![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,649 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"წმ. პანტელეიმონის ეს ხატი დაიწერა ათონის წმ. მთაზე და 1882 წელს წააბრძანეს რუსეთში.
წმ. პანტელეიმონის დედათა მონასტრის მონაზონი ტაბითას თქმით, არ იციან, როგორ მიაბრძანეს ეს ხატი მათ მონატერში. მისივე თქმით, ის ძველისძველია, ჯერ კიდევ 10 წლის წინ იყო ისეთი მუქი, რომ სახე არ უჩანდა და სულ ახლახანს განათდა, წმიდანის ლოყაზე კი გაჩნდა თეთრი ლაქა. ეს წმინდანი კურნავს სულსა და ხორცს. მონაზონ ტაბითას თქმით, ზოგიერთები მიდიან ხატთან ოპერაციის წინ, შემდგომ კი ვლიდნება, რომ ოპერაცია აღარაა საჭირო. ზოგადად, ამ ხატს მონასტერი არ დაუტოვებია მხოლოდ თათრეთი დაუშვეს გამონაკლისი. - ხუთი წლის წინ ხატს წამოუვიდა მირონი. ეს მოვლენა განსაცდელის მაუწყებელია. მალევე მონასტერში დაიწვა ცხოველთა ეზო. მაგრამ რაც ხდება ყველაფერი უკეთესობისკენ - თითქმის იგივე ადგილზე ჩვენ ავაშენეთ ტაძარი, - იხსენებს მონაზონი. ბევრია შემთხვევა, როცა წმ. პანტელეიმონი დაეხმარა ადამიანებს განკურნებაში. - ჩვენ ყველას ვუყვებით ერთ ისტორიას: ერთ კაცს ასტკივდა თავი და ცოლმა ურჩია, ნაკურთხი ქუდი დაეფარა. ის კი უარყოფდა - თავი დამანებე, არ დავიხურავო. შემდგომ კი ეს ცოლის ჯიბრით გააკეთა. ტკივილი მყისიერად გაქრა. ამის მერე ის ყოველდღე მოდიოდა ჩენთან, - იხსენებს დედა ტაბითა. პანტელეიმონს მამა წარმართი ჰყავდა, დედა - ქრისტიანი. ამიტომ ადამიანები მას მოსაქცევი ახლობლებისთვისაც ევედრებიან წყალობას, - თქვა მონაზონმა" /იულია სოროკინა/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,649 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"როცა ბავშვი ვიყავი მე ასეთი ისტორია შემემთხვა, ცხადად მახსოვს:
ვიჯექი ტახტზე, მქონდა მაღალი სიცხე და მტკიოდა მუცელი - მოწამლული ვიყავი. ძალიან ცუდად ვიყავი - არ მშველოდა წამლები. მე ვლოცულობდი, ვკითხულობდი "მამაო ჩვენოს" და სხვა ლოცვებს და უცებ თვალში მომხვდა წმ. პანტელეიმონის ხატი და მისი ცხოვრება. დედამ მირჩია ამ ლოცვის წაკითხვა, რაც გავაკეთე კიდეც. გულით წავიკითხე ლოცვა და ისე ჩავეფალი მასში, რომ გარშემო ვერაფერს ვამჩნევდი. იქნებ ჩვეულებრივად ჟღერს, მაგრამ როგორც კი ყურადღებით და ცრემლებითაც კი წავიკითხე ლოცვა, მყისიერად გამიარა ტკივილმა. სიცხემ დამიწია და მაშინვე დამეძინა. მეორე დღეს წინა დღის ავადმყოფობისგან არაფერი შემრჩა. ასეთი რამ პირველად გადამხდა. ახლა ავადმყოფობისას ყოველთვის ვლოცულობ წმ. პანტელეიმონის მიმართ და ვთხოვ შეწევნას, ვთხოვ ჩემი ახლობლებისა და ნათესავებისთვისაც. ყველას ვურჩევ ილოცოს ამ საოცარი წმიდანის მიმართ. ღმერთმა გიშველოთ!" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 05:57 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი