მგალობლობა _ დიდი პასუხისმგებლობა, მგალობლის მოვალეობები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მგალობლობა _ დიდი პასუხისმგებლობა, მგალობლის მოვალეობები |
ნანინა |
Oct 3 2009, 12:05 AM
პოსტი
#1
|
სოფო ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 |
ხშირად მიფიქრია ამ საკითხზე და რაგდან შესაბამისი თემა ვერ ვნახე, გადავწყვიტე გამეხსნა.
მგალობლობა, ისევე როგორც ნებისმიერი სახის ღვთისმსახურება დიდი პასუხისმგებლობაა. ეკლესიის მსახური, მათ შორის მგალობელიც, ხშირად ექცევა მრევლის ყურადღების ცენტრში. რით გამოირჩევიან მგალობლები ჩვეულებრივი მრევლის წევრებისგან და რა დამატებითი მოვალეობები აქვთ მათ მრევლის სხვა წევრებისაგან განსხვავებით? ვისაუბროთ ამ თემაზე, მგონი პრაქტიკოსი მგალობლებისათვის საინტერესო იქნება გალობა პირველ რიგში ლოცვის ერთ-ერთი სახეობაა. გალობა მრევლს ლოცვით განწყობას უნდა უქმნიდეს, ეს კი მგალობლებზეა დამოკიდებული. სამწუხაროდ ხშირად ვერ ვახერხებთ ამას და უგულოდ ვგალობთ ხანდახან კი უბრალოდ იმდენად ვეჩვევით, რომ ეს პროფესია გვგონია და ვერც კი ვაცნობიერებთ, რომ უფალს ვემსახურებით ვისაუბროთ ამ პრობლემაზე, პრაქტიკოსი მგალობლების აზრი ძალიან დამეხმარება.. გარდა ამისა, თუ შეგიძლიათ მოიყვანეთ მაგალითები მგალობლის უფლება-მოვალეობებზე. პირველ რიგში რა თქმა უნდა სულიერება მოგვეთხოვება, რასაც სამწუხაროდ ვერ ვასრულებთ მოკლედ, ვისაუბროთ ამ თემებზე და იმედია იაქტიურებთ P.S. კანონისტს ან ვინმე სხვა კომპეტენტურ ადამიანს თუ შეუძლია დაწეროს ეკლესიის მიერ მგალობლისადმი მინიჭებული უფლებება-მოვალეობები, ძალიან გამეხარდება -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
marine |
Sep 10 2023, 06:09 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დავუშვათ, ხარ ტაძრის მგალობელი ან მონასტერში გალობ და გაქვს ანგელოზთა დარი ხმა. განა შეიძლება უგალობო ღმერთს ისე, რომ არ იცოდე, ამდენი ხალხი თუ გისმენს, ანუ არ ფიქრობ ამაზე? ეს არც ისე ადვილია. ამიტომაც მგალობელთაგან ბევრს გზა აერია. როგორც წესი, ყველა კარგ მგალობელს დიდი ეგოიზმი აქვს. რა თქმა უნდა, არა ყველას, მაგრამ უმრავლესობას. ხოლო როცა თავმდაბალი ხარ, კარგადაც რომ გალობდე ან კითხულობდე, სხვების მოსმენა შენზე არ მოქმედებს. შენ იტყვი: "და თუკი ლამაზად გალობ და ლამაზად კითხულობ და ამას შენი მოძღვარი ისმენს?" თუკი სიმდაბლე გაქვს, ეს ყველაფერი უმნიშვნელოა"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 10:44 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი