მაცხოვნებელი მოძღვრების მომნიჭებელი წიგნების კითხვა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მაცხოვნებელი მოძღვრების მომნიჭებელი წიგნების კითხვა |
marine |
Sep 29 2016, 10:32 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ნუ დავიზარებთ სულიწმინდის მადლით გაჯერებული, მაცხოვნებელი მოძღვრების მომნიჭებელი წიგნების კითხვას, რადგან ნათქვამია: "მოიცალეთ და გულისხმა-ყავთ, რამეთუ მე ვარ ღმერთი". ყოველი ადამიანი, რომელიც სუფთა გულით კითხულობს საღვთო წიგნებს, უდიდეს შემეცნებას მიიღებს უფლის შესახებ. ამიტომაც მთელი ძალით ვეცადოთ, არ დავიზაროთ ეს სათნო და კეთილი საქმე, განუშორებლად დავუმეგობრდეთ ლოცვასა და წიგნს, რათა საღვთო ნათლით განათდეს ჩვენი გონება და ყოვლად სრული და უნაკლო იყოს იგი.
შეისისხლხორცე ლოცვა და წიგნის კითხვა მარადის, რადგან რამდენადაც შეიყვარებ ღმერთს კითხვითა და ლოცვით, იმდენად იკურთხება შენი სხეული, სული და სამშვინველი. რაკი უწყი ამხელა მადლის შესახებ, ნუ დაიზარებ ამ სათნო საქმის აღსრულებას, მოუწყინებლად ითხოვდი ღვთისგან, მოგცეს ძალა და შეგეწიოს ამ კეთილ საქმეში". /წმ. იოანე ოქროპირი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 28 2023, 07:51 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"წმინდა მამათა წიგნების კითხვა საჭიროა და სასარგებლოა ღვთის ნების შესაცნობად. წმინდა მამები კითხულობდნენ ჩვენთვის ბოძებულ წმინდა წერილში ღვთის სიტყვას, ასრულებდნენ მას და მოღვაწე ცხოვრებით მაგალითს გვაძლევდნენ თავიანთ სწავლებებში.
როცა მათ არ კითხულობთ, არ იცით სულიერი ცხოვრების და ბრძოლის შესახებ და ფიქრობთ, რომ ღვთის სიტყვას წაიკითხავთ, შეძლებთ მათ ასრულებას და თავს არ იმდაბლებთ. ხოლო წმინდა მამათა კითხვისას შეიცნობთ (ღვთისკენ სავალ გზას) ღვთის მცნებებს, ცდილობთ მათ ასრულებას, მაგრამ მათ საზომს ვერ მიღწეული, შეიცნობ საკუთარ უძლურებას, მდაბლდები და იღებ ღვთის წყალობას, რომელიც განსაკუთრებით თავმდაბლებზე გარდამოევლინება". /ღირსი მაკარი ოპტელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 02:38 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი