ძველი ქართული ხელნაწერები, კალიგრაფია, მინიატურა, დეკორი, ყდა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ძველი ქართული ხელნაწერები, კალიგრაფია, მინიატურა, დეკორი, ყდა |
შაკო |
May 15 2007, 12:43 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,102 რეგისტრ.: 1-December 06 წევრი № 617 |
ვანის ოთხთავი XII-XIIIსს-ის მიჯნა -------------------- რავიცი.....რავიცი.....
|
marine |
Oct 5 2023, 08:09 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ძნელბედობისას მტერთაგან დაცულ სვანეთში ხიზნავდნენ საეკლესიო საგანძურს. სვანების სიმტკიცემ და შემართებამ, რწმენამ და სამშობლოს სიყვარულმა მრავალი სიწმინდე გადაარჩინა. განსაკუთრებული ადგილი უკავია ტყავზე შესრულებული ძველი ქართული ხელნაწერების მდიდარ კოლექციას. მათ შორის უძველესია 897 წელს შატბერდში გადაწერილი "ჰადიშის ოთხთავი". ასომთავრულით შესრულებულ ამ წიგნს ულამაზესი მინიატურები ამშვენებს. საინტერესოა ასევე "მესტიის ოთხთავი", რომელიც 1033 წელს არის გადაწერილი ოშკში. იგი ნუსხურით არის შესრულებული და მასაც უნიკალური მინიატურები ამკობს. იქვეა XII საუკუნის "ლაბსყალდის ოთხთავი", ხევის მთავარანგელოზის ეკლესიისთვის XII საუკუნეში იერუსალიმში გადაწერილი "ლაჰილის ოთხთავი". მას ახლავს ანდერძი, სადაც შემწირველი მთავარანგელოზს ავედრებს ხელნაწერს და ეკლესიის მსახურს სთხოვს, ღამით კვამლს ნუ მიუშვებთ და გაუფრთხილდით, რომ არ დაზიანდესო. აქვეა დაცული "ლატალის ლექციონარი" და სხვა იშვიათი ხელნაწერები".
/"კარიბჭე" N10, 2023, გვ.39/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 09:31 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი