ავადმყოფობა - სულიერი ზრდის სტიმული |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ავადმყოფობა - სულიერი ზრდის სტიმული |
marine |
May 10 2022, 09:16 PM
პოსტი
#21
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მძიმე სნეულება, საღვთისმეტყველო შეხედულებით, ცვლის ცხოვრებისეულ მწუხარებასაც და ასკეტურ მოღვაწეობასაც. ის ეხმარება "მგლოვარეთა გულითა" რომ ნუგეში მოიხვეჭონ. ამიტომ სხეულისა და სულის ტანჯვა სულიერი სრულყოფის და იმ ნეტარ რეალობასთან დაბრუნების ერთ-ერთი შესაძლებლობაა, რომლის სახელიც ღმერთია. გავიხსენოთ მართალი იობის წიგნი: "ადამიანი სატანჯველად იბადება და ნაპეწკლებივით მაღლა მიისწრაფვის" (იობ. 5;7). მოციქული პავლე გვასწავლის: "მრავლითა ჭირითა ჯერ-არს ჩუენდა შესვლაი სასუფეველსა ღმრთისასა (საქმე 4;22)".
/კ.ვ. ზორინი, "გნებავს რაითა განიკურნო?" გვ. 37/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 11 2023, 07:43 PM
პოსტი
#22
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ერთი გოგონა ექიმთან მივიდა და ექიმმა მას ჰორმონები მისცა. მე მას ვეუბნები:
- ჩემო გოგონა, ნუ დალევ ამას! მე არ ვარ ექიმი, არ მინდა ჩემი პასუხისმგებლობით იმოქმედო, თუმცა ვხვდები, რომ არ უნდა დალიო. კარგი იქნება, რომ თუნდაც ენდოკრინოლოგთან მიხვიდე. შენი პრობლემა დარდისგან მოდის და, მეტწილად, ენდოკრინოლოგის საქმეა. - ნამდვილად ასეა. ბევრი მწუხარება გამოვიარე. - ასეც არის! დამშვიდდი, დაწყნარდი, აღსარება თქვი, ეზიარე და ყველაფერი მოგვარდება. ის ერთ-ერთ ენდოკრინოლოგთან მივიდა და თავისი გასაჭირი უამბო. - აპ-აპ-აპ! არავითარ შემთხვევაში არ მიიღო ეს წამლები! გადააგდე, თორემ დიდ ზიანს მოგაყენებს, - უთხრა ექიმმა. შემდეგ იმ გოგონამ ტელეფონზე დამირეკა: - რაც შენ მითხარი, ექიმმაც იგივე მითხრა. მაშ, ხედავთ, რა ხდება? ხოლო აღსარებითა და ზიარებით ბევრი ადამიანი განიკურნა" /წმ. პორფირი კავსოკალიველი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 02:37 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი