ბუნების ხელოვნება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ბუნების ხელოვნება |
marine |
Dec 24 2022, 12:40 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ჩანჩქერი
"ჩანჩქერი... წვეთი წვეთს მისდევს, თითქოს ხელშესახებად, გზას იკვლევენ კლდეებსა და ქიმებს შორის. მათი გზის დასაწყისი იქ არის, სადაც გაზაფხულზე, მთის მწვერვალებზე, მზეზე მოელვარე თოვლი კაშკაშებს. ეს წვეთები ძალზე სუსტები და მორცხვები არიან, მათ უზომოდ უჭირთ ქვებს შორის ერთმანეთის მოძებნა! ყურს თუ მივუგდებთ, კაჭარებს შორის, მათ წკრიალა მუსიკას გავიგონებთ, თითქოს პაწაწინა ზანზალაკები სიცოცხლის ჩასახვის მელოდიას ახმოვანებენ... იქნებ, სწორედ იმიტომ, რომ ჩანჩქერები არც ერთ სუსტსა და პაწია წვეთს არ კარგავენ, იქ სადაც ციცაბო კლდეები ერთმანეთზე აყუდებულან, სადაც ცაში აწვდენილან სოჭები, ისინი თავისი ხმაურითა და მოზეიმე ძლიერებით აზანზარებენ ირგვლივ მდებარე ქედებსა და ტყეებს?" /ბერი სვიმეონ ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 1 2023, 05:11 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"იმ დროს, როცა ამას ამბობდა, კლდეზე მჯდომი კაკბის გალობა გაისმა.
- გესმის? ის ჩვენს გასამხიარულებლად მოვიდა. რა შემიძლია ვთქვა ბულბულზე და სხვა ფრინველებზე? ბულბულები ხშირად მთელი ღამე გალობენ, დილით კი მართლაც სასწაულია წამოდგომა და სხვადასხვა ფრინველის გალობის მოსმენა! აქ, ბუჩქებსა და ტირიფებზე, ბულბული მღერის დილის სიმღერას, აი, იმ ქვაზე ჩიტი, რომელსაც მწყემსს ეძახიან, მხიარულად ჭიკჭიკებს და ამომავალ მზეს ესალმება, ტოროლა კი გალობს, მაღლა ჰაერში დაფრინავს. მაგრამ დაუსრულებლად მღერის, ამიტომ ტყუილად არ უწოდებენ ამ ფრინველს ყბედს. იორდანიის ტირიფებზე მტრედების გუნდები გასაოცრად ღუღუნებენ. სანამ მზე დააცხუნებს, უდაბნოში მხიარული კონცერტია გამართული, რადგან თვით ტურაც კი მდინარის პირას წკავწკავებს, ბაყაყი ყიყინებს, გარეული ტახი ბრდღვინავს, დინგით მიწას თხრის და მელიაც აქ ხვდება გარიჟრაჟს. რა არის ადამიანის კონცერტები ჩიტები ამ გალობასთან შედარებით? ხშირად, დილის ლოცვის შემდეგ გამოვდივარ მღვიმედან და ვგალობ რაიმე სახის საგალობელს, რადგან თან წამოღებული მაქვს ქალკიდიკზე ნაყიდი სანოტო წიგნები. მაშინ იქვე მყოფი ჩიტები ან მოფრინდებიან, ან შეშურდებათ და ვეღარ იტანენ ჩემს გალობას. ირგვლივ მხიარული შეძახილებია, ჭიკჭიკი, ფრენა ფრინველთა, ასე, რომ ვივიწყებ უდაბნოს მწუხარებას და ვაკურთხებ მამაზეციერის ყოვლადწმინდა სახელს, რომელმაც ღირსმყო ამ ადგილებში დავსახლებულიყავი". /არქიმანდრიტი იოაკიმე (სპეციარისი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 05:14 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი