წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები |
marine |
Aug 15 2018, 06:48 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დიაკვანმა სპირიდონმა სოფელ კაპუჩოდან (ლუმუმბაშის რაიონი, კატანგის პროვინცია, კონგო) მოგვითხრო: "ეს მოხდა 1998 წელს. ჩვენს სოფელში წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხატი მივაბრძანე და ეზოში აღვმართე. იმ დღეს გარეთ არ გამოვსულვარ. ერთი ქალი სხვებთან ერთად მინდვრისკენ გაემართა სამუშაოდ.
ხატი რომ დაინახა, დაცინვით თქვა: - ეს ვინ არის?! ყაჩაღს ჰგავს! შეხედეთ მის მახინჯ სახეს! სხვებმა, თუმცა მართლმადიდებელი ქრისტიანები არ იყვნენ, უთხრეს: - ნუ შეურაცხყოფ იმ წმინდანს, რომლის ხატიც მოიტანა მამა სპირიდონმაო! მაგრამ არ დაუჯერა და წმინდა ნიკოლოზის ლანძღვა განაგრძო. ღამე ძილში მას ლამაზი სამოსით მოსილი, ჭაღარა ბერიკაცი გამოეცხადა და უსაყვედურა: - რისთვის გამლანძღეო. არ გამილანძღიხარო, - უპასუხა ქალმა. მაშინ წმინდანმა უთხრა: - მე ის ვარ, ვინც შენ გუშინ შეურაცხყავი. ხომ ხედავ, გამოგეცხადე, შენ კი გუშინდელივით უხეშად მექცევიო. ქალი მის წინ მუხლებზე დაეცა: - ჰოი, წმინდანო, მაპატიე, აღარ გაგაბრაზებ! გაფრთხილდი, მეტად აღარ დამცინოო, - უთხრა წმინდანმა და უჩინო შეიქმნა. ქალი მეორე დღეს მამა სპირიდონთან მივიდა და შენდობა სთხოვა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 14 2023, 06:36 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"როცა დავიწყე ეკლესიური ცხოვრება, ლოცვები არ ვიცოდი. მაგრამ დავიწყე რელიგიური წიგნების - ლოცვანებისა და დაუჯდომელების კითხვა. მე მაშინ წმიდა ნიკოლოზზე ვიცოდი, რომ ის ეხმარება მოგზაურებსა და სნეულებს.
ჩემი ბავშვები, ახლად დაბადებულ ჩემს შვილიშვილებთან ერთად, რომელსაც სამშობიარო ტრავმა ჰქონდა მიღებული, ვორონეჟიდან იაროსლავში გაემგზავრნენ ძველი ავტომობილით. მე არ მქონდა არანაირი წინათგრძნობა, მხოლოდ 5000 რუბლი მივეცი სამგზავროდ - ყოველი შემთხვევისთვის. და მართლაც, უკანა გზაზე მანქანა გაჩერდა. შვილმა მხოლოდ ესემესის მოწერა მოასწრო - ვდგავართ გზაზე, მოძრაობს მანქანები და არავინ გვიჩერებსო. მე ამ ღამით დავდექი მუხლებზე და დავიწყე წმ. ნიკოლოზის დაუჯდომლის კითხვა. და დახმარება მყისიერად მოვიდა: ჩემმა სიძემ მეგობრის დახმარებით ევაკუატორი გამოიძახა და ყველა მშვიდობით დაბრუნდა სახლში. ეს მომსახურება კი დაუჯდათ ზუსტად 5000 - რაც მე მათ მივეცი! რასაკვირველია, გათენდა თუ არა, პირველ რიგში გავიქეცი ტაძარში სალოცავად და სამადლობლად უფლისა და წმ. ნიკოლოზის მიმართ, რომელმაც გადაარჩინა ჩემი ბავშვები. ქუჩაში ხომ ციოდა, ისინი კი ჩვილთან ერთად იდგნენ და არავინ ეხმარებოდა. აი, ასეთი ისტორია შეემთხვა ჩემს ოჯახს, რასაც ვუზიარებ ყველას - არასდროს დაკარგოთ იმედი და თავის ყველა ტკივილი მიანდონ ღმერთს, მისი წმინდანები კი ჩვენ, ცოდვილებს და მცირედმორწმუნეებს ეხმარებიან თავისი ლოცვვებით. რამეთუ წმიდაა ღმერთი და უკუნისამდეა წყალობა მისი - აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე!" /სვეტლანა პლიგინა/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 05:52 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი