ბუნების ხელოვნება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ბუნების ხელოვნება |
marine |
Dec 24 2022, 12:40 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,127 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ჩანჩქერი
"ჩანჩქერი... წვეთი წვეთს მისდევს, თითქოს ხელშესახებად, გზას იკვლევენ კლდეებსა და ქიმებს შორის. მათი გზის დასაწყისი იქ არის, სადაც გაზაფხულზე, მთის მწვერვალებზე, მზეზე მოელვარე თოვლი კაშკაშებს. ეს წვეთები ძალზე სუსტები და მორცხვები არიან, მათ უზომოდ უჭირთ ქვებს შორის ერთმანეთის მოძებნა! ყურს თუ მივუგდებთ, კაჭარებს შორის, მათ წკრიალა მუსიკას გავიგონებთ, თითქოს პაწაწინა ზანზალაკები სიცოცხლის ჩასახვის მელოდიას ახმოვანებენ... იქნებ, სწორედ იმიტომ, რომ ჩანჩქერები არც ერთ სუსტსა და პაწია წვეთს არ კარგავენ, იქ სადაც ციცაბო კლდეები ერთმანეთზე აყუდებულან, სადაც ცაში აწვდენილან სოჭები, ისინი თავისი ხმაურითა და მოზეიმე ძლიერებით აზანზარებენ ირგვლივ მდებარე ქედებსა და ტყეებს?" /ბერი სვიმეონ ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 10 2023, 04:25 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,127 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სრულიად სხვა ადამიანი გავხდი, განახლებული და განსხვავებული. ყველაფერი, რასაც ვხედავდი, ლოცვის საბაბი იყო ჩემთვის. ყველაფერი საკუთარ თავთან მაბრუნებდა და მაფიქრებდა, რატომ უგალობს და ადიდებს ჩიტი შემოქმედს? მინდოდა მეც ასე მოვქცეულიყავი. იმავეს განვიცდიდი ყვავილებთან მიმართებაშიც. ნახევარი საათის სავალის დაშორებიდან ვცნობდი ყვავილებს სურნელების მიხედვით. ვაკვირდებოდი ბალახებს, ხეებს, წყალს, კლდეებს. ა! კლდეებს ვესაუბრებოდი. რამდენი რამ ჰქონდათ ნანახი! ვეკითხებოდი და ისინიც მიმხელდნენ კავსოკალივიის ყველა საიდუმლოს. მე კი გული მიჩუყდებოდა და ლმობიერება მეუფლებოდა. ყველაფერს ღვთის მადლით ვხედავდი. ვხედავდი, მაგრამ არ ვლაპარაკობდი ამის შესახებ. ხშირად დავდიოდი ტყეში, დიდ აღფრთოვანებას ვგრძნობდი, როდესაც ბუნებაში დავდიოდი"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th May 2024 - 02:31 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი