კ ი ბ ო |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კ ი ბ ო |
marine |
Dec 4 2018, 10:14 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მამა პორფირე კავსოკალიველი ამბობდა: ვმადლობ ღმერთს, რომელმაც ბევრი სნეულება მიბოძა. ხშირად ვეუბნები მას: "ქრისტე ჩემო, შენი სიყვარული უსაზღვროა!" ის, რასაც ვხედავ, სასწაულია. ჩემს სნეულებათა შორის კიბოც არის - ჰიპოფიზის კიბო მაქვს. იქ გაჩენილი სიმსივნე მხედველობის ნერვს აწვება და უკვე ვეღარ ვხედავ.
ტკივილი უფრო და უფრო მძაფრდება, მაგრამ ვლოცულობ, მოთმინებით ავიღე ქრისტეს ჯვარი. ენა გამეზარდა. ადრე ასეთი არ იყო. ესეც კიბოსგანაა, რომელიც თავში მაქვს. რაც დრო გადის, მდგომარეობა უარესდება. ის გაიზრდება და საუბარი გამიჭირდება. ძალზე ძლიერია ეს ტკივილი, ვიტანჯები, მაგრამ ჩემი ავადმყოფობა მშვენიერია. მე მას ვიღებ, როგორც ქრისტეს სიყვარულს. გული მემუსრება და ვმადლობ ღმერთს. ეს ჩემი ცოდვების გამოა. ცოდვილი ვარ და ღმერთი ჩემს განწმენდას ცდილობს. როცა 16 წლის ვიყავი, ღმერთს მძიმე სნეულება ვთხოვე, კიბო, რათა მისი სიყვარულისთვის მეტანჯა და განმედიდებინა იგი ტანჯვისას. დიდხანს ვლოცულობდი ასე. მოძღვარმა მითხრა, ეს ეგოიზმია და ღმერთს ამგვარად არ უნდა აიძულებდეო. ღმერთმა იცის, რაც უნდა გააკეთოს. ამგვარად ლოცვა შევწყვიტე. მაგრამ ღმერთმა არ დაივიწყა ჩემი თხოვნა და ამდენი წლის მერე ამგვარი ქველმოქმედება გამოიჩინა ჩემზე! ღმერთს არ ვთხოვ იმის აღებას, რისი მოცემაც ვთხოვე. მახარებს ის, რაც მაქვს და რომ ჩემი დიდი სიყვარულით ვეზიარები უფლის ვნებებს. ღმერთი აღმზრდის მე, "რამეთუ რომელი უყუარნ უფალსა, სწავლის; და ტანჯის" (ებრაელთა 12,6). ჩემი სნეულება განსაკუთრებული კეთილმოწყალებაა ღვთისა, რომელიც მომიწოდებს, მისი სიყვარულის საიდუმლოში შევიდე და უფლის მადლის დახმარებით ვეცდები, ვუპასუხო ამ სიყვარულს." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Dec 28 2023, 08:15 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
აი, ამ კლინიკაში მკურნალობენ სიმსივნეს, მე-4 სტადიაშიც კი
"მოსკოვში არის ეს კლინიკა, ვიქტორ ბორისოვის სახელით, თვით ვ. ბორისოვმა მიაგნო სიმსივნის მკურნალობის მეთოდს და ძალიან უბრალო მეთოდით, ქლოროფილით, დიახ, ის რაც გააჩნიათ ხის ფოთლებს, მწვანე ფოთლებს, ასევე მწვანე ბოსტნეულს. მას შეჰყავს ქლოროფილი ორგანიზმში, რაც ძალიან "სასიამოვნო საკვებია" უჯრედებისთვის და ასევე შთანთქავს კიბოს უჯრდებიც, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჯანსაღ უჯრედებს შთანთქმის შემდეგ გამოყოფის უანრიც აქვთ, ქლოროფილი გარდაიქმნება სხვადასხვა ქიმიურ ნარჩენებად, კიბოს უჯრედებს კი გამოყოფის უნარი არ აქვთ, ისინი მხოლოდ შთანთქავენ, სწორედ ამ დროს მის უჯრედებს სპეციალური ლაზერული დანადგარით ააქტიურებენ ქლოროფილს და იმ მომენტში ადამიანის სხეული რომ გააშუქოთ, ფოსფორულად ანათებს კიბოს უჯრედთა ქსელი. აი, ამ დროს იწყება მათი, ასე ვთქვათ, გასკდომა-აფეთქება და უჯრედები ნელ-ნელა იწყებენ კვდომას. ვიქტორ ბორისოვს თავდაპირველად არ სცნობდნენ, არ სჯეროდათ მისი მეთოდის, მაგრამ ის უვკე ცნობილი და აღიარებულია. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ისრაელმა აიტაცა მეთოდი და მკურნალობა ათმაგად ძვირია ისრაელში, ასევე გერმანიამ და სხვა ქვეყნებმაც". /ჟურნალი "ქავკუთხედი" N12, 2023, გვ.27/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 05:07 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი