კ ი ბ ო |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კ ი ბ ო |
marine |
Dec 4 2018, 10:14 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მამა პორფირე კავსოკალიველი ამბობდა: ვმადლობ ღმერთს, რომელმაც ბევრი სნეულება მიბოძა. ხშირად ვეუბნები მას: "ქრისტე ჩემო, შენი სიყვარული უსაზღვროა!" ის, რასაც ვხედავ, სასწაულია. ჩემს სნეულებათა შორის კიბოც არის - ჰიპოფიზის კიბო მაქვს. იქ გაჩენილი სიმსივნე მხედველობის ნერვს აწვება და უკვე ვეღარ ვხედავ.
ტკივილი უფრო და უფრო მძაფრდება, მაგრამ ვლოცულობ, მოთმინებით ავიღე ქრისტეს ჯვარი. ენა გამეზარდა. ადრე ასეთი არ იყო. ესეც კიბოსგანაა, რომელიც თავში მაქვს. რაც დრო გადის, მდგომარეობა უარესდება. ის გაიზრდება და საუბარი გამიჭირდება. ძალზე ძლიერია ეს ტკივილი, ვიტანჯები, მაგრამ ჩემი ავადმყოფობა მშვენიერია. მე მას ვიღებ, როგორც ქრისტეს სიყვარულს. გული მემუსრება და ვმადლობ ღმერთს. ეს ჩემი ცოდვების გამოა. ცოდვილი ვარ და ღმერთი ჩემს განწმენდას ცდილობს. როცა 16 წლის ვიყავი, ღმერთს მძიმე სნეულება ვთხოვე, კიბო, რათა მისი სიყვარულისთვის მეტანჯა და განმედიდებინა იგი ტანჯვისას. დიდხანს ვლოცულობდი ასე. მოძღვარმა მითხრა, ეს ეგოიზმია და ღმერთს ამგვარად არ უნდა აიძულებდეო. ღმერთმა იცის, რაც უნდა გააკეთოს. ამგვარად ლოცვა შევწყვიტე. მაგრამ ღმერთმა არ დაივიწყა ჩემი თხოვნა და ამდენი წლის მერე ამგვარი ქველმოქმედება გამოიჩინა ჩემზე! ღმერთს არ ვთხოვ იმის აღებას, რისი მოცემაც ვთხოვე. მახარებს ის, რაც მაქვს და რომ ჩემი დიდი სიყვარულით ვეზიარები უფლის ვნებებს. ღმერთი აღმზრდის მე, "რამეთუ რომელი უყუარნ უფალსა, სწავლის; და ტანჯის" (ებრაელთა 12,6). ჩემი სნეულება განსაკუთრებული კეთილმოწყალებაა ღვთისა, რომელიც მომიწოდებს, მისი სიყვარულის საიდუმლოში შევიდე და უფლის მადლის დახმარებით ვეცდები, ვუპასუხო ამ სიყვარულს." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Oct 12 2023, 07:24 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მახსოვს, 1970-იან წლებში ლავრის ბერებს ხელს უშლიდნენ ინდივიდუალურად შვიდგზის ზეთისცხების ჩატარებას - გეყოფათ მხოლოდ დიდ ოთხშაბათსო.
მალე ავად გახდა ლავრასთან ახლოს მცხოვრები ახალგაზრდა გოგონა. ის მუშაობდა საბავშვო დისპანსერის ბუღალტრად. დაწესებულების ეზოში რაღაცას აკეთებდნენ და გათხარეს ორმოები. ის გოგონა გაუფრთხილებლობით შიგ ჩავარდა და დაშავდა. მას რაღაც სიმაგრე გაუჩნდა. ეგონა გაიწოვებოდა, მაგრამ ექიმებმა კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, თანაც მეტასტაზებით... ის მარტო იწვა "ბოტკინის კლინიკაში", დარდობდა და ტიროდა თავის ბედს... უფალო, რატომ? - კითხულობდა ის. და მოულოდნელად თავის პალატაში დაინახა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი: ლიდია, რატომ წუწუნებ? შენ არავის მიუტოვებიხარ, - უთხრა ყოვლადწმინდა დედამ. ექიმებმა მის მკურნალობაზე, როგორც უიმედო მდგომარეობაზე, უარი თქვეს. ის სახლში გაწერეს. ლიდიას მორწმუნე დედა ჰყავდა. მან მაშინათვე მიმართა ლავრის ბერებს, რათა მათ გოგონასთვის შვიდგზის ზეთისცხება ჩაეტარებინათ და ეზიარებინათ. გოგონა ლავრაში მიიყვანეს. ჩაიკეტნენ მიხევსკის ტაძარში, ისე, რომ სინათლე არ აუნთიათ, სინათლის შუქზე ჩაუტარეს შვიდგზის ზეთისცხება. შემდგომ ის სამჯერ ეზიარა და სამსახურში სრულიად ჯანმრთელი დაბრუნდა. როგორ განიკურნე? - ეკითხებოდნენ მას კოლეგები. უფალმა განმკურნა, წმინდა ზიარებამ, - უპასუხა მან. საჭიროა მხოლოდ რმწენა, ლოცვა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გაიგებს, უფალი კი არ დაგვტოვებს". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 04:49 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი