ბუნების ხელოვნება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ბუნების ხელოვნება |
marine |
Dec 24 2022, 12:40 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ჩანჩქერი
"ჩანჩქერი... წვეთი წვეთს მისდევს, თითქოს ხელშესახებად, გზას იკვლევენ კლდეებსა და ქიმებს შორის. მათი გზის დასაწყისი იქ არის, სადაც გაზაფხულზე, მთის მწვერვალებზე, მზეზე მოელვარე თოვლი კაშკაშებს. ეს წვეთები ძალზე სუსტები და მორცხვები არიან, მათ უზომოდ უჭირთ ქვებს შორის ერთმანეთის მოძებნა! ყურს თუ მივუგდებთ, კაჭარებს შორის, მათ წკრიალა მუსიკას გავიგონებთ, თითქოს პაწაწინა ზანზალაკები სიცოცხლის ჩასახვის მელოდიას ახმოვანებენ... იქნებ, სწორედ იმიტომ, რომ ჩანჩქერები არც ერთ სუსტსა და პაწია წვეთს არ კარგავენ, იქ სადაც ციცაბო კლდეები ერთმანეთზე აყუდებულან, სადაც ცაში აწვდენილან სოჭები, ისინი თავისი ხმაურითა და მოზეიმე ძლიერებით აზანზარებენ ირგვლივ მდებარე ქედებსა და ტყეებს?" /ბერი სვიმეონ ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Oct 31 2023, 07:28 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ერთხელაც, სულთმოფენობის წინადღეს, მე, მამა რაფაელი და ილია დანილოვიჩი დილაუთენია ტყეში ახლად ამოწვერილი არყის ხეების მოსაჭრელად წავედით, რათა ტრადიციისამებრ მოგვერეთო ტაძარი. კაფვას რომ შევუდექით, უცებ ისეთი დარდი შემომაწვა, რომ ვერ მოვითმინე და ვთქვი - ეს საცოდავები ძლივს მოევლინენ ქვეყანას, წარმოიზარდნენ და ახლა ჩვენ იმისათვის ვჭრით, რომ ერთი-ორი დღე ეკლესიაში დაჰყონ-მეთქი. ამ სიტყვებზე მამა რაფაელი გაცხარდა, რას ბრძანებთ, გიორგი ალექსანდროვიჩ! არყის ხისთვის ღვთის სახლის დამშვნებაზე უფრო დიდი სიხარული არ არსებობსო!"
/მიტროპოლიტი ტიხონი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 02:23 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი