წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები |
marine |
Aug 15 2018, 06:48 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დიაკვანმა სპირიდონმა სოფელ კაპუჩოდან (ლუმუმბაშის რაიონი, კატანგის პროვინცია, კონგო) მოგვითხრო: "ეს მოხდა 1998 წელს. ჩვენს სოფელში წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხატი მივაბრძანე და ეზოში აღვმართე. იმ დღეს გარეთ არ გამოვსულვარ. ერთი ქალი სხვებთან ერთად მინდვრისკენ გაემართა სამუშაოდ.
ხატი რომ დაინახა, დაცინვით თქვა: - ეს ვინ არის?! ყაჩაღს ჰგავს! შეხედეთ მის მახინჯ სახეს! სხვებმა, თუმცა მართლმადიდებელი ქრისტიანები არ იყვნენ, უთხრეს: - ნუ შეურაცხყოფ იმ წმინდანს, რომლის ხატიც მოიტანა მამა სპირიდონმაო! მაგრამ არ დაუჯერა და წმინდა ნიკოლოზის ლანძღვა განაგრძო. ღამე ძილში მას ლამაზი სამოსით მოსილი, ჭაღარა ბერიკაცი გამოეცხადა და უსაყვედურა: - რისთვის გამლანძღეო. არ გამილანძღიხარო, - უპასუხა ქალმა. მაშინ წმინდანმა უთხრა: - მე ის ვარ, ვინც შენ გუშინ შეურაცხყავი. ხომ ხედავ, გამოგეცხადე, შენ კი გუშინდელივით უხეშად მექცევიო. ქალი მის წინ მუხლებზე დაეცა: - ჰოი, წმინდანო, მაპატიე, აღარ გაგაბრაზებ! გაფრთხილდი, მეტად აღარ დამცინოო, - უთხრა წმინდანმა და უჩინო შეიქმნა. ქალი მეორე დღეს მამა სპირიდონთან მივიდა და შენდობა სთხოვა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 13 2023, 05:38 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ეს მოხდა გასული საუკუნის 60-იან წლებში.
ჩვენი ქალაქის განაპირას ცხოვრობდა ერთი მოხუცი, რომელსაც ძალიან უჭირდა. ის დიდი ხნის მანძილზე მუშაობდა კოლმეურნოებაში. განა რა ხელფასი ექნებოდა იქ? ომის დროს მუშაობდნენ "ჩხირების" ფასად. ჩხირებით აღნიშნავდნენ სამუშაო დღეებს დავთარში. ხშირ შემთხვევაში ეს ჩხირები ჩხირებადვე რჩებოდა. მოხუცი მარტო ცხოვრობდა. ისე მოხდა, რომ მან თავისი სიმბოლური პენსიაც დაკარგა. რა უნდა ექნა? წავიდა საბჭოში დახმარების სათხოვნელად, თუმცა იქ უარი უთხრეს და საწყალი უარაფროდ დაბრუნდა. ის იქვე სკვერში სკამზე ჩამოჯდა და ძლიერ დამწუხრდა. ისე, რომ ვერც მიხვდა, როგორ მიუახლოვდა ვიღაც მოხუცი კაცი. - საყვარელო, რატომ ხარ მწუხარე? - ჰკითხა მან ალერსიანად. თავისი სატკივარი უთხრა ქალმა, უცნობის გულისხმიერებით შეძრულმა. მოხუცმა ბერიკაცმა კი მას ფუთა გადასცა და უთხრა: "დამშვიდდი, ძვირფასო, ეს შენ მთელი ცხოვრება გეყოფა" - ეს თქვა და გაუჩუნარდა, ისე რომ ქალმა მადლობის თქმაც კი ვერ მოასწრო. დაბრუნდა სახლში, აიხედა კუთხეში, სადაც ხატები ეკიდა. "ეს ხომ თავად წმინდა ნიკოლოზი იყო, უფლის სათნომყოფელი! როგორ ვერ ვიცანი მაშინათვე ჩვენი სასწაულთმოქმედი?" - გაუკვირდა მოხუცს. ის დაემხო მუხლებზე წმ. ნიკოლოზის ხატის წინ. მადლიერების ცრემლები ნაკადულებად წამოუვიდა ნაოჭებით დაღარულ ლოყებზე". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 05:50 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი