ავადმყოფობა - სულიერი ზრდის სტიმული |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ავადმყოფობა - სულიერი ზრდის სტიმული |
marine |
May 10 2022, 09:16 PM
პოსტი
#21
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მძიმე სნეულება, საღვთისმეტყველო შეხედულებით, ცვლის ცხოვრებისეულ მწუხარებასაც და ასკეტურ მოღვაწეობასაც. ის ეხმარება "მგლოვარეთა გულითა" რომ ნუგეში მოიხვეჭონ. ამიტომ სხეულისა და სულის ტანჯვა სულიერი სრულყოფის და იმ ნეტარ რეალობასთან დაბრუნების ერთ-ერთი შესაძლებლობაა, რომლის სახელიც ღმერთია. გავიხსენოთ მართალი იობის წიგნი: "ადამიანი სატანჯველად იბადება და ნაპეწკლებივით მაღლა მიისწრაფვის" (იობ. 5;7). მოციქული პავლე გვასწავლის: "მრავლითა ჭირითა ჯერ-არს ჩუენდა შესვლაი სასუფეველსა ღმრთისასა (საქმე 4;22)".
/კ.ვ. ზორინი, "გნებავს რაითა განიკურნო?" გვ. 37/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 14 2023, 02:27 PM
პოსტი
#22
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ყველაზე სრულყოფილი რამ იქნება, არ ვილოცოთ ჩვენი ჯანმრთელობისთვის. იმისთვის კი არ ვილოცოთ, რომ კარგად გავხდეთ, არამედ იმისთვის, რომ კარგები გავხდეთ. მეც ამას ვუსურვებ საკუთარ თავს. გაიგეთ? კარგები არა იმ გაგებით, რომ "გავხდეთ ასეთი და ასეთი, ამას და ამას მივაღწიოთ", არამედ მოვიპოვოთ საღვთო მოშურნეობა; მივენდოთ ღვთის სიყვარულს; უფრო მეტად, ჩვენი სულისთვის ვილოცოთ. ჩვენი სული კი, ყველა ჩვენს თანამოძმესა და ქრისტესმიერ ძმებთან ერთად, უნდა შევიგრძნოთ ეკლესიის წიაღში, რომლის თავი არის ქრისტე.
მეც აღვაპყრობ ხელებს და ყველასთვის ვლოცულობ. როდესაც ვეზიარები, ბარძიმის წინ ვხსნი ჩემს სულს, რათა უფალი მიიღოს, თავს დაბლა ვხრი და ვლოცულობ თითოეული თქვენგანისთვის, მთელი ეკლესიისთვის. თქვენც ასე გააკეთეთ. მიხვდით? ნუ ილოცებთ თქვენი ჯანმრთელობისთვის. ნუ იტყვით: "უფალო, კარგად გამხადე". არა! არამედ "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე", უანგაროდ, სიყვარულით, ყოველგვარი მოლოდინის გარეშე. "უფალო, რასაც შენი სიყვარული ინებებს..." ამიერიდან მხოლოდ ასე იღვაწეთ, გეყვარებათ რა ქრისტე და თქვენი მოყვასი. შეიყვარეთ ქრისტე, გახდით წმინდანები. მხოლოდ ქრისტესთან მეგობრობას დაეშურეთ, მხოლოდ მის სიყვარულთან, საღვთო ტრფიალებასთან" /წმ. პორფირი კავსოკალიველი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 01:13 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი