ბუნების ხელოვნება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ბუნების ხელოვნება |
marine |
Dec 24 2022, 12:40 PM
პოსტი
#21
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,266 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ჩანჩქერი
"ჩანჩქერი... წვეთი წვეთს მისდევს, თითქოს ხელშესახებად, გზას იკვლევენ კლდეებსა და ქიმებს შორის. მათი გზის დასაწყისი იქ არის, სადაც გაზაფხულზე, მთის მწვერვალებზე, მზეზე მოელვარე თოვლი კაშკაშებს. ეს წვეთები ძალზე სუსტები და მორცხვები არიან, მათ უზომოდ უჭირთ ქვებს შორის ერთმანეთის მოძებნა! ყურს თუ მივუგდებთ, კაჭარებს შორის, მათ წკრიალა მუსიკას გავიგონებთ, თითქოს პაწაწინა ზანზალაკები სიცოცხლის ჩასახვის მელოდიას ახმოვანებენ... იქნებ, სწორედ იმიტომ, რომ ჩანჩქერები არც ერთ სუსტსა და პაწია წვეთს არ კარგავენ, იქ სადაც ციცაბო კლდეები ერთმანეთზე აყუდებულან, სადაც ცაში აწვდენილან სოჭები, ისინი თავისი ხმაურითა და მოზეიმე ძლიერებით აზანზარებენ ირგვლივ მდებარე ქედებსა და ტყეებს?" /ბერი სვიმეონ ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 5 2023, 07:45 PM
პოსტი
#22
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,266 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
" - ოჰ! ამას ვერ აგიწერ! ვისაც არ გაუგია უდაბნოში გამთენიისას ჩიტების გალობა, ისეთი როგორიც ბულბული არის, რომელიც ჯერ კიდევ შუაღამისას იწყებს სიმღერას, ვერ წარმოიდგენს ამ ენით აღუწერელ სიტკბოებას. ამ დროს ჩემი სული ზეცაში ამაღლდება, ვარსკვლავებით მოჭედილ ცაზე მაღლა და აღწევს მესამე ცას, რომელზეც პავლე მოციქული საუბრობს და სჭვრეტს იქ ზეციურ ძალებს, რომლებიც გალობენ: "წმინდა არს, წმინდა არს, წმიდა არს, უფალი საბაოთ". ხშირად ისე ვარ აღფრთოვანებული ამ ლამაზი მეგობრებით, რომ მეც ვიწყებ გალობას - ხან რომელს და ხან რომელს.
- ჩიტებს თუ ესმით, რასა გალობთ? - აჰ, რა გითხრათ! ხშირად სხდებიან ბუჩქის გვერდით ან კლდეზე, რათა უკეთესად გაიგონონ. ხოლო ტოროლა და ბულბული მთლად შეიშლებიან ხოლმე. ტოროლა მაღლა მაღლა დაიწყებს ფრენას და გალობას. გალობს თავდავიწყებით. მაგრამ არა მხოლოდ ფრინველებს მოსწონთ ადამიანის ხმა, გარეულ ცხოველებსაც კი. ერთხელ, გამთენიისას, მეხუთე ხმის "ღირს არსი" ვიგალობე, ჩემი ბაღის ჭიშკართან ორი ტურა მოვიდა. ბუჩქებიდან მიყურებდნენ, დიდხანს უსმენდნენ ჩემს გალობას. დავინახე, რომ გაუნძრევლად იდგნენ, როცა დავამთავრე, მშვიდად გამშორდნენ" /მეუდაბნოე ფოტინია/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th June 2024 - 09:51 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი