წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები |
marine |
Aug 15 2018, 06:48 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დიაკვანმა სპირიდონმა სოფელ კაპუჩოდან (ლუმუმბაშის რაიონი, კატანგის პროვინცია, კონგო) მოგვითხრო: "ეს მოხდა 1998 წელს. ჩვენს სოფელში წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხატი მივაბრძანე და ეზოში აღვმართე. იმ დღეს გარეთ არ გამოვსულვარ. ერთი ქალი სხვებთან ერთად მინდვრისკენ გაემართა სამუშაოდ.
ხატი რომ დაინახა, დაცინვით თქვა: - ეს ვინ არის?! ყაჩაღს ჰგავს! შეხედეთ მის მახინჯ სახეს! სხვებმა, თუმცა მართლმადიდებელი ქრისტიანები არ იყვნენ, უთხრეს: - ნუ შეურაცხყოფ იმ წმინდანს, რომლის ხატიც მოიტანა მამა სპირიდონმაო! მაგრამ არ დაუჯერა და წმინდა ნიკოლოზის ლანძღვა განაგრძო. ღამე ძილში მას ლამაზი სამოსით მოსილი, ჭაღარა ბერიკაცი გამოეცხადა და უსაყვედურა: - რისთვის გამლანძღეო. არ გამილანძღიხარო, - უპასუხა ქალმა. მაშინ წმინდანმა უთხრა: - მე ის ვარ, ვინც შენ გუშინ შეურაცხყავი. ხომ ხედავ, გამოგეცხადე, შენ კი გუშინდელივით უხეშად მექცევიო. ქალი მის წინ მუხლებზე დაეცა: - ჰოი, წმინდანო, მაპატიე, აღარ გაგაბრაზებ! გაფრთხილდი, მეტად აღარ დამცინოო, - უთხრა წმინდანმა და უჩინო შეიქმნა. ქალი მეორე დღეს მამა სპირიდონთან მივიდა და შენდობა სთხოვა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 12 2023, 07:24 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ადრე მე არ მესმოდა, რა მნიშვნელობა ჰქონდა ხატს. ეს იმ დრომდე ხდებოდა, სანამ ჩვენს ქალაქში არ მოაბრძანეს წმ. ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხატი. ბევრს ახსოვს ეს ამბავი, ბევრი მივიდა ხატთან ამაღლების ტაძარში, სადაც იყო იგი დაბრძანებული. ბევრია დაწერილი სასწაულებზე, კურნებებზე და იმაზე, თუ რას გრძნობდნენ ადამიანები ამ სიწმინდესთას შეხებისას.
მე მახსოვს, რომ ვიდექი დიდ რიგში და რაც უფრო ვუახლოვდებოდი ხატს, მით უფრო დიდი ღელვა მიპყრობდა, რაღაც ამაღლებული განცდა, რაღაც მოლოდინი, რაღაც გაურკვეველი შიში - მოსალოდნელი შეხვედრისა, თითქოს ახლა თავად წმიდა ნიკოლოზს შევხვდებოდი პირისპირ. და აი, მე სულ უფრო ვუახლოვდები - ღელვა იმატებს, ვლოცულობ... ლოცვა უჩვეულოდ მეჩვენება. თითქოს მოულოდნელად წმ. ნიკოლოზის ხატი აღმოჩნდა ჩემს წინ - როგორც ხარის მკვეთრი ხმა დაუვლის ადამიანს მთელ სხეულში, ასე დამემართა. წმ. ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი აქაა, ცოცხალი. ჩემი ძვირფასი ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი. მე ვეღარ ვიხსენებ, როგორ ვემთხვიე ხატს, როგორ ვლოცულობდი.მაგრამ აი, რა არის საოცარი: ამ დღიდან ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრებაში შემოვიდა წმ. ნიკოლოზი და გახდა თანამონაწილე. ის ძალიან ბევრჯერ დამეხმარა, პატარა და დიდ საქმეში. იყო სასწაულებიც. ამ დროიდან ჩვენს ოჯახში მობრძანდა წმიდა ნიკოლოზის ხატი, ჩვეულებრივი, მაგრამ საოცარი ის არის, რომ ხატს რომ ვუყურებდი, თვალწინ მედგა წმიდა ნიკოლოზი ცოცხალი, ის მისმენდა. წმ. ნიკოლოზისგან გავიგე, რას ნიშნავს წმიდანი, ლოცვა და საუკუნო ცხოვრება და სიყვარული. ხატი - ცოცხალია. ის ცოცხალია მაშინაც, როცა ლოცვით მიმართავ მას. წმ. ნიკოლოზი გახდა ჩემთვის მეგობარი, მეოხი, მამა. მე მჯერა, რომ ის ყოველთვის დამეხმარება, როცა ლოცვით მივამართავ. სწორედ მან გამიხსნა ხატის არსი და ბევრი სხვა რამ. მან გამაგებინა, რომ უნდა გვრცხვენოდეს ცოდვების ჩადენის და უნდა შევიყვაროთ მოთმინება. მისი მეოხებით გავიგე, რას ნიშნავს უფლის დახმარება, რომ ლოცვაზე პასუხს მივიღებთ. წმიდაო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის!" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 08:46 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი