კ ი ბ ო |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კ ი ბ ო |
marine |
Dec 4 2018, 10:14 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მამა პორფირე კავსოკალიველი ამბობდა: ვმადლობ ღმერთს, რომელმაც ბევრი სნეულება მიბოძა. ხშირად ვეუბნები მას: "ქრისტე ჩემო, შენი სიყვარული უსაზღვროა!" ის, რასაც ვხედავ, სასწაულია. ჩემს სნეულებათა შორის კიბოც არის - ჰიპოფიზის კიბო მაქვს. იქ გაჩენილი სიმსივნე მხედველობის ნერვს აწვება და უკვე ვეღარ ვხედავ.
ტკივილი უფრო და უფრო მძაფრდება, მაგრამ ვლოცულობ, მოთმინებით ავიღე ქრისტეს ჯვარი. ენა გამეზარდა. ადრე ასეთი არ იყო. ესეც კიბოსგანაა, რომელიც თავში მაქვს. რაც დრო გადის, მდგომარეობა უარესდება. ის გაიზრდება და საუბარი გამიჭირდება. ძალზე ძლიერია ეს ტკივილი, ვიტანჯები, მაგრამ ჩემი ავადმყოფობა მშვენიერია. მე მას ვიღებ, როგორც ქრისტეს სიყვარულს. გული მემუსრება და ვმადლობ ღმერთს. ეს ჩემი ცოდვების გამოა. ცოდვილი ვარ და ღმერთი ჩემს განწმენდას ცდილობს. როცა 16 წლის ვიყავი, ღმერთს მძიმე სნეულება ვთხოვე, კიბო, რათა მისი სიყვარულისთვის მეტანჯა და განმედიდებინა იგი ტანჯვისას. დიდხანს ვლოცულობდი ასე. მოძღვარმა მითხრა, ეს ეგოიზმია და ღმერთს ამგვარად არ უნდა აიძულებდეო. ღმერთმა იცის, რაც უნდა გააკეთოს. ამგვარად ლოცვა შევწყვიტე. მაგრამ ღმერთმა არ დაივიწყა ჩემი თხოვნა და ამდენი წლის მერე ამგვარი ქველმოქმედება გამოიჩინა ჩემზე! ღმერთს არ ვთხოვ იმის აღებას, რისი მოცემაც ვთხოვე. მახარებს ის, რაც მაქვს და რომ ჩემი დიდი სიყვარულით ვეზიარები უფლის ვნებებს. ღმერთი აღმზრდის მე, "რამეთუ რომელი უყუარნ უფალსა, სწავლის; და ტანჯის" (ებრაელთა 12,6). ჩემი სნეულება განსაკუთრებული კეთილმოწყალებაა ღვთისა, რომელიც მომიწოდებს, მისი სიყვარულის საიდუმლოში შევიდე და უფლის მადლის დახმარებით ვეცდები, ვუპასუხო ამ სიყვარულს." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 13 2023, 01:20 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ვმადლობ ღმერთს, რომ მრავალი სნეულება მარგუნა [წმ. პორფირის ჰქონდა შემდეგი სნეულებები: მიოკარდის ემფრაგმა, თირკმელების ქრონიკული უკმარისობა, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული (კუჭში ხშირი სისხდენით), კატარაქტი (ოპერაციის შემდეგ ამოუღეს ლინზები და დაბრმავდა), ჰერპესი სახეზე, სტაფილოკოკური დერმატიტი ხელზე, საზარდულის თიაქარი, ქრონიკული ბრონქიტი, ჰიპოფიზის ადენომა თავის ქალაზე]. ხშირად ვეუბნები: "ღმერთო ჩემო, შენს სიყვარულს საზღვარი არა აქვს!" სასწაულია, როგორ ვცოცხლობ. სხვა მრავალ სნეულებასთან ერთად, მაქვს კიდევ კიბო ჰიპოფიზზე. იქ სიმსივნე წარმოიქმნა, რომელიც იზრდება და ოპტიკურ ნერვს აწვება. ამიტომ უკვე ვეღარ ვხედავ. საშინელი ტკივილები მაქვს. ვლოცულობ, და თან მოთმინებით ვატარებ ქრისტეს ჯვარს. ხედავთ, რა მდგომარეობაშია ჩემი ენა? გაზრდილია, აღარ არის უწინდებურად. ესეც თავის კიბოსგან არის გამოწვეული. რაც დრო გადის, უფრო უარესად ვიქნები. კიდევ გაიზრდება და ლაპარაკიც გამიჭირდება. ძალიან მტკივა, ვიტანჯები, მაგრამ ძალიან მშვენიერია ჩემი ავადმყოფობა. შევიგრძნობ მას, როგორც ქრისტეს სიყვარულის გამოვლინებას. ლმობიერება მეუფლება და ღვთის მადლიერი ვარ. ამის მიზეზი ჩემი ცოდვებია. ცოდვილი ვარ და ღმერთი ჩემს განწმენდას ცდილობს.
როდესაც თექვსმეტი წლის ვიყავი, ღმერთს ვევედრებოდი, რომ ჩემთვის მძიმე ავადმყოფობა, მაგალითად, კიბო მოევლინა, რათა მტკენოდა მისი სიყვარულისთვის და ამ ტკივილებით მისი სახელი მედიდებინა. დიდხანს ვლოცულობდი ამისთვის, მაგრამ ჩემმა მოძღვარმა მითხრა, რომ ეს ეგოიზმია და ასე ღმერთს ვაიძულებ. ღმერთმა კარგად უწყის, რა უნდა ქნას. ასე შევწყვიტე ლოცვა. თუმცა ნახეთ, ღმერთმა არ დაივიწყა ჩემი თხოვნა და ამდენი წლის შემდეგ მოწყალებით გადმომხედა! ახლა აღარ ვევედრები ღმერთს წაიღოს ის, რაც ვითხოვე. მიხარია, რომ სნეულებები მაქვს, რათა ჩემი ღვთისადმი დიდი სიყვარულის გამო მისი ვნებების თანაზიარი გავხდე" /წმ. პორფირი კავსოკალიველი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 01:37 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი