წმინდანების დამოკიდებულება ბუნების ქმნილებათა მიმართ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდანების დამოკიდებულება ბუნების ქმნილებათა მიმართ |
marine |
Nov 15 2017, 02:51 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მოგეხსენებათ, რომ ადამი ჰარმონიულ დამოკიდებულებაში იყო ბუნებასთან, მაგრამ სამოთხიდან განდევნის შემდეგ მოხდა დაპირისპირება, თუმცა წმინდანთა ცხოვრებაში გვხვდება შემთხვევები, როცა ცხოველები არათუ ერჩიან წმინდა ადამიანებს, არამედ მეგობრობენ, ემორჩილებიან და თაყვანსაც კი სცემენ მათ.
"განსაცდელის შემდგომ სერგის [რადონეჟელი] ველური მხეცების აღარ ეშინოდა, მისი სენაკის სიახლოვეს ხშირად მოდიოდა მგლების ხროვა და ხან ისე უახლოვდებოდნენ, სამოსსა და ხელებს უყნოსავდნენ ხოლმე". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 10 2024, 06:45 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მამა პაისის [ათონელი] უსაზღვრო სიყვარული ღვთისადმი და მისი ხატის, ადამიანისადმი ავსებდა მის გულს, იღვრებოდა ირგვლივ და ცხოველებსაც სწვდებოდა. განსაკუთრებით გარეული ცხოველები უყვარდა, ისინიც გრძნობდნენ ამ სიყვარულს და მასთან მოდიოდნენ.
ერთი შველი შეეჩვია მონასტერს. მამა პაისი თავისი ხელით აჭმევდა, შუბლზე საღებავით გამოუსახა ჯვარი და მონადირეები გააფრთხილა არ ენადირათ მონასტერთან ახლოს და არც ჯვრიანი შველი მოეკლათ. ერთმა მათგანმა არ შეისმინა მამის თხოვნა და სწორედ ეს შველი მოკლა. დამწუხრდა მამა პაისი და იწინასწარმეტყველა, რაც სრულად აცხადდა. აქ არ მოგითხრობთ, რადგან ის ადამიანი, ვისაც შეემთხვა, დღესაც ცოცხალია. ტყეში, მონასტრის გარშემო, დათვები ცხოვრობდნენ. ერთ მათგანს შეხვდა მონასტრისკენ მიმავალი ბერი ვიწრო ბილიკზე. დათვი გვერდზე გადგა და გზა დაუთმო მამა პაისს. ამ უკანასკნელმა კი ხელით ანიშნა, რომ გაევლო, მან კი (დათვმა) ფეხი გაიქნია, თითქოს მიანიშნა, გაიარეო. გვიყვებოდა თავად: "მე ვუთხარი: "ხვალ არ გამოჩნდე მონასტერში, რადგან მომლოცველები იქნებიან და შეშინდებიან". - დათვიც დამორჩილდა. ერთი კი, სხვა დათვი, თითქმის ჩაუსახლდა მონასტერში, ხშირად მოდიოდა და მამა პაისი აჭმევდა. ზოგჯერ არ ისმენდა ხოლმე ბერის გაფრთხილებას და დათვი მაშინ ჩნდებოდა, როცა მონასტერში ხალხი იყო. ვინც ხედავდა მას, შიშით კანკალებდა, მათ შორის, ვისაც მონასტერში უნახავს დათვი, იყო კეტი პატერაც. "ღამით ავდიოდი მონასტერში, ფანრით, რომ წირვისთვის მიმესწრო. ხმაური გავიგონე, მივანათე შუქი და ცხოველი შევნიშნე. დიდ ძაღლს მივამსგავსე. მე მომყვებოდა და როცა მივაღწიე მონასტერს, ვკითხე მამა პაისს ძაღლი თუ ჰყავდა. მიპასუხა: "ძაღლია ეს? შეხედე კარგად - დათვია". /მღვდელმონაზონი ისააკი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 04:06 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი