წმ. გრიგოლ ხანძთელი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმ. გრიგოლ ხანძთელი |
mr_morrison |
Nov 26 2006, 10:57 AM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 376 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 164 |
ალბათ ყველას გაქვთ წაკითხული წმ. გრგოლის ცხოვრება. ის უძღვის ქართველთა საქორწინე დასს სამოთხეში. მას ბევრი რამ უკავშირდება. მე ვფიქრობ უსასრულოდ შეგვიძლია მის ღვაწლზე ვისაუბროთ. ეროვნული ერთიანობის იდეა სწორედ მას ეკუთვნის რომელმაც მოგვიანებით დავით აღმაშენებლის დროს ხორცი შეისხა. იგი იყო ”ზეცისა კაცი და ქვეყანისა ანგელოსი”. მის მიერ უამრავი ეკლესია-მონასტერი დაარსდა. ტაო-კლარჯეთში ხალხი არ ცხოვრობდა, აქა-იქ ტყეში იყვენენ შეხიზნულები, წმინდანმა კი აქ ქვეყანა გააშენა. ერთი სიტყვით ვისაუბროთ მის ღვაწლზე
-------------------- მიმცხე ძია მიმცხე მე ცუღლუტს :*
|
marine |
Dec 16 2023, 07:24 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ცნობილია "წმინდა გრიგოლ ხანძთელის" ცხოვრებიდან, მონადირეთაგან დევნილი, დაკარგული ცხოველები თავს როგორ აფარებდნენ მამა გრიგოლთან, რომელსაც ისინი მრავალგზის დაუხსნია სიკვდილისგან. ხოლო გარდაცვალებისას თვით მამა გრიგოლს, როდესაც თავის სულიერ შვილებს ლოცავდა, ღვთიური ნათელი დაადგა - ეს დიდებული ხილვა ყველა ძმამ იხილა და გარს ანგელოზთა გუნდი უფლისა გარემოადგა თავის მოშიშს, ხოლო წმინდა ზეციური ანგელოზებისაგან, რომელთა ხილვის ღირსი არაერთგზის გამოხდარა მაამ გრიგოლი, უტკბილესი ხმა ესმა, და ეს ხმა და სიტყვები ანგელოზებისა მის ზოგიერთ მოწაფესაც ესმოდა.
აი, ასეთი ღვთივსულიერი მამები გვყავდა ჩვენ, რომელთა არა მარტო დიდი ღვაწლი, საღვთისმეტყველო თხზულებები, შემოქმედება, არამედ სახელებიც კი მივიწყებულია, დაკარგულია, ან სათანადოდ არ არის შეფასებული. ამგვარ დიდ მოღვაწეთა შორის გახლდათ წმ. გრიგოლ ხანძთელიც, რომელიც ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენისა და ჩვენი ერის სულიერ-სარწმუნოებრივი აღმშენებლობისა. მის შესახებ გიორგი მერჩულის მიერ დაწერილი ვრცელი ჰაგიორგრაფიული თხზულება პირველი ქართული რომანი და ჩინებული ისტორიული მატეანეა იმ დროისა, როდესაც გრიგოლ ხანძთელი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა" /აკაკი მინდიაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 02:31 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი