წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები |
marine |
Aug 15 2018, 06:48 PM
პოსტი
#81
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დიაკვანმა სპირიდონმა სოფელ კაპუჩოდან (ლუმუმბაშის რაიონი, კატანგის პროვინცია, კონგო) მოგვითხრო: "ეს მოხდა 1998 წელს. ჩვენს სოფელში წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხატი მივაბრძანე და ეზოში აღვმართე. იმ დღეს გარეთ არ გამოვსულვარ. ერთი ქალი სხვებთან ერთად მინდვრისკენ გაემართა სამუშაოდ.
ხატი რომ დაინახა, დაცინვით თქვა: - ეს ვინ არის?! ყაჩაღს ჰგავს! შეხედეთ მის მახინჯ სახეს! სხვებმა, თუმცა მართლმადიდებელი ქრისტიანები არ იყვნენ, უთხრეს: - ნუ შეურაცხყოფ იმ წმინდანს, რომლის ხატიც მოიტანა მამა სპირიდონმაო! მაგრამ არ დაუჯერა და წმინდა ნიკოლოზის ლანძღვა განაგრძო. ღამე ძილში მას ლამაზი სამოსით მოსილი, ჭაღარა ბერიკაცი გამოეცხადა და უსაყვედურა: - რისთვის გამლანძღეო. არ გამილანძღიხარო, - უპასუხა ქალმა. მაშინ წმინდანმა უთხრა: - მე ის ვარ, ვინც შენ გუშინ შეურაცხყავი. ხომ ხედავ, გამოგეცხადე, შენ კი გუშინდელივით უხეშად მექცევიო. ქალი მის წინ მუხლებზე დაეცა: - ჰოი, წმინდანო, მაპატიე, აღარ გაგაბრაზებ! გაფრთხილდი, მეტად აღარ დამცინოო, - უთხრა წმინდანმა და უჩინო შეიქმნა. ქალი მეორე დღეს მამა სპირიდონთან მივიდა და შენდობა სთხოვა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 8 2023, 05:24 PM
პოსტი
#82
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ეს მოხდა 14 წლის წინ...
მე ავად გავხდი. ექიმები ვერ მისვამდნენ დიაგნოზს. მე სანთელივით ვდნებოდი. ძლივს ვმუშაობდი, მოვლასლასდებოდი სახლში და არაფრის ჭამა არ მინდოდა. ეგრევე ვწვებოდი; საშინელი სისუსტე მტანჯავდა. ასე ვიყავი დაახლოებით ერთი თვე. და აი, 18 დეკემბერს ვწევარ ლოგინში და თვალებიდან ნაკადულივით მდის ცრემლები. უცებ გამახსენდა, რომ მეორე დღეს 19 დეკემბერი იყო - წმ. ნიკოლოზის ხსენების დღე. მე ჩემთვის ჩავილაპარაკე: "წმ. მღვდელმთავარო ნიკოლოზ, მე მსურს ან გამოვჯანმრთელდე, ან მოვკვდე". ამ აზრით ჩამეძინა კიდეც. დილით გავიღვიძე და თავი სრულებით გამოჯანმრთელებულად ვიგრძენი. მე მომივიდა მადა, გამოჯანმრთელების პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობდა. იმ დღიდან ეკლესიაში ყოფნისას ყოვლეთვის ვუნთებ სანთელს წმ. ნიკოლოზს. ჩემთვის 19 დეკემბერი - მეორედ დაბადების დღეა. და კიდევ როცა სადმე გამგზავრება მიწევს, ასევე ვლოცულობ წმ. ნიკოლოზის მიმართ და ყველაფერი კარგად გამომდის: ვმგზავრობ მშვიდობიანად და სწრაფად" /ტამარა მაიაკოვა ქ. ვლადიმერი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 09:52 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი