წმინდანების დამოკიდებულება ბუნების ქმნილებათა მიმართ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდანების დამოკიდებულება ბუნების ქმნილებათა მიმართ |
marine |
Nov 15 2017, 02:51 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მოგეხსენებათ, რომ ადამი ჰარმონიულ დამოკიდებულებაში იყო ბუნებასთან, მაგრამ სამოთხიდან განდევნის შემდეგ მოხდა დაპირისპირება, თუმცა წმინდანთა ცხოვრებაში გვხვდება შემთხვევები, როცა ცხოველები არათუ ერჩიან წმინდა ადამიანებს, არამედ მეგობრობენ, ემორჩილებიან და თაყვანსაც კი სცემენ მათ.
"განსაცდელის შემდგომ სერგის [რადონეჟელი] ველური მხეცების აღარ ეშინოდა, მისი სენაკის სიახლოვეს ხშირად მოდიოდა მგლების ხროვა და ხან ისე უახლოვდებოდნენ, სამოსსა და ხელებს უყნოსავდნენ ხოლმე". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Dec 10 2023, 07:07 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ერთხელ, კესარიის გზას რომ დაადგა, უდაბნოში სახედარი მშიერმა ლომმა გასტაცა და შეუჭამა. ზოსიმე [ფინიკიელი] მის კვალს დაადგა, იპოვა და უთხრა:
- აი, რა, მეგობარო! რამდენადაც ძალზე დავიქანცე და თანაც მხცოვანი ვარ, იმ ბარგის ტარება, ჩემს სახედარს რომ ავკიდე, არ ძალმიძს, ამიტომ, თუმც კი შენს ბუნებას არ შეჰფერის, ეს ტვირთი ქალაქის კარიბჭემდე მიმიტანე. შემდეგ კი, შეგიძლია, უდაბნოში დაბრუნდე და შენი ბუნებისაებრ იმძვინვარო! მაშინ მხეცი მის ნებას დაჰყვა, კრავივით უწყინარ იქმნა, ხუცესს მორჩილად მიუახლოვდა, ტვირთი კესარიის ჭიშკრამდე მიუზიდა და კვლავ უდაბნოს შეერთო". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 12:39 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი