ავადმყოფობა - სულიერი ზრდის სტიმული |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ავადმყოფობა - სულიერი ზრდის სტიმული |
marine |
May 10 2022, 09:16 PM
პოსტი
#21
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მძიმე სნეულება, საღვთისმეტყველო შეხედულებით, ცვლის ცხოვრებისეულ მწუხარებასაც და ასკეტურ მოღვაწეობასაც. ის ეხმარება "მგლოვარეთა გულითა" რომ ნუგეში მოიხვეჭონ. ამიტომ სხეულისა და სულის ტანჯვა სულიერი სრულყოფის და იმ ნეტარ რეალობასთან დაბრუნების ერთ-ერთი შესაძლებლობაა, რომლის სახელიც ღმერთია. გავიხსენოთ მართალი იობის წიგნი: "ადამიანი სატანჯველად იბადება და ნაპეწკლებივით მაღლა მიისწრაფვის" (იობ. 5;7). მოციქული პავლე გვასწავლის: "მრავლითა ჭირითა ჯერ-არს ჩუენდა შესვლაი სასუფეველსა ღმრთისასა (საქმე 4;22)".
/კ.ვ. ზორინი, "გნებავს რაითა განიკურნო?" გვ. 37/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 10 2023, 08:16 PM
პოსტი
#22
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მივიღე შენი წერილი. აი, კვლავაც ავად ხარ, მწუხარე და ნაღვლიანი. ბევრს ნუ ინაღვლებ. შენი ავადმყოფობა და მწუხარება არ არის შემთხვევითი, არამედ უფლისგან არის გამოგზავნილი. ჩვენთვის მიუწვდომელია მისი წმინდა განგებულება ჩვენზე - ცოდვილებზე; თუკი უფალი ზრუნავს ჩიტებზე, განა შენ დაავიწყდი?
შენი დიდი მძიმე ოპერაცია აისახა შენს ორგანიზმზე, "მიწიერი ექიმები ვერ დაგეხმარნენ", როგორც ამას თავად მწერ. გირჩევ, მიმართო სულთა და ხორცთა ზეციურ მკურნალს, ჩვენს უფალს. მანდ ვინ არის შენი სულიერ მოძღვარი? სთხოვე, შვიდგზის ზეთი გცხოს და გაზიაროს უფლის წმინდა ნაწილებს. საერო მღვდელმსახურები როგორღაც უხალისოდ თანხმდებიან შვიდგზის ზეთისცხებას, მაგრამ შენ სთხოვე, იქნებ დაგთანხმდნენ" /ღირსი იოანე ბალაამელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 05:22 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი