წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები |
marine |
Aug 15 2018, 06:48 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დიაკვანმა სპირიდონმა სოფელ კაპუჩოდან (ლუმუმბაშის რაიონი, კატანგის პროვინცია, კონგო) მოგვითხრო: "ეს მოხდა 1998 წელს. ჩვენს სოფელში წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხატი მივაბრძანე და ეზოში აღვმართე. იმ დღეს გარეთ არ გამოვსულვარ. ერთი ქალი სხვებთან ერთად მინდვრისკენ გაემართა სამუშაოდ.
ხატი რომ დაინახა, დაცინვით თქვა: - ეს ვინ არის?! ყაჩაღს ჰგავს! შეხედეთ მის მახინჯ სახეს! სხვებმა, თუმცა მართლმადიდებელი ქრისტიანები არ იყვნენ, უთხრეს: - ნუ შეურაცხყოფ იმ წმინდანს, რომლის ხატიც მოიტანა მამა სპირიდონმაო! მაგრამ არ დაუჯერა და წმინდა ნიკოლოზის ლანძღვა განაგრძო. ღამე ძილში მას ლამაზი სამოსით მოსილი, ჭაღარა ბერიკაცი გამოეცხადა და უსაყვედურა: - რისთვის გამლანძღეო. არ გამილანძღიხარო, - უპასუხა ქალმა. მაშინ წმინდანმა უთხრა: - მე ის ვარ, ვინც შენ გუშინ შეურაცხყავი. ხომ ხედავ, გამოგეცხადე, შენ კი გუშინდელივით უხეშად მექცევიო. ქალი მის წინ მუხლებზე დაეცა: - ჰოი, წმინდანო, მაპატიე, აღარ გაგაბრაზებ! გაფრთხილდი, მეტად აღარ დამცინოო, - უთხრა წმინდანმა და უჩინო შეიქმნა. ქალი მეორე დღეს მამა სპირიდონთან მივიდა და შენდობა სთხოვა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Oct 12 2023, 09:14 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ეს ისტორია მე მიამბო მძიმე ავადმყოფმა ქალმა:
"29 წლის წინ ჩვენ გავემგზავრეთ ტყეში სოკოსთვის. მე მახლდა 11 წლის ვაჟი, ჩემს მეზობელს კი 11 წლის გოგონა. საღამოვდებოდა. ცა იქუფრებოდა. ჩვენ კი ტყეში გზა აგვერია. ბავშვები დაიღალნენ, მოშივდათ და სციოდათ, გზა კი არსად ჩანდა. ფეხებ ქვეშ ჭაობი იყო, ზემოდან კი - გვაწვიმდა. ვყვიროდით, მაგრამ არავინ გვეხმაურებოდა. ასანთიც არ გვქონდა, რომ სადმე მოფარებულში კოცონი დაგვენთო. და დავიწყე ლოცვა: "წმ. ნიკოლოზ სასწაულთმოქმედო, შეგვიბრალე საწყლები, გადაგვირჩინე დაღუპვას ბავშვები" - ასე ვიდექი ჭაობში მუხლებზე და ვტიროდი. ლოცვის მერე გზა განვაგრძეთ. სოკო უთვალავი იყო. როგორც ჩანს, ღრმად ვიყავით ტყეში შესული. გავედით მდელოზე, ბუჩქებში კი დგას მოხუცი, ჩანს წელს ზემოთ. მე მივაშურე მას: "ბაბუა, გადაგვარჩინე, გაგვიყვანე ადამიანებთან", - ვთხოვე მას. ტონია მაჩერებდა, მე კი კვლავ მივმართე ბაბუას: "ბაბუა, საყვარელო, დაგვეხმარე, გვიჩვენე გზა". მან ხელი ზემოთ აწია და მიგვითითა ერთ ფერდობზე, რომელზეც არ ვიყავით ნამყოფი. ამის შემდგომ ბაბუა გაქრა. ბავშვები შეკრთნენ - იყო ბაბუა და აღარააო. ჩვენ ავცოცდით იმ ფერდობზე, რომელიც მოხუცმა გვიჩვენა. სვენებ-სვენებით ავბობღდით. როგორც კი ფერდობის თავზე აღმოვჩნდით იქიდან სამანქანო გზა დავინახეთ. გვინდოდა ვინმეს გაჩერება, რომ გაგვეგო, საით წავსულიყავით, მაგრამ არავინ გაგვიჩერა. ღამდებოდა, ბოლოს ხის მორით გზა გადავღობეთ და ასე გავაჩერეთ ერთი გაბრაზებული მძღოლი, თუმცა მან გზა გვიჩვენა. დავინახეთ ქოხი, სადაც სინათლე ენთო. დიასახლისმა შეგვიფარა, დაგვაპურა და დაგვაწვინა დასაძინებლად. მისგან გავიგეთ, რომ იმ ჭაობს ლეშაკი ჰქვია და ადგილობრივები მას გვერდს უქცევენ. ლოცვით, წმ. ნიკოლოზის მეოხებით გამოვედით ჭაობიდან. ტონია არ მიშვებდა მოხუცთან, რადგან თავისი ხატით შეიცნო მასში წმ. ნიკოლოზი. ჩვენი ბავშვები უკვე 40 წლისანი არიან, მაგრამ ყველას ახსოვს ეს დღე. მწუხარებისგან და განსაცდელისგან გადაგვარჩინე, მამაო ჩვენო, წმიდაო ნიკოლოზ!" /მხევალი ღვთისა ელისაბედი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 01:17 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი