წმინდანების დამოკიდებულება ბუნების ქმნილებათა მიმართ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდანების დამოკიდებულება ბუნების ქმნილებათა მიმართ |
marine |
Nov 15 2017, 02:51 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მოგეხსენებათ, რომ ადამი ჰარმონიულ დამოკიდებულებაში იყო ბუნებასთან, მაგრამ სამოთხიდან განდევნის შემდეგ მოხდა დაპირისპირება, თუმცა წმინდანთა ცხოვრებაში გვხვდება შემთხვევები, როცა ცხოველები არათუ ერჩიან წმინდა ადამიანებს, არამედ მეგობრობენ, ემორჩილებიან და თაყვანსაც კი სცემენ მათ.
"განსაცდელის შემდგომ სერგის [რადონეჟელი] ველური მხეცების აღარ ეშინოდა, მისი სენაკის სიახლოვეს ხშირად მოდიოდა მგლების ხროვა და ხან ისე უახლოვდებოდნენ, სამოსსა და ხელებს უყნოსავდნენ ხოლმე". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 7 2024, 06:04 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სინაზე ცხოვრების დროს ორი კაკაბი მყავდა - გვიამბობდა მამა პაისი [ათონელი], - იმ დროს ხშირად ვიყავი დამწუხრებული და კაკბები მოდიოდნენ ჩემს დასამშვიდებლად. ხის კვეთის დროს მხარზე მესხდნენ ჩიტები. ერთი კვირა ავად ვიყავი და ფრინველები არ მინახავს. გამოვჯანმრთელდი და საჭმელი დავუყარე, არ მოსულან. დავუტოვე და წავედი. მეორე დღეს ვნახე, რომ არ ეჭამათ. დამინახეს თუ არა კვლავ მისული, გარს შემომეხვივნენ და მაშინ აკენკეს პურის მარცვლები".
გარეული ცხოველები განსაკუთრებით მოსიყვარულენი არიან. მათ შორის ადამიანზე მეტად თბილი და მოსიყვარულე შემხვედრია. უმჯობესია დაუმეგობრდე გარეულ ფრინველებს და ცხოველებს, ვიდრე მიწიერი მსოფლმხედველობის ადამიანებს. თუ უფალთან ჭეშმარიტი მეგობრობა გსურს, შეივყარე წმიდანები ან გარეული ცხოველები". *** მამა პაისი იგონებდა: "ბრინჯის ფლავი მოვამზადე და ვწმენდდი კონსერვის ყუთს. ნარჩენები კი გადავუყარე თაგვებს. მას შემდეგ ხის ნარჩენებს რომ გადავყრიდი თაგვებს ეგონათ, რომ ისევ საჭმელი იყო და ჩემს გარშემო გროვდებოდნენ, გარეული ცხოველებიც კი მშვიდდებიან და თვინიერდებიან ჩვენთან, როცა სწორად ვცხოვრობთ". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 08:03 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი