უშვილობის ტვირთი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
უშვილობის ტვირთი |
marine |
Aug 4 2022, 08:40 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"უფალი ზოგ ოჯახს მრავალ შვილს უვლენს, ზოგს კი არცერთი არ ჰყავს, და ეს, უზენაესი განგებით, იმ მიზეზითა და მიზნით, რომ მათ სხვისი ობოლი გაზარდონ და ამით დაიმკვიდრონ საუკუნო სიცოცხლე. ხშირია შემთხვევები, როცა ქალს ექიმები იმედს გადაუწურავენ და იგი სხვის მიერ გაჩენილ, მიუსაფარ ბავშვს იშვილებს, მრავალმოწყალე ღმერთი კი, ამის წილ, მას შვილიერების კარს უღებს და საკუთარ შვილებსაც აჩენს".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Dec 20 2023, 09:14 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"2004 წლის მაისში ჩვენი მოძღვრის, ტროიცე-სერგიევის ლავრის მღვდელ-მონაზონ ვარლაამის კურთხევით გავემგზავრეთ პოკროვსკის მონასტერში, რათა მოგველოცა ნეტარი მატრონას წმიდა ნაწილები. ჩვენს შვილებს - იულიას და ალექსეის დიდხანს არ ჰყავდათ შვილები (10 წელი იყო გასული მათი დაქორწინებიდან). რამდენი მწუხარება და ლოცვა იყო გავლილი, რამდენი ცრემლი დაღვრილი უფლის, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და წმიდანების ხატების წინაშე.
და აი, 2005 წლის 30 აპრილს ჩვენ შეგვეძინა გოგონა, რომელსაც კატენკა ვუწოდეთ, წმიდა დიდმოწამე ეკატერინეს პატივის ნიშნად. ჩვენ გვწამს, რომ ეს მოხდა დედა მატრონას ლოცვებითა და უფლის მოწყალებით, 2004 წლის ივნისში იულიამ და ალექსეიმ ასევე მოილოცეს სინას მთაზე წმ. ეკატერინეს წმიდა ნაწილები. ჩვენ ყველანი ვმადლობთ ნეტარ დედა მატრონას ჩვენ ცოდვილთა მეოხებისთვის და გვჯერა, რომ სწორედ ის დაგვეხმარა. აღსანიშნავია, რომ ექოსკოპიამ ბავშვის დაბადების დღედ 2 მაისი დაგვისახელა - წმიდა მატრონას ხსენების დღე. დიდება უფალს, წმიდათა შორის საკვირველს!" /ნინა და ანატოლი, სანქტ-პეტერბურგი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 12:15 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი