სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| marine |
Mar 25 2008, 03:03 PM
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,018 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
გადავწყვიტე ეს თემა გამეხსნა და თქვენთვის გამეცნო მამაჩემის, ფრიდონ გელაშვილის, მოკრძალებული პოეზია. მამა ჭეშმარიტი ქართველი იყო და მისი ლექსები შესაბამისად მისივე „სულის ისტორიაა“.
ლექსების კრებული „დაუთოვია ფიქრის კალთებზე“ გარდაცვალების შემდეგ გამოვეცით. ლექსებს ეტაპობრივად განვათავსებ: ქარტის წმინდა გიორგის ეკლესიას ნეტავი ვისი კურთხეული მარჯვენა გთლიდა, აქ ვინ მოვიდა, ვინ იღვაწა შენდა საშენად. პირველი ჩრდილი სად დაეცა, რომელი მხრიდან, ვინ იყო იგი, ვისაც ერგო შენთან დარჩენა. ცას მიბჯენილი ჩაკირულა კედლები შენი, ქორბუდა ირმის რქებს მაგონებს მთვარენაბურთალს, მტკვრის ხევის ვიწროს გადმოყურებს ჩუქურთმა შენი, ღმერთმა ძლიერმა უკვდავი ჰყო, ვინც შენ გაკურთხა. კვლავ ილანდება სვეტზე ფრესკა წმინდა გიორგის, ხშირი ამბორით გაუცრიცა მას სახე მთვარემ, ქაშუეთსა და ქარტას შორის ღმერთი მიმოდის, სხივებით რეკავს შენს გუმბათზე სიცოცხლის ზარებს. ნეტავი ვისი კურთხეული მარჯვენა თლიდა ფოთოლჩაკირულ ლოდებს მთაზე შენს ასაშენად, პირველი მტრედი სად დაფრინდა, რომელი მხრიდან, ვინ იყო იგი, ვის წილად ხვდა შენთან დარჩენა. * * * ჩემი გვარი და სახელი გამოგონილი როდია, - გელაშვილები ამ ქვეყნად თვით გელათიდან მოდიან! მოდიან ულაყ ცხენებზე ამხედრებულნი, ქებულნი... სხვა კრძალვა მახლავს, რადგანაც გვარით ვარ მირონცხებული. * * * ვგავართ ნატერფალს, კენჭნარევ პლაჟზე შხაპუნა წვიმა უმალ რომ წაშლის. ვციმციმებთ წამით ამ ქვეყანაზე და მერე უმალ მივფრინავთ ცაში. * * * ადამიანი ცოდვას ფანტავს ხნულში მარცვლებად, წუთისოფელში ჩვენ მას ვზიდავთ ჩვენივე თავით... თუ არ შევჩერდით, თავისთავად ცოდვა არ ცვდება... პირიქით, იგი ვითარდება, ხარობს და ჰყვავის. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
| marine |
Oct 1 2023, 07:20 PM
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,018 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ჩვენი ოჯახის და ყველა ხაშურელის სასიხარულოდ, ბატონმა მურად მთვარელიძემ გამოსცა წიგნი „ხაშურის ლიტერატურული ენციკლოპედია“, რომელშიც შესულია პაპა - ნიკოლოზ გელაშვილი, მამა - ფრიდონ გელაშვილი, ჩემი და - თიკა და მე. ამა წლის 28 სექტემბერს ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გაიმართა წიგნის წარდგინება და პოეზიის საღამო. მადლობა ბატონ მურად მთვარელიძეს ჩვენი ოჯახის ასე დაფასებისთვის.
ფრიდონ გელაშვილი დაიბადა 1940 წელს, ხაშურის რაიონის სოფელ სარტყელაში, გლეხი-პოეტის ნიკოლოზ გელაშვილის მრავალშვილიან ოჯახში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მიიღო საფუძვლიანი უმაღლესი განათლება სოფლის მეურნეობის მიმართულებით. დაცული ჰქონდა საკანდიდატო დისერტაცია. წლების მანძილზე მუშაობდა სოფელ ახალსოფლის კოლმეურნეობაში აგრონომად, აგარის მეურნეობის მთავარ აგრონომად, ხაშურის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროსად, აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილედ. არის 50-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 2 მონოგრაფიის ავტორი, მინიჭებული ჰქონდა რესპუბლიკის დამსახურებული აგრონომის წოდება. პოეტი მამის მრავალშვილიან ოჯახში გაზრდილი, ლექსებს ბავშვობიდან წერდა, მისი პოეზია აგრძელებს ტრადიციებს, რასაც გელაშვილების ჯალაბმრავალ ოჯახში მისმა მამამ ჩაუყაროს საფუძველი. ესაა სამშობლოს სიყვარული, ჰუმანიზმი, ადამიანის მოვალეობა, კაცობის საზომი... ფრიდონ გელაშვილის ლექსი „გიორგი სააკაძე“ შეტანილია წიგნში „პაატას მხრებზე დაკლული სიცოცხლე“. პოეტის სულის მოძრაობას კარგად გამოხატავს ეს სტრიქონები: „გაფრინდნენ ჩემი ბუდის მერცხლები, სახლის კუნჭულშიც კარგად ვეტევი, და იმ ნატვრისთვალს, მე რომ ვეძებდი, სხვები ეძებენ თავგამეტებით“. გარდაიცვალა 1995 წელს, დაკრძალულია ხაშურში, ზემო სერის სასაფლაოზე. ბიბლიოგრაფია: ფრიდონ გელაშვილი, „დაუთოვია ფიქრის კალთებზე“, თბ. 2000წ. ლიტერატურა: გაზ. „ხაშურის მოამბე“, 1995 , 1-21 მარტი, N3 -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine ფრიდონ გელაშვილი პოეზია Mar 25 2008, 03:03 PM
marine * * *
შეგრაცხავს ხალხ... Mar 25 2008, 03:20 PM
ნათია
* * *
შეგრაცხავს ხალ... Mar 25 2008, 03:25 PM
marine
შესანიშნავია! არ ... Mar 25 2008, 03:29 PM
ნათია marine
შენი ლექსებიც დ... Mar 25 2008, 03:29 PM
marine
[b]marine
შენი ლექსებიც ... Mar 25 2008, 03:41 PM
tiko282
:მპუა:
ეს ლექსი მამ... Mar 25 2008, 04:44 PM

marine
მშვენიერი ლექსები... Mar 25 2008, 04:48 PM

tiko282
მადლობა, თიკუნა :wub: ... Mar 25 2008, 04:52 PM

marine
ესეც მშვენიერია :... Mar 25 2008, 04:53 PM

tiko282
შენ ხარ მშვენიერი, ... Mar 25 2008, 05:00 PM
მხევალი ნინო
:მპუა:
ეს ლექსი მამ... Mar 27 2008, 10:38 AM
marine
რა ლამაზი ლექსია
... Mar 27 2008, 10:51 AM
marine * * *
ძნელია სული გაქ... Mar 25 2008, 04:22 PM
marine tiko282
:მპუა: :მპუა: გვი... Mar 26 2008, 10:32 AM
marine დაუთოვია ფიქრის კა... Mar 26 2008, 12:10 PM
marine * * *
დღეს, სამწუხარო... Mar 27 2008, 10:24 AM
_Matasi_ მე მარინეს წიგნის ... Mar 27 2008, 01:46 PM
marine
მე მარინეს წიგნის ... Mar 27 2008, 02:17 PM
k@the
მაკას
ზამთარი ჩვე... Mar 27 2008, 03:22 PM
marine
მერინე დადე რა კიდ... Mar 27 2008, 03:33 PM
tiko282
ახალ ძეობას, ახალ ა... Mar 27 2008, 09:07 PM
marine
ლამაზია ძალიან :rolley... Mar 28 2008, 10:45 AM
marine * * *
შენი შვილი ვარ, ... Mar 28 2008, 11:11 AM
marine მარო მასწავლებელს
... Apr 8 2008, 01:27 PM
marine * * *
გრდემლზე გატეხი... Apr 8 2008, 04:05 PM
tiko282
* * *
გრდემლზე გატეხ... Apr 8 2008, 04:15 PM
marine
მშვენიერია, მომეწ... Apr 8 2008, 04:23 PM
tiko282
მადლობა, თიკუნა :wub: ... Apr 8 2008, 04:34 PM
marine
მეც მომეწონა, მარი ... Apr 8 2008, 04:38 PM
marine მე ხარკად ვუხდი...
ქ... Apr 11 2008, 02:15 PM
ninela მშვენიერი ლექსები... Apr 22 2008, 09:58 PM
arizona ძალიან ლამაზი სიტყ... Apr 23 2008, 10:53 AM
marine
მშვენიერი ლექსები... Apr 23 2008, 11:07 AM
ANELI მაკა საყვარელო ეხლ... Apr 23 2008, 11:10 AM
marine
მაკა საყვარელო ეხ... Apr 23 2008, 11:15 AM
marine ***
ისტორიისთვის სა... May 16 2008, 02:15 PM
marine ***
ო, როგორ მინდა ლე... May 29 2008, 10:42 AM
marine ეს ლექსი მამამ მაშ... Sep 16 2016, 07:49 PM
marine http://s008.radikal.ru/i303/1609/4c/cc9e804640ab.j... Sep 21 2016, 01:25 PM
marine ***
ხანდახან ფიქრი ხ... Oct 1 2016, 09:52 PM
marine http://s018.radikal.ru/i525/1706/f5/16913f70ad24.j... Sep 11 2017, 03:12 PM
marine http://s019.radikal.ru/i644/1710/72/4a761b8fae46.j... Oct 13 2017, 11:16 AM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd November 2025 - 03:28 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი