თამბაქოს მავნეობა, მასალები ამ თემის ირგვლვ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
თამბაქოს მავნეობა, მასალები ამ თემის ირგვლვ |
lingvo |
Dec 26 2007, 11:58 PM
პოსტი
#1
|
ვახტანგი ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 |
http://files.ge/file/84075/tambaqos-kontroli-ppt.html
პრეზენტაცია თამბაქოს ისტორიის, კონტროლის, მავნეობის და ა.შ. შესახებ -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
marine |
Jan 14 2024, 09:16 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ცნობილია ბევრი შემთხვევა, როცა თავგამოდებული თამბაქოს მწეველები ბერის [ღირსი პაისი ათონელი] წყალობით მოწევას თავს ანებებდნენ. სიტყვები, რომლებსაც ბერი ამ ადამიანებს ეუბნებოდა, მხოლოდ რჩევა არ იყო; მის სიტყვებს ძალა ჰქონდა. ეს სიტყვები ადამიანში თამბაქოსადმი ზიზღს იწვევდა და მოწევის სურვილი ურქრებოდათ. მაგრამ მსგავს შემთხვევებში ბერი ადამიანებს უფრო ლოცვებით ეხმარებოდა, ვიდრე სიტყვებით.
აქვე მოვიყვანთ ერთი ადამიანის მოწმობას, რომელმაც არჩია თავისი სახელი არ გაემხილა: "წმინდა მთაზე იმიტომ მივედი, რომ ბერი გავმხდარიყავი, მონასტერში სკუფია* (*წმინდა მთის მონასტრებში დამწყები მორჩილები მხოლოდ სკუფიას ატარებენ, კაბის გარეშე) არ მომცეს, რადგან მოწევას თავი ვერ დავანებე. იმ დროს დღეში ორ ყუთ სიგარეტს ვეწეოდი. ვცდილობდი, როგორც შემეძლო, ვხევდი ყუთებს, ვაგდებდი სიგარეტებს, მაგრამ... მეორე დღეს ვეძებდი სანაგვე ყუთებში და კვლავ ვეწეოდი. მრცხვენოდა ყოველივე ამის მოყოლა, მაგრამ მაინც მივედი ბერთან და ყველაფერი მოვუყევი. ბერმა მიპასუხა: "ნუ გეშინია, ადგები", - ამ სიტყვებით მან მანუგეშებლად დამკრა ხელი მხრებზე. ჩვენი საუბარი შედგა დილის ათ საათზე. იმ დღეს საღამომდე არც კი გამხსნეებია სიგარეტი. იმ მომენტიდან, ბერის ლოცვებით, მოწევას თავი დავანებე. აღვიკვეცე ბერად. ეს ჩემთვის სასწაული იყო". სხვა მომლოცველის მონათხრობი: "როდესაც ბერთან მივედი და მასთან ეზოში ვიჯექით, მე სიგარეტი ამოვიღე და მოვუკიდე. იმ დროს დღეში სამ ყუთს ვეწეოდი, ამიტომ სრულიად მექანიკურად მოვუკიდე. ბერი მომიახლოვდა, სიგარეტი პირიდან გამომიღო და მითხრა: "აი, რა: ახლა შენ უკვე იქამდე აღარ მოწევ, ვიდრე გერმანელები არ მოიგონებენ ისეთ ხელსაწყოს, რომელიც ფილტვებს გაწმენდს". ღამის გასათევად წავედით, სადაც უცებ გავაცნობიერე, რომ უკვე სამი საათი გავიდა, რაც არ მომიწევია. მაგრამ მოწევის სურვილიც აღარ მქონდა. ბერთან იმ საუბრის შემდეგ სიგარეტი ერთხელ და სამუდამოდ გადავაგდე". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 05:02 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი