![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
მნათე |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
მოკლედ ღვთისმეტყველებს (!) ვთხოვ გასცენ მრევლში არსებულ კითხვებს პასუხი;
1. რა სინთეზითა და ურთიერთბმებით ასრულებს - საეკლესიო სამართალი და საღვთო მადლი ეკლესიის 'მარეგულირების' როლს? 2. ვინ და რატომ შემოიტანა ცნება 'სამართალი' - ეკლესიაში და ხომ არ წარმოადგენს იგი სინკრეტულ ნერგს? 3. ხომ არ კნინდება ამით სულიწმიდის ძალმოსილება ეკლესიაში... (თუ სტრუქტურა მის გარეშე ვერ შედგებოდა - მაშ ეკლესიას რაღა მართავს)? 4. თუ ქრისტეს სხეულში ესოდენ ყოფიერი მოვლენა არეგულირებს 'სისხლის მიმოქცევას' მაშ რაღას აკეთებს ქრისტე? 5. რა ვუყოთ სიყვარულის ძალაუფლებას? 6. თუ გამართლება რჯულისგან არის, მაშინ ქრისტე რიღასთვის მოკვდა? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
![]() ![]() |
salomea07 |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 87 რეგისტრ.: 18-December 06 წევრი № 709 ![]() |
ძალიან საინტერესოა თქვენი კითხვა, მეგობრებო
![]() ხო, მე რა მაინტერესებს- "არა კაც-ჰკლა"-ს ეგრედ წოდებული გამართლებულ შემთხვევებზე სად არის ნათქვამი წმინდა წერილში? ანუ სად არის დართული ნება , რომ ომში მოვკლათ ადამიანი? და კიდევ, დავით, შენ გქონდა სახელმწიფო სამართალზე და რელიგიურ სამართალზე პოსტი. მე მაინტერესებს უფრო კონკრეტულად ამ ორი დარგის ურთიერთდამოკიდებულება, ვთქვათ გვაქვს ასეთი სიტუაცია(ძალიან ბანალური)- ჩემი ქმედებით მე სამართლიანად(სახელმწიფო სამართლის თვლსაზრისით) ვსჯი ადამიანს, ან მის წინააღმდეგ გამოვდივარ სასამართლოში, ან რა ვიცი, უამრავი ამდაგვარი სიტუაცია შეიძლება განიხილო- მოკლედ, მე "სამართლიანად" ვსჯი და ამით ცხოვრებას ვუნგრევ სხვა ადამიანს(გასაგებია, მან უკვე თავისი ქმედებით დაინგრია ცხოვრება, მაგრამ ამ სიტუაციაში მეც ხომ მიმიძღვის წვლილი). თვითონ ეს ფაქტი- ის, რომ მე ადამიანს ბოროტებას ვუკეთებ(ცხადია, ეს ასეა) (და ცხადია, ეს ცოდვაა) არის გამართლევული რელიგიური სამართლით? მე მაინტერესებს ისევ და ისევ ამ გამონაკლისებზე სად წერია წმინდა წიგნში? შეიძლება ჩემს კითხვებში ბევრი შეცდომაა და გთხოვთ შემისწორეთ ![]() -------------------- ღმერთო, მომეცი გონება და სულიერი სიმშვიდე იმის მისაღებად, რასაც ვერ შევცვლი,
სიმამაცე იმის შესაცვლელად, რისი შეცვლაც შემიძლია და სიბრძნე, რომ განვასხვავო ეს ორი ერთმანეთისგან. იყავნ ნება შენი , და არა ჩემი. ამინ. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th June 2024 - 02:19 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი