IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ნეტარი დედა მატრონა მოსკოველი
marine
პოსტი May 13 2022, 12:47 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,649
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთ ჩემს ნაცნობს (ჩემი ძველი ხელმძღვანელი ნატალია ვ.) მანქანა დაეჯახა. მან თეძო მოიტეხა. როცა ეს გავიგე, დავღონდი და იმ ქალს, ვინც ეს მაცნობა, ვუთხარით: "თქვენ წადით და მოინახულეთ ის, მე კი ეკლესიაში ვილოცებ და მატრონასთანაც მივალ". ასეც მოვიქეცით. ოპერაციის დღეს სერაფიმე საროველის ნაწილთა აღმოყვანების დღესასწაულზე - 1 აგვისტოს მე გადავეცი მოსახსენებელი ნატალიას გამოჯანმრთელებისთვის, ვილოცე სერაფიმე საროველის წინაშე და შემდეგ მატრონას საფლავზე მივედი. მე მთელი გულით ვწუხდი ამ ქალის გამო და ვთხოვე, მატრონას ელოცა, რომ ოპერაციას შედეგიანად ჩაევლო. შემდეგ დამირეკეს და მითხრეს, რომ ოპერაცია მეტად ადვილად და სრულიად უსისხლოდ დამთავრდა, თუმცა ჭრილობა მეტად დიდი იყო - ბარძაყიდან მუხლამდე. ექიმები გაოგნებულები იყვნენ. ოპერაციის შემდეგ ექიმები და მოწყალების დები პალატაში შევიდნენ. ის არანაირ ტკივილს არ გრძნობდა, იწვა და იღიმებოდა: "ვინ ილოცა ჩემთვის, რომ ასე კარგად და მსუბუქად ვარ?.." როცა ეს მოვისმინე, სიხარულით ავტირდი და ვთქვი: "ეს მატრონა ლოცულობდა მისთვის". კანდელი ავანთე და მაშინათვე სამადლობელი წარმოვთქვი მატრონას წინაშე, მისი ლოცვის და შუამდგომლობისთვის, რომლის ღირსიც ჩვენ - ცოდვილები გავხდით".

/ლუბა, მოსკოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი Dec 20 2023, 09:22 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,649
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმიდა მატრონასთან მივედი მას შემდეგ, რაც 2005 წელს საავადმყოფოში დამისვეს დიაგნოზი - ხერხემლის თიაქარი.

მტკიოდა ხელი და ზურგი ბეჭებს შორის.

სამჯერ ვემთხვიე წმიდა მატრონას წმიდა ნაწილებს და ვთხოვე განკურნება - და ხელის ტკივილმა მაშინვე გამიარა. მაგრამ მუშაობისას მარჯვენა ხელის თითები მიბუჟდებოდა და მეჭიმებოდა იდაყვი (მარჯვენა ხელში ნერვი მქონდა დაზიანებული).

საბოლოოდ ძალიან მალე განვიკურნე, რაშიც ხუცეს სამოსინსადმი ლოცვაც დამეხმარა - მანამ მისი წმიდა ნაწილებიც მოვილოცე.

ამჟამად უკვე ორი წელია ვაშენებთ უფლის ფერისცვალების ტაძარს ნიჟეგოროდის ოლქში, სოფელ იაზიკოვოშI. მიწევს ფიზიკურად მძიმე სამუშაოების შესრულება დახრილ მდგოარეობაში - თივასაც ვაგროვებ, ბოსტანსაც ვუვლი, ასევე ვღებავ, ვათეთრებ, სიმძიმეებსაც ვეწევი. და არც ერთხელ არ მქონია ტკივილის არავითარი შეგრძნება თიაქრის გამო, მაშინ როცა ექიმები მესამე ჯგუფის ინვალიდობას "მიწინასწარმეტყველებდნენ" და რეკომენდაცია მომცეს, სამ კილოზე მეტი ტვირთი არ ამეწია.

მე მაქვს შემორჩენილი თიაქრის დამადასტურებელი ტომოგრაფიის სურათი.

ვმადლობ უფალს, რომ ნეტარი მატრონას ლოცვებით მომეცა დრო იმისთვის, რომ მას, სამშობლოს და მართლმადიდებლობას ვემსახურო"

/მონაზონი ლუბოვი
ნიჟეგოროდის ოლქი, პილნენსკის რაიონი, სოფელი იაზიკოვო/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th June 2025 - 05:47 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი