ნეტარი დედა მატრონა მოსკოველი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ნეტარი დედა მატრონა მოსკოველი |
marine |
May 13 2022, 12:47 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ერთ ჩემს ნაცნობს (ჩემი ძველი ხელმძღვანელი ნატალია ვ.) მანქანა დაეჯახა. მან თეძო მოიტეხა. როცა ეს გავიგე, დავღონდი და იმ ქალს, ვინც ეს მაცნობა, ვუთხარით: "თქვენ წადით და მოინახულეთ ის, მე კი ეკლესიაში ვილოცებ და მატრონასთანაც მივალ". ასეც მოვიქეცით. ოპერაციის დღეს სერაფიმე საროველის ნაწილთა აღმოყვანების დღესასწაულზე - 1 აგვისტოს მე გადავეცი მოსახსენებელი ნატალიას გამოჯანმრთელებისთვის, ვილოცე სერაფიმე საროველის წინაშე და შემდეგ მატრონას საფლავზე მივედი. მე მთელი გულით ვწუხდი ამ ქალის გამო და ვთხოვე, მატრონას ელოცა, რომ ოპერაციას შედეგიანად ჩაევლო. შემდეგ დამირეკეს და მითხრეს, რომ ოპერაცია მეტად ადვილად და სრულიად უსისხლოდ დამთავრდა, თუმცა ჭრილობა მეტად დიდი იყო - ბარძაყიდან მუხლამდე. ექიმები გაოგნებულები იყვნენ. ოპერაციის შემდეგ ექიმები და მოწყალების დები პალატაში შევიდნენ. ის არანაირ ტკივილს არ გრძნობდა, იწვა და იღიმებოდა: "ვინ ილოცა ჩემთვის, რომ ასე კარგად და მსუბუქად ვარ?.." როცა ეს მოვისმინე, სიხარულით ავტირდი და ვთქვი: "ეს მატრონა ლოცულობდა მისთვის". კანდელი ავანთე და მაშინათვე სამადლობელი წარმოვთქვი მატრონას წინაშე, მისი ლოცვის და შუამდგომლობისთვის, რომლის ღირსიც ჩვენ - ცოდვილები გავხდით".
/ლუბა, მოსკოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 20 2023, 08:34 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მე მინდა დავამოწმო სასწაულები, რომლებიც მოხდა წმ. მატრონას ლოცვებით.
პირველი სასწაული მოხდა დაახლოებით 5 წლის წინ. ჩემი შვილი ნარკოტიკებს იღებდა, ტაბლეტებს... და აი, მე მორიგ ჯერზე, საშობაოდ გავემგზავრე მატრონუშკასთან პოკროვსკის მონასტერში, მოვილოცე მისი წმ. ნაწილები, მისი ხატი: ვთოხვდი ჩემი შვილის განკურნებას ამ საშინელი სენისგან; და პრაქტიკულად, მეორე დღეს მოხდა გარდატეხა - მან შეწყვიტა ნარკოტილების მიღება და არ ეკარება ამ საშინელებას დღემდე. მეორე სასწაული მოხდა 2019 წლის 7 ივნისს. მანამდე მე ნახევარი წლის მანძილზე ვკითხულობდი წმ. მატრონას დაუჯდომელს ხუთშაბათობით. შემდგომ, 6 ივნისს მე გავემგზავრე მატრონუშკასთან, მის წმ. ნაწილებთან პოკროვსკის მონასტერში (მე მტკიოდა ფეხები მუხლის სახსარში). წმინდანთან მივაღწიე ჯოხით, უფლის შეწევნით. მანამდე სრულებით გაუცნობიერებლად, არც კი ვიცი რატომ, აივნიდან გავიტანე ბენზოხერხი, რომელიც იქ ბენზინთან ერთად 2 წელი იდგა - და ტაქსით ქალიშვილთან მივიტანე. და აი, 7 ივნისს მივდიოდი სახლში და დამირეკა ჩემმა ვაჟმა, რომელმაც მითხრა: - ჩვენი ბინის ქვემოთ ბინაში ხანძარიაო. 10 წუთში ვიყავი სახლში. შვილს ვუთხარი, რომ აეღო ფული და გამოქცეულიყო ქუჩაში. როცა მივედი, სახლს უვკე მეხანძრეები ესეოდნენ. სადარბაზოში არ შემიშვეს. ჩემი ვაჟი არ ჩანდა; ყველაფერი კვამლში იყო გახვეული. ცეცხლის ალი მე-7 სართულიდან 3 მეტრით იყო აწეული. ის მე-8 სართულს სწვდებოდა. ჩემი ბინა მე-9 სართულზეა. მეხანძრეები ქუჩიდან აქრობდნენ ცეცხლს. მათ ჩემი ვაჟი გამოიყვანეს. როცა ხანძარი ჩააქრეს და ჩვენ ბინაში შევედით, დავინახე, რომ ჩვენი აივანი სრულებით გადაბუგული, ორი ფანჯარა კი ჩამსხვრეული იყო; აფეთქდა კონდიციონერი... უფალმა შეგვიწყალა - ვაჟი გადარჩა, კატებიც უვნებლები არიან... მე რომ არ გამეტანა ბენზოხერხი, აფეთქდებოდა მთელი სართული და დაიწვებოდა ყველაფერი. მე-7 სართული სრულებით განადგურდა, მე-8 ოდნავ ნაკლებად, მაგრამ ბინის პატრონი რეანიმაციაში მოხვდა... ჩვენ მატრონუშკამ გადაგვარჩინა! ვმადლობ ყოვლადმოწყალე უფალს, დედას ღვთისას, მატრონუშკას და ყველა წმინდანს, რომლებიც ლოცულობდნენ ჩემთვის და ჩემი ვაჟისთვის!" /ელენა ევდოკიმოვა, ქ. მოსკოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 03:18 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი