IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები
marine
პოსტი Aug 15 2018, 06:48 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,197
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დიაკვანმა სპირიდონმა სოფელ კაპუჩოდან (ლუმუმბაშის რაიონი, კატანგის პროვინცია, კონგო) მოგვითხრო: "ეს მოხდა 1998 წელს. ჩვენს სოფელში წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხატი მივაბრძანე და ეზოში აღვმართე. იმ დღეს გარეთ არ გამოვსულვარ. ერთი ქალი სხვებთან ერთად მინდვრისკენ გაემართა სამუშაოდ.

ხატი რომ დაინახა, დაცინვით თქვა: - ეს ვინ არის?! ყაჩაღს ჰგავს! შეხედეთ მის მახინჯ სახეს! სხვებმა, თუმცა მართლმადიდებელი ქრისტიანები არ იყვნენ, უთხრეს: - ნუ შეურაცხყოფ იმ წმინდანს, რომლის ხატიც მოიტანა მამა სპირიდონმაო! მაგრამ არ დაუჯერა და წმინდა ნიკოლოზის ლანძღვა განაგრძო.

ღამე ძილში მას ლამაზი სამოსით მოსილი, ჭაღარა ბერიკაცი გამოეცხადა და უსაყვედურა: - რისთვის გამლანძღეო. არ გამილანძღიხარო, - უპასუხა ქალმა. მაშინ წმინდანმა უთხრა: - მე ის ვარ, ვინც შენ გუშინ შეურაცხყავი. ხომ ხედავ, გამოგეცხადე, შენ კი გუშინდელივით უხეშად მექცევიო.

ქალი მის წინ მუხლებზე დაეცა: - ჰოი, წმინდანო, მაპატიე, აღარ გაგაბრაზებ! გაფრთხილდი, მეტად აღარ დამცინოო, - უთხრა წმინდანმა და უჩინო შეიქმნა.

ქალი მეორე დღეს მამა სპირიდონთან მივიდა და შენდობა სთხოვა."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი Oct 12 2023, 09:14 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,197
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ეს ისტორია მე მიამბო მძიმე ავადმყოფმა ქალმა:

"29 წლის წინ ჩვენ გავემგზავრეთ ტყეში სოკოსთვის. მე მახლდა 11 წლის ვაჟი, ჩემს მეზობელს კი 11 წლის გოგონა.

საღამოვდებოდა. ცა იქუფრებოდა. ჩვენ კი ტყეში გზა აგვერია. ბავშვები დაიღალნენ, მოშივდათ და სციოდათ, გზა კი არსად ჩანდა. ფეხებ ქვეშ ჭაობი იყო, ზემოდან კი - გვაწვიმდა. ვყვიროდით, მაგრამ არავინ გვეხმაურებოდა. ასანთიც არ გვქონდა, რომ სადმე მოფარებულში კოცონი დაგვენთო. და დავიწყე ლოცვა: "წმ. ნიკოლოზ სასწაულთმოქმედო, შეგვიბრალე საწყლები, გადაგვირჩინე დაღუპვას ბავშვები" - ასე ვიდექი ჭაობში მუხლებზე და ვტიროდი.

ლოცვის მერე გზა განვაგრძეთ. სოკო უთვალავი იყო. როგორც ჩანს, ღრმად ვიყავით ტყეში შესული. გავედით მდელოზე, ბუჩქებში კი დგას მოხუცი, ჩანს წელს ზემოთ. მე მივაშურე მას: "ბაბუა, გადაგვარჩინე, გაგვიყვანე ადამიანებთან", - ვთხოვე მას. ტონია მაჩერებდა, მე კი კვლავ მივმართე ბაბუას: "ბაბუა, საყვარელო, დაგვეხმარე, გვიჩვენე გზა". მან ხელი ზემოთ აწია და მიგვითითა ერთ ფერდობზე, რომელზეც არ ვიყავით ნამყოფი. ამის შემდგომ ბაბუა გაქრა. ბავშვები შეკრთნენ - იყო ბაბუა და აღარააო.

ჩვენ ავცოცდით იმ ფერდობზე, რომელიც მოხუცმა გვიჩვენა. სვენებ-სვენებით ავბობღდით.

როგორც კი ფერდობის თავზე აღმოვჩნდით იქიდან სამანქანო გზა დავინახეთ.

გვინდოდა ვინმეს გაჩერება, რომ გაგვეგო, საით წავსულიყავით, მაგრამ არავინ გაგვიჩერა. ღამდებოდა, ბოლოს ხის მორით გზა გადავღობეთ და ასე გავაჩერეთ ერთი გაბრაზებული მძღოლი, თუმცა მან გზა გვიჩვენა. დავინახეთ ქოხი, სადაც სინათლე ენთო.

დიასახლისმა შეგვიფარა, დაგვაპურა და დაგვაწვინა დასაძინებლად. მისგან გავიგეთ, რომ იმ ჭაობს ლეშაკი ჰქვია და ადგილობრივები მას გვერდს უქცევენ.

ლოცვით, წმ. ნიკოლოზის მეოხებით გამოვედით ჭაობიდან. ტონია არ მიშვებდა მოხუცთან, რადგან თავისი ხატით შეიცნო მასში წმ. ნიკოლოზი.

ჩვენი ბავშვები უკვე 40 წლისანი არიან, მაგრამ ყველას ახსოვს ეს დღე.

მწუხარებისგან და განსაცდელისგან გადაგვარჩინე, მამაო ჩვენო, წმიდაო ნიკოლოზ!"

/მხევალი ღვთისა ელისაბედი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
marine   წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები   Aug 15 2018, 06:48 PM
marine   "ლუბოვ რიაზანელი ...   Aug 29 2018, 05:07 PM
marine   ამბავი კაცისა, რომ...   Sep 13 2018, 10:54 PM
marine   "წმინდა ნიკოლოზ ს...   Sep 24 2018, 04:54 PM
marine   "11 წელი ქარგავდა წ...   Nov 18 2018, 08:02 PM
marine   "წმინდანის ბიძამ,...   Dec 8 2018, 08:03 PM
marine   "ერთხელ კონსტანტ...   Jan 12 2019, 10:51 AM
marine   საოცარი დარაჯი "...   Feb 11 2019, 08:02 PM
marine   "წმ. ნიკოლოზს თაყ...   Aug 17 2019, 09:43 PM
marine   ჩვილის გადარჩენა ...   Jan 11 2020, 08:52 PM
marine   "წმინდა ნიკოლოზი ...   Feb 26 2020, 09:48 PM
marine   "ადგილობრივმა ხე...   May 22 2020, 08:45 PM
marine   "როცა გაგიჭირდებ...   Jun 13 2020, 11:14 PM
marine   "ახლაც, ამ რთულ დრ...   Jun 14 2020, 12:12 PM
marine   "იმპერატორ კონსტ...   Jun 14 2020, 02:54 PM
marine   "ყველა ადამიანს თ...   Jun 14 2020, 07:35 PM
marine   "თუ რაოდენი ძალა ...   Jul 23 2020, 02:43 PM
marine   "მორწმუნეთა სურვ...   Nov 30 2020, 02:59 PM
marine   როგორ გადაარჩინა წ...   Aug 24 2021, 01:06 PM
marine   "ეს მოხდა კიევში ...   Aug 24 2021, 01:33 PM
marine   ----------------------------------- "1938 ...   Dec 29 2021, 03:37 PM
marine   "ჩვენს ოჯახში ინა...   Feb 3 2022, 08:32 PM
marine   "მე ქმართან ერთად...   Feb 20 2022, 12:33 PM
marine   40 დაუჯდომელი წმ. ნი...   Mar 1 2022, 12:44 PM
marine   "ჩემს 7 თვის შვილს ...   Apr 14 2022, 08:38 PM
marine   "წმიდა ნიკოლოზი ს...   Jun 11 2022, 07:12 PM
marine   "ერთხელ მივდივარ ...   Jun 18 2022, 04:59 PM
marine   "ერთხელ ჩვენ გადა...   Jun 18 2022, 05:28 PM
marine   "ჩემი ბებია, დედა ...   Jul 7 2022, 02:31 PM
marine   "ერთხელ ჩემი ქალი...   Jul 7 2022, 03:28 PM
marine   "ოლეგ კოვალკოვის ...   Jul 7 2022, 03:49 PM
marine   "ეს მოხდა მაისში. ...   Jul 7 2022, 06:50 PM
marine   "იდგა უმძიმესი 90-ი...   Jul 7 2022, 07:35 PM
marine   "დნეპროპეტროვსკ...   Jul 8 2022, 03:46 PM
marine   "ექვსი წლისა წავე...   Jul 8 2022, 04:09 PM
marine   "გაზაფხულზე დავკ...   Aug 5 2022, 07:25 PM
marine   "ბერძენი მეფის ლე...   Sep 19 2022, 02:52 PM
marine   "წმინდა ნიკოლოზს ...   Oct 3 2022, 09:57 PM
marine   "სოფელ ზორისოვკა...   Oct 9 2022, 05:41 PM
marine   "ჩვენს ოჯახში დიდ...   Oct 11 2022, 07:24 PM
marine   "ჩვენს ქალაქ ბრეს...   Oct 16 2022, 04:57 PM
marine   "ჩემი ბებოს სოფელ...   Oct 16 2022, 06:43 PM
marine   "1992 წელს ბაზრობაზ...   Oct 17 2022, 09:44 PM
marine   "დაახლოებით 15 წლი...   Oct 22 2022, 05:50 PM
marine   "ერთხელ მამა ადრი...   Nov 17 2022, 06:38 PM
marine   "ჩვენს სოფელში ერ...   Dec 14 2022, 04:45 PM
marine   "წმ. ნიკოლოზს ჩემ ...   Dec 16 2022, 08:51 PM
marine   "წმინდა ნიკოლოზი...   Dec 27 2022, 09:19 PM
marine   "მისი ბიძა პატარა...   Dec 27 2022, 09:36 PM
marine   "სოფელთან, სადაც ...   Jan 14 2023, 02:08 PM
marine   "ჩემი ნაცნობი ელე...   Jan 14 2023, 03:30 PM
marine   "1887 წელს, ქრისტეს შ...   Jan 14 2023, 03:50 PM
marine   "ჩვენს მეგობარ ალ...   Jan 14 2023, 04:08 PM
marine   "მამა გაბრიელმა [...   Feb 6 2023, 08:51 PM
marine   "ეს საოცარი შემთხ...   Feb 13 2023, 09:13 PM
marine   "40 წელი გავიდა იმ ...   Feb 17 2023, 01:34 PM
marine   "ეს მოხდა მოსკოვშ...   Feb 20 2023, 08:23 PM
marine   "ერთ ტაძარში ეკიდ...   Mar 10 2023, 08:01 PM
marine   "2005 წლის ივლისში გ...   Apr 12 2023, 08:20 PM
marine   "ახლახანს გარდაი...   Apr 19 2023, 03:21 PM
marine   "ერთი ახალგაზრდა ...   Apr 24 2023, 01:31 PM
marine   "ჩემი პალატის მეზ...   May 17 2023, 05:33 PM
marine   "მე წმინდა ნინოს ...   Jun 4 2023, 07:49 PM
marine   "საკმარისია, ზეცა...   Jun 8 2023, 02:57 PM
marine   "ერთ მოსკოველ ვაჭ...   Jun 27 2023, 06:57 PM
marine   "მეორე მსოფლიო ომ...   Jul 13 2023, 02:38 PM
marine   "შემდეგ წმინდა გრ...   Jul 14 2023, 08:01 PM
marine   "ადრე მე არ მესმო...   Aug 12 2023, 07:24 PM
marine   "ეს მოხდა გასული ...   Aug 13 2023, 05:38 PM
marine   "როცა დავიწყე ეკლ...   Aug 14 2023, 06:36 PM
marine   "ეს ამბავი მოხდა ...   Aug 15 2023, 05:16 PM
marine   "მახსენდება ჩემი ...   Sep 3 2023, 08:10 PM
marine   "ეს ისტორია მე მო...   Sep 17 2023, 03:08 PM
marine   "ეს ისტორია მე მი...   Oct 12 2023, 09:14 PM
marine   "ეს მოხდა 14 წლის წ...   Nov 8 2023, 05:24 PM
marine   "ჩვენი სოფლის ახლ...   Nov 9 2023, 07:44 PM
marine   "წმინდა ნიკოლოზი...   Nov 22 2023, 05:03 PM
marine   "საღამოს მსახურე...   Dec 21 2023, 07:44 PM
marine   "მე ვიყავი უკვე ო...   Dec 24 2023, 06:04 PM
marine   "ძნელბედობის ჟამ...   Jan 31 2024, 07:33 PM
marine   "მე დიდი ხნის მან...   Feb 4 2024, 09:48 PM
marine   "როცა გაგიჭირდებ...   Feb 6 2024, 07:32 PM
marine   "წმინდა ნიკოლოზი...   Feb 7 2024, 12:33 PM
marine   "წმინდა ნიკოლოზი...   Feb 7 2024, 03:46 PM
marine   "წმინდა ნიკოლოზი ...   Feb 7 2024, 07:55 PM
marine   "წმინდა ნიკოლოზი...   Feb 9 2024, 12:03 PM
marine   "2009 წ. მანჩესტერის ...   Feb 11 2024, 06:36 PM
marine   "მინდა გაგიზიარო...   Feb 12 2024, 05:59 PM
marine   "ერთხელ, 1988 წელს, ჩ...   Apr 17 2024, 07:17 PM
marine   "ერთხელ მე ვიყიდე...   Apr 27 2024, 10:02 PM
marine   "ეს ამბავი შეემთხ...   May 15 2024, 09:08 PM
marine   "ეს იყო სამოქალაქ...   May 21 2024, 10:35 AM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st June 2024 - 08:36 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი