![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#61
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,374 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"გარეგნულად ცრემლი თითქოს მიწიერი არარაობაა, რაც სინამდვილეში ასე არ არის. გონებით საწვდომ სამყაროში ცრემლი - ეს არის ზეციური მოვლენა.
ამ ცრემლით განიბანება სულის შესამოსელი, რაც გაცილებით სუფთა და სპეტაკი ხდება, ვიდრე სინათლეა. ანუ, როდესაც ვიღაც ცრემლს ღვრის უფლისადმი, მისი გონება ნათდება, აზრი კი ნათლდება სინანულის სინათლით" /უცნობი ათონელი ისიქასტი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#62
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,374 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ერთხელ ბერი პაისის [ათონელი] სენაკში მამა დანიელი მივიდა. მან რამდენჯერმე დააკაკუნა კარზე შემდეგი სიტყვებით: "ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა...", მაგრამ პასუხად ჩამიჩუმიც არ ისმოდა კარგა ხანს. ბოლოს, როგორც იქნა, კარი გაიღო. ზღურბლზე სულ მთლად ცრემლიანი ბერი პაისი იდგა. ხელში მას ერთი თავი ხახვი და გამხმარი პურის ნატეხი ეჭირა. "როგორაა შენი საქმეები, მამაო პაისი?", - შეეკითხა მამა დანიელი. "ეჰ, მამაო ჩემო, სადღაა საქმეები..., - მიუგო მან, - აჰა, განა ვერ ხედავ? ვჭამ! სულ ვჭამ და ვჭამ...". როცა ამას ამბობდა, ბერი კბეჩდა ხახვს და პურს, თვალიდან კი წყაროსავით მოედინებოდა ცრემლები.
როგორც ჩანს, ბერი იმდენად ძლიერ გულლმობიერებაში იმყოფებოდა, რომ ვერ შეძლო ცრემლების შეკავება. მაგრამ, როდესაც გაიგონა, რომ მამა დანიელი იყო მასთან მისული, შეეცადა, თავი ხელში აეყვანა, ვინაიდან სტუმრისთვის კარი უნდა გაეღო. და აი, რაკი ცრემლების შეკავებას ვერ ახერეხებდა, მან ოსტატობას მიმართა ხახვის გამოყენებით. მაგრამ მამა დანიელი, რომელმაც ეს ამბავი გვიამბო, რა თქმა უნდა, მიხვდა, თუ რა იყო ბერის ცრემლების ჭეშმარიტი მიზეზი" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th June 2024 - 02:38 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი