემი ცოდვების გამოა. ცოდვილი ვარ და ღმერთი ჩემს განწმენდას ცდილობს. როცა 16 წლის ვიყავი, ღმერთს მძიმე სნეულება ვთხოვე, კიბო, რათა მისი სიყვარულისთვის მეტანჯა და განმედიდებინა იგი ტანჯვისას. დიდხანს ვლოცულობდი ასე. მოძღვარმა მითხრა, ეს ეგოიზმია და ღმერთს ამგვარად არ უნდა აიძულებდეო. ღმერთმა იცის, რაც უნდა გააკეთოს. ამგვარად ლოცვა შევწყვიტე. მაგრამ ღმერთმა არ დაივიწყა ჩემი თხოვნა და ამდენი წლის მერე ამგვარი ქველმოქმედება გამოიჩინა ჩემზე! ღმერთს არ ვთხოვ იმის აღებას, რისი მოცემაც ვთხოვე. მახარებს ის, რაც მაქვს და რომ ჩემი დიდი სიყვარულით ვეზიარები უფლის ვნებებს. ღმერთი აღმზრდის მე, "რამეთუ რომელი უყუარნ უფალსა, სწავლის; და ტანჯის" (ებრაელთა 12,6). ჩემი სნეულება განსაკუთრებული კეთილმოწყალებაა ღვთისა, რომელიც მომიწოდებს, მისი სიყვარულის საიდუმლოში შევიდე და უფლის მადლის დახმარებით ვეცდები, ვუპასუხო ამ სიყვარულს." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 1 2023, 11:27 AM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ნიუ-იორკის ერთ-ერთ საავადმყოფოში ოპერაციისთვის ემზადებიან. მსხლისებრი ავთვისებიანი სიმსივნე ამერიკული წარმოშობის ბერძენს - გიორგი სკურას ფილტვებში აქვს.
ავადმყოფის მეუღლე, ქ-ნი ათანასია, ითხოვს ოპერაცია ერთხანს გადადონ. საავადმყოფოს დირექცია ორი დღით გადადების უფლებას იძლევა. რა მოხდა? უკანასკნელ წუთებში ქალმა იგრძნო, რომ ოპერაციის წინ მეუღლეს აიაზმის წყალი უნდა მისცეს და წმინდა იოანე როსის კანდელიდან აღებული ზეთი სცხოს. ქალი ტაძარში გვირეკავს და გვთხოვს თვითმფრინავის პირველივე რეისით ტაძრიდან აიაზმის წყალი და ზეთი გავუგზავნოთ ნიუ-იორკში. თხოვნა შევასრულეთ. ნიუ-იორკის აეროპორტში ქ-ნი ათანასია არამარტო აიაზმისა და კანდელის ზეთს ელოდა, არამედ თვით წმინდანსაც. თვალცრემლიანმა აიღო ამანათი და საავადმყოფოსკენ "გაფრინდა". ბატონი გიორგი მადლიერებით ადევნებს თვალყურს მეუღლის საქმიანობას და მისგან დალოცვას იღებს - კანდელის ზეთს აცხებენ. ამის შემდეგ ქ-ნი ათანასია საავადმყოფოს დირექტორს თხოვს რენტგენოსკოპიის განმეორებას. სასწაული, რაც მას სწამდა რომ მოხდებოდა, აღსრულდა! განცვიფრებული ექიმები ახალი რენტგენური გადაღებით რწმუნდებოდნენ რომ სიმსივნე აღარ არის. " - მეცნიერული თერაპიის საინტერესო შემთხვევაა", - რწმენით წარმოთქვამს ქ-ნი ათანასია და საავადმყოფოდან დაბრუნებული მეუღელსთან ერთად იწყებს ნორმალურ ცხოვრებას. დღემუდამ ადიდებს უფლისა და მისი წმინდანების სახელს". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 06:43 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი