ავადმყოფობა - სულიერი ზრდის სტიმული |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ავადმყოფობა - სულიერი ზრდის სტიმული |
marine |
May 10 2022, 09:16 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მძიმე სნეულება, საღვთისმეტყველო შეხედულებით, ცვლის ცხოვრებისეულ მწუხარებასაც და ასკეტურ მოღვაწეობასაც. ის ეხმარება "მგლოვარეთა გულითა" რომ ნუგეში მოიხვეჭონ. ამიტომ სხეულისა და სულის ტანჯვა სულიერი სრულყოფის და იმ ნეტარ რეალობასთან დაბრუნების ერთ-ერთი შესაძლებლობაა, რომლის სახელიც ღმერთია. გავიხსენოთ მართალი იობის წიგნი: "ადამიანი სატანჯველად იბადება და ნაპეწკლებივით მაღლა მიისწრაფვის" (იობ. 5;7). მოციქული პავლე გვასწავლის: "მრავლითა ჭირითა ჯერ-არს ჩუენდა შესვლაი სასუფეველსა ღმრთისასა (საქმე 4;22)".
/კ.ვ. ზორინი, "გნებავს რაითა განიკურნო?" გვ. 37/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 11 2024, 07:29 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ერთხელ, როდესაც იგი [ღირსი პაისი ათონელი] წმინდა მთიდან სუროტში ჩავიდა, მასთან შესახვედრად იქ მისულმა ექიმმა თავისი დახმარება შესთავაზა:
- გერონდა, რა გტკივათ? თუ ჩემს ძალებშია, დაგეხმარებით. "მე თიაქარი მაქვს, - მიუგო ბერმა, - მაგრამ საოპერაციოდ დაწოლა არ მინდა. დაე, მქონდეს რაღაც ტკივილი. თუ შენ რამე გტიკვა, თუ შენ იტანჯები და არ თხოვ ღმერთს მის შემსუბუქებას, არამედ სულ სხვა რამეს ითხოვ მისგან, - ეს უკვე დიდი საქმეა. ასეთ შემთხვევაში ღმერთი განსაკუთრებით ისმენს იმის ლოცვას, ვინც თავად იტანჯება, მაგრამ ამ დროს სხვის განკურნებას ითხოვს". მისი ასეთი მდგომარეობა რამდენიმე წელი გრძელდებოდა. ბერი წარმოუდგენელ ტკივილებს ითმენდა, თუმცა გარეგნულად ამას არ იმჩნევდა. მარჯვენა გვერდზე დაწოლა უკვე აღარ შეეძლო. თავის სამონაზვნო კანონს ასრულებდა, მაგრამ ძნელად და დიდი ტკივილებით" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 04:08 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი