წმინდანების დამოკიდებულება ბუნების ქმნილებათა მიმართ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდანების დამოკიდებულება ბუნების ქმნილებათა მიმართ |
marine |
Nov 15 2017, 02:51 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მოგეხსენებათ, რომ ადამი ჰარმონიულ დამოკიდებულებაში იყო ბუნებასთან, მაგრამ სამოთხიდან განდევნის შემდეგ მოხდა დაპირისპირება, თუმცა წმინდანთა ცხოვრებაში გვხვდება შემთხვევები, როცა ცხოველები არათუ ერჩიან წმინდა ადამიანებს, არამედ მეგობრობენ, ემორჩილებიან და თაყვანსაც კი სცემენ მათ.
"განსაცდელის შემდგომ სერგის [რადონეჟელი] ველური მხეცების აღარ ეშინოდა, მისი სენაკის სიახლოვეს ხშირად მოდიოდა მგლების ხროვა და ხან ისე უახლოვდებოდნენ, სამოსსა და ხელებს უყნოსავდნენ ხოლმე". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 11 2024, 01:23 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ბერს [ღირსი პაისი ათონელი] უყვარდა თავისი კალივის ზემოთ ერთ ფერდობზე ასვლა და იქ სკვნილზე ლოცვა. მასთან იქ სტვენიამ დაიწყო მოფრენა. ბერი მას დაუმეგობრდა და სახელიც დაარქვა: ოლეტი, რაც ბედუინების ენაზე "ჩვილს" ნიშნავს. როცა ბერი მას სახელით დაუძახებდა, ის მაშინვე მიფრიდებოდა მასთან, მხარზე დააჯდებოდა და მისი ხელისგულიდან საკვებს კენკავდა. როცა ბერი იქაურობას ტოვებდა, საკვებს ერთ ბრტყელ ქვაზე უტოვებდა, რომლის ქვეშაც მუდმივად ინახებოდა ორ ქილაში ოლეტის საჭმლის მარაგი: ერთი ქილა ბრინჯით იყო სავსე, მეორე - ფეტვით.
ბერი გვიამბობდა: "მე და ოლეტი უკვე ხუთი წელია ვმეგობრობთ. ერთხელ, როდესაც ავად გავხდი და ფერდობზე ვერ ავედი, ოლეტი საჭმელს არ მიეკარა, - ქვაზე რომ დავუტოვე, და ჩემს სენაკთან მოფრინდა ამბის გასაგებად. ამ ბეჩავმა გულლმობიერებაში მომიყვანა. ცხოველებს ესმით ადმიანის მათდამი განწყობა და ამ განწყობის შესაბამისად ურთიერთობენ ჩვენთან. ადამიანი მათთვის ღმერთივითაა. ამიტომ უნდა გვიყვარდეს ისინი, - მათთვის ხომ სხვა სამოთხე არ არსებობს". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 02:04 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი