წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები |
marine |
Aug 15 2018, 06:48 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დიაკვანმა სპირიდონმა სოფელ კაპუჩოდან (ლუმუმბაშის რაიონი, კატანგის პროვინცია, კონგო) მოგვითხრო: "ეს მოხდა 1998 წელს. ჩვენს სოფელში წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხატი მივაბრძანე და ეზოში აღვმართე. იმ დღეს გარეთ არ გამოვსულვარ. ერთი ქალი სხვებთან ერთად მინდვრისკენ გაემართა სამუშაოდ.
ხატი რომ დაინახა, დაცინვით თქვა: - ეს ვინ არის?! ყაჩაღს ჰგავს! შეხედეთ მის მახინჯ სახეს! სხვებმა, თუმცა მართლმადიდებელი ქრისტიანები არ იყვნენ, უთხრეს: - ნუ შეურაცხყოფ იმ წმინდანს, რომლის ხატიც მოიტანა მამა სპირიდონმაო! მაგრამ არ დაუჯერა და წმინდა ნიკოლოზის ლანძღვა განაგრძო. ღამე ძილში მას ლამაზი სამოსით მოსილი, ჭაღარა ბერიკაცი გამოეცხადა და უსაყვედურა: - რისთვის გამლანძღეო. არ გამილანძღიხარო, - უპასუხა ქალმა. მაშინ წმინდანმა უთხრა: - მე ის ვარ, ვინც შენ გუშინ შეურაცხყავი. ხომ ხედავ, გამოგეცხადე, შენ კი გუშინდელივით უხეშად მექცევიო. ქალი მის წინ მუხლებზე დაეცა: - ჰოი, წმინდანო, მაპატიე, აღარ გაგაბრაზებ! გაფრთხილდი, მეტად აღარ დამცინოო, - უთხრა წმინდანმა და უჩინო შეიქმნა. ქალი მეორე დღეს მამა სპირიდონთან მივიდა და შენდობა სთხოვა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 17 2023, 03:08 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ეს ისტორია მე მოვისმინე 70-იან წლებში ორი სხვადასხვა ადამიანისგან, რომლებიც არ იცნობდნენ ერთმანეთს: ერთი იყო სამოქალაქო ავიაციის მფრინავი ალექსეი, მეორე კი მღვდელი.
მფრინავის მონაყოლი: "ჩვენ მივფრინავდით კურსით. უცაბედად ჩვენს წინ აღიმართა გრანდიოზული ღრუბელი. მისი გვერდის შემოვლა არაფრით შეიძლებოდა - ზუსტი მარშრუტი გვქონდა განსაზღვრული. და აი - არ დაიჯერებთ - ღრუბლებში გამოჩნდა ხუცესი თეთრი წვერით, სამღვდელო შესამოსლით, ცოცხით ხელში. საერთო ჯამში ის ჰგავდა წმიდა ნიკოლოზს. შემდგომ ხატები რომ დავათვალიერე მხოლოდ წმიდა ნიკოლოზის მსგავსი იყო. ამ ხუცესმა ცოცხით დაიწყო წრიული მოძრაობების გაკეთება, თითქოს დაგავა ღრუბლები და გაასუფთავა ჩვენი გზა, ღრუბლებში თითქოს გვირაბი გაიყვანა. და მართლაც - ღრუბლებში გაჩნდა დიდი არხი და ჩვენ გავიარეთ მასში, ღრუბლებს მიღმა. მეორე მხარეს კი, ღრუბლებს მიღმა, ანათებდა მზე. ეს თითქოს ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ჩვენ დაგვეხმარა წმ. ნიკოლოზი. და მთელი ეკიპაჟი ხედავდა მას. შემდგომ ჩვენ მუდმივად ვიხსენებდით ამ შემთხვევას და ძალიან გვიკვირდა" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 02:01 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი