წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდა ნიკოლოზი და მისი სასწაულები |
marine |
Aug 15 2018, 06:48 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დიაკვანმა სპირიდონმა სოფელ კაპუჩოდან (ლუმუმბაშის რაიონი, კატანგის პროვინცია, კონგო) მოგვითხრო: "ეს მოხდა 1998 წელს. ჩვენს სოფელში წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხატი მივაბრძანე და ეზოში აღვმართე. იმ დღეს გარეთ არ გამოვსულვარ. ერთი ქალი სხვებთან ერთად მინდვრისკენ გაემართა სამუშაოდ.
ხატი რომ დაინახა, დაცინვით თქვა: - ეს ვინ არის?! ყაჩაღს ჰგავს! შეხედეთ მის მახინჯ სახეს! სხვებმა, თუმცა მართლმადიდებელი ქრისტიანები არ იყვნენ, უთხრეს: - ნუ შეურაცხყოფ იმ წმინდანს, რომლის ხატიც მოიტანა მამა სპირიდონმაო! მაგრამ არ დაუჯერა და წმინდა ნიკოლოზის ლანძღვა განაგრძო. ღამე ძილში მას ლამაზი სამოსით მოსილი, ჭაღარა ბერიკაცი გამოეცხადა და უსაყვედურა: - რისთვის გამლანძღეო. არ გამილანძღიხარო, - უპასუხა ქალმა. მაშინ წმინდანმა უთხრა: - მე ის ვარ, ვინც შენ გუშინ შეურაცხყავი. ხომ ხედავ, გამოგეცხადე, შენ კი გუშინდელივით უხეშად მექცევიო. ქალი მის წინ მუხლებზე დაეცა: - ჰოი, წმინდანო, მაპატიე, აღარ გაგაბრაზებ! გაფრთხილდი, მეტად აღარ დამცინოო, - უთხრა წმინდანმა და უჩინო შეიქმნა. ქალი მეორე დღეს მამა სპირიდონთან მივიდა და შენდობა სთხოვა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Dec 24 2023, 06:04 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მე ვიყავი უკვე ოთხი წლის, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ დავდიიოდი. მხოლოდ ის შემეძლო, რომ ცოტა ხანს ფეხზე გავჩერებულიყავი, თუკი რამეზე ვიყავი დაყრდნობილი.
მე მკურნალობდა სხვადასხვა ექიმი, მაგრამ თავს სულ უფრო უარესად ვგრძნობდი. ვიღაცამ ნათესავებიდან ურჩია ჩემს მშობლებს, რომ ელოცათ წმინდა ნიკოლოზ სასწაულთქმოქმედის მიმართ. ჩვენი ოჯახი არ იყო ეკლესიური, მაგრამ ამის მიუხედავად წავედით ტაძარში, უფრო სწორად მშობლები მიდიოდნენ და მე მამას ხელში ვეჭირე. ჩემი დედ-მამა ძალიან მხურვალედ ლოცულობდა წმიდა ნიკოლოზის ხატთან, მე კი არ შემეძლო გამეგო, არ ხდებოდა. მახსოვს, ვკითხე მათ: "რატომ ევედრებით ამ ბიძიას, რა, ის გისმენთ?" მშობლებმა მიპასუხეს, რომ ის ყოველთვის გვისმენს. მაშინ მე მივხოხდი ხატთან, დავდექი მუხლებზე და დავიწყე ბავშვური ვედრება: "ბიძია, თუკი შენ მისმენ, თუკი შენ თოვლის ბაბუასავით ხარ და ასრულებ სურვილებს, გთხოვ, ისე გააკეთე, რომ ჩემი დედიკო და მამიკო აღარ ტიროდნენ და რომ შევძლო ფეხზე ადგომა და სიარული. მე ძალიან მინდა სხვა ბავშვებივით სირბილი!" მე ახლაც ცხადად მახსოვს ეს ბავშვური ლოცვა... გავიდა ერთი კვირა... არ იყო რაღაც ზეციური სინათლე, ან ხმა, რომელსაც გავყვებოდი. უბრალოდ, უცებ ვიგრძენი, რომ შემეძლო ადგომა. მე ჩამოვბობღდი საწოლიდან და ავდექი. ძალიან მეშინოდა სიარულის, მაგრამ ვგრძნობდი, რომ თითქოს ვიღაცას ეჭირა ჩემი ხელი - ისე როგორც ჩვილისა, რომელიც ახლა სწავლობს სიარულს და მას იჭერენ მშობლები. და მე ისე გამიარა შიშმა, რომ წავედი... ყოველ დღე მე დავდიოდი ჩემს ოთახში ცოტ-ცოტა, როცა გვერდით არავინ იყო. თუკი საწოლიდან შორს აღმომაჩენდნენ, ვეუბნებოდი, რომ იქ მივხოხდი. მაგრამ ერთხელ მე, ბურალოდ, გავედი ჩემი ოთახიდან, გავიარე დერეფანი და პირდაპირ დედას შევეჯახე. მე მივდივარ და დედა ტირის! მე ვკითხე: "დედა, რატომ ტირი? განა არ გინდა, რომ ვიარო? შენ მოგწონს, რომ ხელით მატარებ?" უბრალოდ, მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რას ნიშნავს სიხარულის ცრემლები. მე გზა განვაგრძე და წამოვედე პიანინოს, რომელზეც იყო დაბრძანებული წმ. ნიკოლოზის ხატი. ხატი ჩამოვარდა. მე ის ავიღე და დედას ვუთხარი: "აი, ეს ბიძია დამეხმარა". ყოველ დღიურად მე დავდიოდი სულ უკეთ და უკეთ, მაგრამ მშობლები სკეპტიკურად მოეკიდნენ ჩემი განკურნების სასწაულს და ეს მკურნალობას მიაწერეს. თუმცა აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მე "კეთილი ბიძია" დამეხმარა - ეს წმ. ნიკოლოზი იყო". /მხევალი ღვთისა ანასტასია/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th September 2024 - 11:57 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი