კ ი ბ ო |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კ ი ბ ო |
marine |
Dec 4 2018, 10:14 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მამა პორფირე კავსოკალიველი ამბობდა: ვმადლობ ღმერთს, რომელმაც ბევრი სნეულება მიბოძა. ხშირად ვეუბნები მას: "ქრისტე ჩემო, შენი სიყვარული უსაზღვროა!" ის, რასაც ვხედავ, სასწაულია. ჩემს სნეულებათა შორის კიბოც არის - ჰიპოფიზის კიბო მაქვს. იქ გაჩენილი სიმსივნე მხედველობის ნერვს აწვება და უკვე ვეღარ ვხედავ.
ტკივილი უფრო და უფრო მძაფრდება, მაგრამ ვლოცულობ, მოთმინებით ავიღე ქრისტეს ჯვარი. ენა გამეზარდა. ადრე ასეთი არ იყო. ესეც კიბოსგანაა, რომელიც თავში მაქვს. რაც დრო გადის, მდგომარეობა უარესდება. ის გაიზრდება და საუბარი გამიჭირდება. ძალზე ძლიერია ეს ტკივილი, ვიტანჯები, მაგრამ ჩემი ავადმყოფობა მშვენიერია. მე მას ვიღებ, როგორც ქრისტეს სიყვარულს. გული მემუსრება და ვმადლობ ღმერთს. ეს ჩემი ცოდვების გამოა. ცოდვილი ვარ და ღმერთი ჩემს განწმენდას ცდილობს. როცა 16 წლის ვიყავი, ღმერთს მძიმე სნეულება ვთხოვე, კიბო, რათა მისი სიყვარულისთვის მეტანჯა და განმედიდებინა იგი ტანჯვისას. დიდხანს ვლოცულობდი ასე. მოძღვარმა მითხრა, ეს ეგოიზმია და ღმერთს ამგვარად არ უნდა აიძულებდეო. ღმერთმა იცის, რაც უნდა გააკეთოს. ამგვარად ლოცვა შევწყვიტე. მაგრამ ღმერთმა არ დაივიწყა ჩემი თხოვნა და ამდენი წლის მერე ამგვარი ქველმოქმედება გამოიჩინა ჩემზე! ღმერთს არ ვთხოვ იმის აღებას, რისი მოცემაც ვთხოვე. მახარებს ის, რაც მაქვს და რომ ჩემი დიდი სიყვარულით ვეზიარები უფლის ვნებებს. ღმერთი აღმზრდის მე, "რამეთუ რომელი უყუარნ უფალსა, სწავლის; და ტანჯის" (ებრაელთა 12,6). ჩემი სნეულება განსაკუთრებული კეთილმოწყალებაა ღვთისა, რომელიც მომიწოდებს, მისი სიყვარულის საიდუმლოში შევიდე და უფლის მადლის დახმარებით ვეცდები, ვუპასუხო ამ სიყვარულს." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 19 2023, 07:27 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ქრისტეს რწმენა ხშირად იყო მამა პორფირესთან [კავსოკალიველი] ჩვენი საუბრი თემა. ერთხელ, როდესაც წმინდა მამა ამ თემაზე მსჯელობდა, - პირდაპირ თვალებში შევყურებდი და ვცდილობდი, მის აზრს ჩავწვდომოდი. ნეტარმა ბერმა ჩემი მზერა შენიშნა და მითხრა:
- ჩემი არ გჯერა? ყური მიგდე, გიამბობ, რა შემემთხვა და ირწმუნებ, რაოდენ დიდი ძალა აქვს რწმენას! ერთხელ თავზე დიდი ზომის ხალი გამიჩნდა. თავიდან მუხუდოს მარცვლის ზომის იყო, მაგრამ სწრაფად იზრდებოდა და ძალიან მტკიოდა. ღვთის მადლით განვჭრიტე, რომ იგი სასწრაფოდ უნდა მომეკვეთა, თორემ ავთვისებიან სიმსივნეში გადაიზრდებოდა. ექიმებსაც იგივე მოსაზრება ჰქონდათ და ოპერაციის დღე დაინიშნა. ქირურგიულ განყოფილებაში ექიმებთან კამათი მომიწია. ექიმები დაჟინებით მოითხოვდნენ ხალის მოკვეთას ნარკოზის ქვეშ, რადგან ოპერაცია, სავარაუდოდ, საკმაოდ ხანგრძლივი და მტკივნეული იქნებოდა. მე მათ ვუთხარი, რომ არც ნარკოზი და არც ხალის მოკვეთა საჭირო არ იყო და იგი უბრალოდ უნდა მოეწვათ. ექიმები შეშფოთდნენ, რადგან სამეცნიერო თვალსაზრისით ეს შეუძლებელი იყო. ყველა ექიმი ჩემი სულიერი შვილი იყო, მათ არ სურდათ მოძღვრის ურჩობა და დამპირდნენ, რომ დამემორჩილებოდნენ, მაგრამ მთელი პასუხისმგებლობა მე დამაკისრეს. პირჯვარი გადაიწერეს და ოპერაციას შეუდგნენ. მე კი თვალები დავხუჭე, ჯვარცმული იესო ქრისტე წარმოვიდგინე და დიდი რწმენით მუდმივად ვიმეორებდი იესოს ლოცვას: "უფალო იეს ქრისტე, შემიწყალე მე". ექიმები აცახცახებული ხელებით შეუდგნენ ხალის მოწვას. რაც მეტი დრო გადიოდა, ჩემი რწმენა სულ უფრო იზრდებოდა, და რაღაც მომენტში უკვე ვეღარაფერს ვგრძნობდი. ექიმებს კი ცივი ოფლი ასხამდათ, საკუთარ თვალებს არ უჯერებდნენ და განუწყვეტლივ მეკითხებოდნენ, როგორ ვგრძნობდი თავს, მე კი ვპასუხობდი: "განაგრძეთ". ოპერაცია ორმოცდახუთ წუთს გაგრძელდა. როდესაც იგი დასრულდა, მე ღიმილით წამოვდექი, მადლობა შევწირე ღმერთს და ექიმებს და წარმოვთქვი: "დიადი საქმეა რწმენის ღვაწლი!" ხედავ, შვილო ჩემო, ანარგიროს, რა შეუძლია ადამიანს, თუკი მას აქვს რწმენა ღვთისადმი? და შენც ასევე გწამდეს და ნურაფრის შეგეწინდება, რადგან ღმერთი ყველასა და ყელაფერზე აღმატებულია!" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 04:53 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი