ფრიდონ გელაშვილი პოეზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფრიდონ გელაშვილი პოეზია |
marine |
Mar 25 2008, 03:03 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
გადავწყვიტე ეს თემა გამეხსნა და თქვენთვის გამეცნო მამაჩემის, ფრიდონ გელაშვილის, მოკრძალებული პოეზია. მამა ჭეშმარიტი ქართველი იყო და მისი ლექსები შესაბამისად მისივე „სულის ისტორიაა“.
ლექსების კრებული „დაუთოვია ფიქრის კალთებზე“ გარდაცვალების შემდეგ გამოვეცით. ლექსებს ეტაპობრივად განვათავსებ: ქარტის წმინდა გიორგის ეკლესიას ნეტავი ვისი კურთხეული მარჯვენა გთლიდა, აქ ვინ მოვიდა, ვინ იღვაწა შენდა საშენად. პირველი ჩრდილი სად დაეცა, რომელი მხრიდან, ვინ იყო იგი, ვისაც ერგო შენთან დარჩენა. ცას მიბჯენილი ჩაკირულა კედლები შენი, ქორბუდა ირმის რქებს მაგონებს მთვარენაბურთალს, მტკვრის ხევის ვიწროს გადმოყურებს ჩუქურთმა შენი, ღმერთმა ძლიერმა უკვდავი ჰყო, ვინც შენ გაკურთხა. კვლავ ილანდება სვეტზე ფრესკა წმინდა გიორგის, ხშირი ამბორით გაუცრიცა მას სახე მთვარემ, ქაშუეთსა და ქარტას შორის ღმერთი მიმოდის, სხივებით რეკავს შენს გუმბათზე სიცოცხლის ზარებს. ნეტავი ვისი კურთხეული მარჯვენა თლიდა ფოთოლჩაკირულ ლოდებს მთაზე შენს ასაშენად, პირველი მტრედი სად დაფრინდა, რომელი მხრიდან, ვინ იყო იგი, ვის წილად ხვდა შენთან დარჩენა. * * * ჩემი გვარი და სახელი გამოგონილი როდია, - გელაშვილები ამ ქვეყნად თვით გელათიდან მოდიან! მოდიან ულაყ ცხენებზე ამხედრებულნი, ქებულნი... სხვა კრძალვა მახლავს, რადგანაც გვარით ვარ მირონცხებული. * * * ვგავართ ნატერფალს, კენჭნარევ პლაჟზე შხაპუნა წვიმა უმალ რომ წაშლის. ვციმციმებთ წამით ამ ქვეყანაზე და მერე უმალ მივფრინავთ ცაში. * * * ადამიანი ცოდვას ფანტავს ხნულში მარცვლებად, წუთისოფელში ჩვენ მას ვზიდავთ ჩვენივე თავით... თუ არ შევჩერდით, თავისთავად ცოდვა არ ცვდება... პირიქით, იგი ვითარდება, ხარობს და ჰყვავის. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Oct 1 2023, 07:20 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ჩვენი ოჯახის და ყველა ხაშურელის სასიხარულოდ, ბატონმა მურად მთვარელიძემ გამოსცა წიგნი „ხაშურის ლიტერატურული ენციკლოპედია“, რომელშიც შესულია პაპა - ნიკოლოზ გელაშვილი, მამა - ფრიდონ გელაშვილი, ჩემი და - თიკა და მე. ამა წლის 28 სექტემბერს ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გაიმართა წიგნის წარდგინება და პოეზიის საღამო. მადლობა ბატონ მურად მთვარელიძეს ჩვენი ოჯახის ასე დაფასებისთვის.
ფრიდონ გელაშვილი დაიბადა 1940 წელს, ხაშურის რაიონის სოფელ სარტყელაში, გლეხი-პოეტის ნიკოლოზ გელაშვილის მრავალშვილიან ოჯახში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მიიღო საფუძვლიანი უმაღლესი განათლება სოფლის მეურნეობის მიმართულებით. დაცული ჰქონდა საკანდიდატო დისერტაცია. წლების მანძილზე მუშაობდა სოფელ ახალსოფლის კოლმეურნეობაში აგრონომად, აგარის მეურნეობის მთავარ აგრონომად, ხაშურის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროსად, აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილედ. არის 50-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 2 მონოგრაფიის ავტორი, მინიჭებული ჰქონდა რესპუბლიკის დამსახურებული აგრონომის წოდება. პოეტი მამის მრავალშვილიან ოჯახში გაზრდილი, ლექსებს ბავშვობიდან წერდა, მისი პოეზია აგრძელებს ტრადიციებს, რასაც გელაშვილების ჯალაბმრავალ ოჯახში მისმა მამამ ჩაუყაროს საფუძველი. ესაა სამშობლოს სიყვარული, ჰუმანიზმი, ადამიანის მოვალეობა, კაცობის საზომი... ფრიდონ გელაშვილის ლექსი „გიორგი სააკაძე“ შეტანილია წიგნში „პაატას მხრებზე დაკლული სიცოცხლე“. პოეტის სულის მოძრაობას კარგად გამოხატავს ეს სტრიქონები: „გაფრინდნენ ჩემი ბუდის მერცხლები, სახლის კუნჭულშიც კარგად ვეტევი, და იმ ნატვრისთვალს, მე რომ ვეძებდი, სხვები ეძებენ თავგამეტებით“. გარდაიცვალა 1995 წელს, დაკრძალულია ხაშურში, ზემო სერის სასაფლაოზე. ბიბლიოგრაფია: ფრიდონ გელაშვილი, „დაუთოვია ფიქრის კალთებზე“, თბ. 2000წ. ლიტერატურა: გაზ. „ხაშურის მოამბე“, 1995 , 1-21 მარტი, N3 -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 08:03 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი