წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები |
marine |
Aug 15 2018, 06:48 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დიაკვანმა სპირიდონმა სოფელ კაპუჩოდან (ლუმუმბაშის რაიონი, კატანგის პროვინცია, კონგო) მოგვითხრო: "ეს მოხდა 1998 წელს. ჩვენს სოფელში წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხატი მივაბრძანე და ეზოში აღვმართე. იმ დღეს გარეთ არ გამოვსულვარ. ერთი ქალი სხვებთან ერთად მინდვრისკენ გაემართა სამუშაოდ.
ხატი რომ დაინახა, დაცინვით თქვა: - ეს ვინ არის?! ყაჩაღს ჰგავს! შეხედეთ მის მახინჯ სახეს! სხვებმა, თუმცა მართლმადიდებელი ქრისტიანები არ იყვნენ, უთხრეს: - ნუ შეურაცხყოფ იმ წმინდანს, რომლის ხატიც მოიტანა მამა სპირიდონმაო! მაგრამ არ დაუჯერა და წმინდა ნიკოლოზის ლანძღვა განაგრძო. ღამე ძილში მას ლამაზი სამოსით მოსილი, ჭაღარა ბერიკაცი გამოეცხადა და უსაყვედურა: - რისთვის გამლანძღეო. არ გამილანძღიხარო, - უპასუხა ქალმა. მაშინ წმინდანმა უთხრა: - მე ის ვარ, ვინც შენ გუშინ შეურაცხყავი. ხომ ხედავ, გამოგეცხადე, შენ კი გუშინდელივით უხეშად მექცევიო. ქალი მის წინ მუხლებზე დაეცა: - ჰოი, წმინდანო, მაპატიე, აღარ გაგაბრაზებ! გაფრთხილდი, მეტად აღარ დამცინოო, - უთხრა წმინდანმა და უჩინო შეიქმნა. ქალი მეორე დღეს მამა სპირიდონთან მივიდა და შენდობა სთხოვა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Dec 21 2023, 07:44 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"საღამოს მსახურების შემდგომ სახლში ვბრუნდებოდი. ვჩქარობდი, მე ხომ სამსახურის შემდგომ პირდაპირ წავედი ეკლესიაში. ჩემს წინ ნელა მიდიოდა ხელჩაკიდებული ორი მოხუცი. მოყინული იყო. ვეცადე მათთვის გადამესწრო და ამ დროს ერთი ეუბნება მეორეს: "ეს მართლა სასწაულია!" მე ნაბიჯი შევანელე, ყური მივუგდე. ბებია ჰყვება: "სახლიდან გამოსასვლელად მოვემზადე, ჩავიცვი. გასაღები მოვძებნე და ტუმბოზე არ აღმოჩნდა. ვიფიქრე - დავარდა მეთქი. მაგრამ არც იატაკზე აღმოჩნდა. ვეძებე, ვეძებე... ვერაფრით ვიპოვე. არც ჯიბეებში აღმოჩნდა და არც ჩანთაში. არსადაა! კარი ღია უნდა დამეტოვებინა. მივედი წმ. ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხატთან და დავუწყე თხოვნა, დამხმარებოდა გასაღების პოვნაში. თაყვანი ვეცი, წამოვდექი, წინ გავიხედე და რას ვხედავ - ფანჯარასთან ლურსმანზე არის ჩამოკიდებული ჩემი გასაღები. არადა თთქოს იქ არასდროს დამიკიდებია, ყოველთვის ტუმბოზე ვდებდი".
ამის შემდგომ გადავასწარი მოხუცებს და ლამის სირბილით წავედი სახლისკენ, ავადმყოფი დედა მელოდა, თან შვილიც უნდა დაბრუნებულიყო სამსახურიდან. სახლში მივედი თუ არა დავიწყე ვახშმის გაკეთება. მოვიდა ვაჟი. სანამ ის წესრიგდებოდა მოვუყვევი მას მოხუცის მონათხრობი. ამის მერე ის ოთახში შევიდა, მე კი კვლავ სამზარეულოში გავემართე. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ შემომესმა ყვირილი: "დედა!" შევირბინე ოთახში. ჩემი შვილი დაბნეული დამხვდა. მას ცუდი მხედველობა აქვს, მაგრამ ის სათვალის მაგიერ ლინზებს ხმარობს. და აი, ერთი ლინზა გადმოუვარდა. ლინზა ხომ ნემსივით შეუმჩნეველი პატარა ფირფიტაა. იატაკზე ჩვენ გვაქვს ხალიჩა, დივანზე კი ფუმფულა პლედია. განა აქ რამეს იპოვი? მე კი ჩემი მხედველობის იმედად არც უნდა მქონოდა პოვნის იმედი. უცებ ჩემი შვილი წმ. ნიკოლოზის ხატის წინ მუხლებზე დაემხო და დაუწყო მას თხოვნა. მე არ შევუშალე ხელი, ისევ სამზარეულოში წავედი. ვფიქრობდი, ამ ლინზის პოვნა შეუძლებელი იყო. საჭირო იქნებოდა ახლის ყიდვა. მაგრამ სანამ ხვალ სამსახრუში რა უნდა ექნა? მოულოდნელად ჩემი ვაჟი სამზარეულოში შემოვიდა და თითით მიჩვენებს: "შეხედე, დედა - ვიილოცე, ავდექი, ხელით დივანს დავეყრდენი, ლინზა კი ამ დროს თითზე მიმექწება!" /ზ. პავლოვა/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 05:03 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი