წმინდანების მეოხება სნეულების დროს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდანების მეოხება სნეულების დროს |
marine |
Oct 11 2022, 07:33 PM
პოსტი
#41
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"წიგნში წავიკითხე მეუფე იოანეს [მაქსიმოვიჩი] შესახებ, რომელიც ადამიანებს განსაცდელისას ეხმარება; მეც წმინდანს დახმარებისთვის მივმართე და შეწევნამაც არ დააყოვნა:
ღრძილთან ძვალი გამომეზარდა. საშინელი ტკივილი დამეწყო. მე დავიწყე წმ. იოანესადმი ტროპარის კითხვა. წავისვი მისი წმიდა ნაწილებზე ნაკურთხი ზეთი; მივიდე წმინდანის ფოტო მტკივნეულ ადგილზე. თავადაც ვერ მივხვდი, როგორ გამიარა ტკივილმა - შევამოწმე, აღმოჩნდა, რომ ღრძილიდან ამოზრდილი ძვალი აღარ ჩანდა, ვერც კი მივხვდი, სად უნდა გამქრალიყო, ღრძილი კი დამცხრომოდა. სულ მალე გადავიღე რენტგენი და გავარკვიე, რაც მოხდა, მაგრამ, რაც მთავარია, ტკივილი აღარ მაწუხებდა, ისე, რომ ამ მხარეს ჭამაც კი შემეძლო - ეს ჩემთვის სასწაულია! მეუფე იოანე ყოველთვის მეხმარება, როგორც კი მის მიმართ წავიკითხავ ლოცვებს, თითქოს მთელი ძალით ჩამოვეკიდე მის მანტიას - დაე, მაპატიოს მეუფემ. მე მადლიერი ვარ წმიდა მეუფეების იოანესი, სპირიდონის, ნიკოლოზის, ასევე მოწამე მეფის ოჯახის, ნეტარი ქსენიასი და მატრონასი, და ყველა წმინდანისა, რომლებიც ღვთისა და ყოვლადწმიდას წინაშე ჩვენ ცოდვილთა მეოხნი არიან". /მხევალი ღვთისა ფოტინე, 2020, ივლისი/ "როცა მამა არსენთან [კაბადოკიელი] ავადმყოფი მიჰყავდათ, ის არასოდეს ინტერესდებოდა, მის წინ ვინ იდგა, თურქი თუ ქრისტიანი, მაგრამ ჰკითხავდა, რითი იყო კაცი ავად, რათა მისთვის შესაბამისი ლოცვა წაეკითხა. საღმრთო მადლის ძალით სნეულების განკურნებით, იგი თურქებს ჩვენი სარწმუნოების ძალას აჩვენებდა და ამგვარად აიძულებდა მათ პატივი ეცათ მართლმადიდებლობისთვის. ერთხელ, თავისი მედავითნისა და თანაშემწის, პროდრომოსის თანხლებით სოფლების შემოვლისას მამა არსენი დაბა სინასოსში მივიდა. ადგილობრივმა თურქებმა აუკრძალეს მას ქრისტიანებთან შეხვედრა. მამა არსენს მათთან კამათი არ დაუწყია, მხოლოდ პროდრომოსს უთხრა: - წავიდეთ და ნახავ, როგორ გამოგვეკიდებიან თურქები. ნახევარი საათი იარეს, მერე კი ჰაჯიეფენდი შეჩერდა, მუხლნი მოიდრიკა და ხელები ლოცვით ზეცისკენ აღაპყრო. თუ აქამდე მშვიდი ამინდი იყო, უეცრად ღრუბელი მოგროვდა და კოკისპორული წვიმა წამოვიდა, რომელსაც გრიგალი ახლდა. სოფელ სინასოსს მეხი არყევდა. თურქები მაშინვე მიხვდნენ თავიანთ შეცდომას და ორი ზეფთია (ცხენოსანი შიკრიკი) დაადევნეს მამა არსენს. ზეფთიები მუხლებში ჩაუვარდნენ მას, მთელი სოფლის სახელით ბოდიში მოუხადეს და უკან დაბურნება სთხოვეს. მამა არსენმა მათ აპატია და სინასოსში დაბრუნდა. სოფელს ოთხივე მხარეს ჯვარი გადასახა, ქარიშხალი შეწყდა და კვლავ მზემ გამოანათა" "უდიდესი წმინდა მამა სვიმეონ მესვეტე ღვთისაგან ბოძებული ძალით სასწაულებრივად კურნავდა ადამიანებს, მაგრამ ამ დროს თვითონ ცალი ფეხი დამპალი ჰქონდა და მასზე მატლი ეხვია. ერთხელ ერთ-ერთმა მომლოცველმა მისი სნეული ფეხის ხილვისას თქვა, - ეს რომ წმინდანი იყოს, ასეთ დღეში როგორ იქნებოდა, სხვა როგორ განკურნავს, როდესაც საკუთარი თავი ვერ განუკუნავსო. ამ დროს მას ხელში სვიმეონ მესვეტის ფეხიდან გადმოვარდნილი მატლი ჩაუვარდა და ბრილიანტად იქცა. წმინდა სვიმეონი ამ განსაცდელის გამო მადლობდა ღმერთს" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 14 2023, 06:26 PM
პოსტი
#42
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"2009 წლის ბოლოს 24 წლის ელენა კ.-ს უკეთებდნენ გულის სარქველის შეცვლის ოპერაციას. ექიმმა მას უთხრა, რომ ის ორი დღე-ღამე რეანიმაციაში უნდა დარჩენილიყო. მაგრამ ამ დროის გასვლის შემდგომ გოგონა არ იყო ნორმალურ მდგომარეობაში - ის ვერ იღვიძებდა. ასე გავიდა 27 დღე.
ოჯახის ახლობელმა, გაიგო რა მომხდარის შესახებ, გოგონას მშობლებს გაუგზავნა წიგნი - წმ. ლუკა ყირიმელის პარაკლისი და ასევე წმ. ზეთი სიმფეროპოლიდან, წმინდანის წმიდა ნაწილებიდან. მშობლებმა დაიწყეს წმ. ლუკასადმი ლოცვა. ორი დღის შემდგომ გოგონამ როგორც იქნა გაახილა თვალები და დაიწყო ლაპარაკი. ყველამ მადლიერებით და სიხარულით განადიდა უფალი და მისი წმიდანი ლუკა დახმარებისთვის. რეანიმაციის განყოფილების მედებმა გაიხსენეს შემდეგი: მორიგეობის დროს, ავადმყოფის გამოჯანმრთელების წინა დღეს, განყოფილებაში გამოჩნდა ვიღაც მოხუცი ექიმი, რომელსაც ეცვა ძველი ყაიდის თეთრი გრძელი ხალათი. ექიმმა უსიტყვოდ გაიარა მორიგეებს შორის და შევიდა სნეულთან. უცნაურმა ექიმმა მჭიდროდ დახურა კარი და ფანჯრებზე ჩამოაფარა ჟალუზები. გარკვეული დროის შემდეგ კი კვლავ გამოჩნდა კარებში, ისევ უხმოდ გაიარა ყველას გვერდით და გავიდა განყოფილებიდან. მედდები სასწრაფოდ შევიდნენ ბლოკში და სნეულთან - გოგონა გამოღვიძებული და სრულიად ადეკვატურ მდგომარეობაში დახვდათ". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 04:06 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი