მგალობლობა _ დიდი პასუხისმგებლობა, მგალობლის მოვალეობები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მგალობლობა _ დიდი პასუხისმგებლობა, მგალობლის მოვალეობები |
ნანინა |
Oct 3 2009, 12:05 AM
პოსტი
#1
|
სოფო ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 |
ხშირად მიფიქრია ამ საკითხზე და რაგდან შესაბამისი თემა ვერ ვნახე, გადავწყვიტე გამეხსნა.
მგალობლობა, ისევე როგორც ნებისმიერი სახის ღვთისმსახურება დიდი პასუხისმგებლობაა. ეკლესიის მსახური, მათ შორის მგალობელიც, ხშირად ექცევა მრევლის ყურადღების ცენტრში. რით გამოირჩევიან მგალობლები ჩვეულებრივი მრევლის წევრებისგან და რა დამატებითი მოვალეობები აქვთ მათ მრევლის სხვა წევრებისაგან განსხვავებით? ვისაუბროთ ამ თემაზე, მგონი პრაქტიკოსი მგალობლებისათვის საინტერესო იქნება გალობა პირველ რიგში ლოცვის ერთ-ერთი სახეობაა. გალობა მრევლს ლოცვით განწყობას უნდა უქმნიდეს, ეს კი მგალობლებზეა დამოკიდებული. სამწუხაროდ ხშირად ვერ ვახერხებთ ამას და უგულოდ ვგალობთ ხანდახან კი უბრალოდ იმდენად ვეჩვევით, რომ ეს პროფესია გვგონია და ვერც კი ვაცნობიერებთ, რომ უფალს ვემსახურებით ვისაუბროთ ამ პრობლემაზე, პრაქტიკოსი მგალობლების აზრი ძალიან დამეხმარება.. გარდა ამისა, თუ შეგიძლიათ მოიყვანეთ მაგალითები მგალობლის უფლება-მოვალეობებზე. პირველ რიგში რა თქმა უნდა სულიერება მოგვეთხოვება, რასაც სამწუხაროდ ვერ ვასრულებთ მოკლედ, ვისაუბროთ ამ თემებზე და იმედია იაქტიურებთ P.S. კანონისტს ან ვინმე სხვა კომპეტენტურ ადამიანს თუ შეუძლია დაწეროს ეკლესიის მიერ მგალობლისადმი მინიჭებული უფლებება-მოვალეობები, ძალიან გამეხარდება -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
marine |
Sep 13 2023, 01:54 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მაგრამ თუ მგალობელი ხარ და არ გაქვს ღვთის სული, მოდის ეგოიზმის განსაცდელი და განადგურებს. აღარ მოდის ის სიხარული და შვება, რაც ზემოთ ვახსენე. ნაცვლად ამისა მოდის ეგოისტური აშლილობა. მაშინ, როცა ამ წმინდა საქმემ - გალობამ უნდა დაგამშვიდოს და ჰარმონია მოგანიჭოს. გალობის დროს არ უნდა იფიქრო პიროვნებებზე. მთელი ყურადღება გალობის რიტმზე უნდა გქონდეს. ბევრი დაღუპა ამგვარმა გალობამ. ბევრი ადამიანი დასნეულდა ამპარტავნებით.
იქ, უდაბნოში, ჩემს ბერებს არ უთქვამთ ჩემთვის, გალობა ისწავლეო. მე კი მინდოდა, მაგრამ ვერ შევიძინე ეს ცოდნა. უდაბნოში შეგიძლია, თავისუფლად იგალობო, რადგან გავლენის ქვეშ არ ექცევი. ხოლო როცა ეკლესიაში მიდიხარ, მთელი მრევლი გყავს გონებაში; შეიძლება შენს ხატებს უყურებდე, მაგრამ ისეთი განცდა გქონდეს, რომ ყველა შენ გისმენს და ეგოიზმით გაიბერო. ხშირად ხდება, რომ მგალობელი ვერ ახერხებს ნაწარმოების შესრულებას, რადგან ეგოიზმი უშლის ხელს. შეიძლება გონება გაექცეს, ბევრი რამ შეიძლება დაემართოს. თქვენ იტყვით: "თუ ასეა, თავი ავარიდოთ გალობას, რადგან განსაცდელში გვაგდებს". არა. ვისწავლოთ გალობა, რათა ამით ქრისტესმიერი სული შევიძინოთ" /წმ. პორფირი კავსოკალიველი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 11:42 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი