წმინდანების მეოხება სნეულების დროს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდანების მეოხება სნეულების დროს |
marine |
Oct 11 2022, 07:33 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"წიგნში წავიკითხე მეუფე იოანეს [მაქსიმოვიჩი] შესახებ, რომელიც ადამიანებს განსაცდელისას ეხმარება; მეც წმინდანს დახმარებისთვის მივმართე და შეწევნამაც არ დააყოვნა:
ღრძილთან ძვალი გამომეზარდა. საშინელი ტკივილი დამეწყო. მე დავიწყე წმ. იოანესადმი ტროპარის კითხვა. წავისვი მისი წმიდა ნაწილებზე ნაკურთხი ზეთი; მივიდე წმინდანის ფოტო მტკივნეულ ადგილზე. თავადაც ვერ მივხვდი, როგორ გამიარა ტკივილმა - შევამოწმე, აღმოჩნდა, რომ ღრძილიდან ამოზრდილი ძვალი აღარ ჩანდა, ვერც კი მივხვდი, სად უნდა გამქრალიყო, ღრძილი კი დამცხრომოდა. სულ მალე გადავიღე რენტგენი და გავარკვიე, რაც მოხდა, მაგრამ, რაც მთავარია, ტკივილი აღარ მაწუხებდა, ისე, რომ ამ მხარეს ჭამაც კი შემეძლო - ეს ჩემთვის სასწაულია! მეუფე იოანე ყოველთვის მეხმარება, როგორც კი მის მიმართ წავიკითხავ ლოცვებს, თითქოს მთელი ძალით ჩამოვეკიდე მის მანტიას - დაე, მაპატიოს მეუფემ. მე მადლიერი ვარ წმიდა მეუფეების იოანესი, სპირიდონის, ნიკოლოზის, ასევე მოწამე მეფის ოჯახის, ნეტარი ქსენიასი და მატრონასი, და ყველა წმინდანისა, რომლებიც ღვთისა და ყოვლადწმიდას წინაშე ჩვენ ცოდვილთა მეოხნი არიან". /მხევალი ღვთისა ფოტინე, 2020, ივლისი/ "როცა მამა არსენთან [კაბადოკიელი] ავადმყოფი მიჰყავდათ, ის არასოდეს ინტერესდებოდა, მის წინ ვინ იდგა, თურქი თუ ქრისტიანი, მაგრამ ჰკითხავდა, რითი იყო კაცი ავად, რათა მისთვის შესაბამისი ლოცვა წაეკითხა. საღმრთო მადლის ძალით სნეულების განკურნებით, იგი თურქებს ჩვენი სარწმუნოების ძალას აჩვენებდა და ამგვარად აიძულებდა მათ პატივი ეცათ მართლმადიდებლობისთვის. ერთხელ, თავისი მედავითნისა და თანაშემწის, პროდრომოსის თანხლებით სოფლების შემოვლისას მამა არსენი დაბა სინასოსში მივიდა. ადგილობრივმა თურქებმა აუკრძალეს მას ქრისტიანებთან შეხვედრა. მამა არსენს მათთან კამათი არ დაუწყია, მხოლოდ პროდრომოსს უთხრა: - წავიდეთ და ნახავ, როგორ გამოგვეკიდებიან თურქები. ნახევარი საათი იარეს, მერე კი ჰაჯიეფენდი შეჩერდა, მუხლნი მოიდრიკა და ხელები ლოცვით ზეცისკენ აღაპყრო. თუ აქამდე მშვიდი ამინდი იყო, უეცრად ღრუბელი მოგროვდა და კოკისპორული წვიმა წამოვიდა, რომელსაც გრიგალი ახლდა. სოფელ სინასოსს მეხი არყევდა. თურქები მაშინვე მიხვდნენ თავიანთ შეცდომას და ორი ზეფთია (ცხენოსანი შიკრიკი) დაადევნეს მამა არსენს. ზეფთიები მუხლებში ჩაუვარდნენ მას, მთელი სოფლის სახელით ბოდიში მოუხადეს და უკან დაბურნება სთხოვეს. მამა არსენმა მათ აპატია და სინასოსში დაბრუნდა. სოფელს ოთხივე მხარეს ჯვარი გადასახა, ქარიშხალი შეწყდა და კვლავ მზემ გამოანათა" "უდიდესი წმინდა მამა სვიმეონ მესვეტე ღვთისაგან ბოძებული ძალით სასწაულებრივად კურნავდა ადამიანებს, მაგრამ ამ დროს თვითონ ცალი ფეხი დამპალი ჰქონდა და მასზე მატლი ეხვია. ერთხელ ერთ-ერთმა მომლოცველმა მისი სნეული ფეხის ხილვისას თქვა, - ეს რომ წმინდანი იყოს, ასეთ დღეში როგორ იქნებოდა, სხვა როგორ განკურნავს, როდესაც საკუთარი თავი ვერ განუკუნავსო. ამ დროს მას ხელში სვიმეონ მესვეტის ფეხიდან გადმოვარდნილი მატლი ჩაუვარდა და ბრილიანტად იქცა. წმინდა სვიმეონი ამ განსაცდელის გამო მადლობდა ღმერთს" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 1 2023, 12:06 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"კონსტანტინე პოლიხრანმა, სახელმწიფოს ერთ-ერთმა უმაღლესმა მოხელემ, წმინდანის [იოანე როსი] ლუსკუმასთან ცრემლიან ლოცვაში ორი საათი დაჰყო. მას პიჟამო ეცვა და ტაძართან ტაქსი ელოდა. როდესაც წმინდანთან ეს საიდუმლო ზიარება დამთავრდა, აუჩქარებლად გაეშურა ტაძრის გასასვლელისკენ. ჩვენ იგი შევაჩერეთ, ვთხოვეთ ეთქვა ჩვენთვის თავისი მწუხარების თაობაზე, რად იყო ასე უცნაურად ჩაცმული და ეკლესიასთან არსებული სასტუმროს ოთახი შევთავაზეთ.
" - არა, მამაო, გმადლობთ. მე დიდი ხნით დამამშვიდა ამ წმინდანმა, დიდმა საკვირველთმოქმედმა-მკურნალმა. ამ დილით საავადმყოფო "ევანგელიზმოსში" ცოლი მოვიდა ჩემს სანახავად. 10 წელი ფეხზე ვერ ვდგებოდი, ნერვული სისტემის ქრონიკული დაავადების გამო. დავკარგე სამსახურიც. პენსიაზე მყოფი საავადმყოფოში მომათავსეს. პარალიჩსა და მძიმე ფსიქიურ დაავადებას მორალური სიკვდილისკენ მივყავდი. და აი, ამ დილით მეუღლე მოვიდა ჩემთან. მძინარე დავხვდი. გვერდით სავარძელში დაჯდა და თავადაც ჩასთვლიმა. სიზმარში ხედავს, თითქოს მეზობელ პალატაში ექიმების შემოსვლაა, რომელთა შორის ერთი უცნობი ექიმია. მიუახლოვდა მას ჩემი მეუღლე და ეუბნება: " - თქვენ ახალი ექიმი ბრძანდებით? აქ არასდროს მინახიხართ. ძალიან გთხოვთ, გვერდით პალატაში ჩემი მეუღლე წევს, 10 წელია პარალიზებულია. ექიმებმა მითხრეს, რომ მეუღლეს დავკარგავ, ჩემს საყრდენს ამ ცხოვრებაში. იგი მოკვდება.მიეახლეთ მას, ექიმო, გასინჯეთ, თქვენც თქვით თქვენი სიტყვა, გაამხნევეთ იგი". "- მიბრძანდით ქალბატონო, დამელოდეთ. მოვალ მასთან". " - თქვენ რა გქვიათ ექიმო?" - დავკითხა ქალი. " - იოანე როსი", - გაისმა პასუხი. ამ დროს ცოლს გამოეღვიძა და მხედავს, რომ წამოდგომას ვცდილობ. " - დამეხმარე გეთაყვა, - ვებუნები მე, ვგრძნობ რა, თითქოს ვიღაცის უხილავი ხელი მაყენებს. ფეხზე დავდექი. ცოლის ყვირილსა და ტირილზე ექიმები და ექთნები მოცვივდნენ. განყოფილების გამგე, მორწმუნე ადამიანი, მონათხრობმა შეძრა და დასძინა: " - წადით, ტაქსი გააჩერეთ და პროკოპიონში ჩადით, კუნძულ ევბეაზე, სადაც წმინდა იოანეს წმინდა ნაწილები განისვენებს. მადლობა შესწირეთ წმინდანს და დაბრუნდით გასაწერად, რომელსაც ამჯერად ხელს არა ექიმი, არამედ თავად წმინდანი მოაწერს. მე, როგორც ექიმსა და ქრისტიანს, მწამს იმისი,რასაც ვამბობ. ყოველ მეცნიერებაზე მაღლა ყოვლად ძლიერი ღმერთი დგას თავის წმინდანებთან ერთად. აი რა გვითხრა ექიმმა. ახლა კი, მამაო, დაგვლოცეთ ჩვენ". ასე გავიცანით ეს ღვთისმოსავი ადამიანი, თვალცრემლიანი რომ ჰმალობდა წმინდა იოანე როსს. მრავალსა და მრავალ დამწუხრებულ ავადმყოფს სწყურია სამადლობელი სიტყვების აღვლენა. იმათ მსგავსად, ძველად ცხვრის საბანელთან რომ ისხდნენ, და ელოდნენ წყლის აღმღვრევას, ზეციდან გარდამოსული უფლის ანგელოსის მიერ, რათა ის სასწაულებრივი განკურნება ეგრძნოთ, რომელსაც ჩვენთვის მიუწვდომელი გზებით ღმერთი გვიგზავნის". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 05:19 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი