წმინდანების მეოხება სნეულების დროს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდანების მეოხება სნეულების დროს |
marine |
Oct 11 2022, 07:33 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"წიგნში წავიკითხე მეუფე იოანეს [მაქსიმოვიჩი] შესახებ, რომელიც ადამიანებს განსაცდელისას ეხმარება; მეც წმინდანს დახმარებისთვის მივმართე და შეწევნამაც არ დააყოვნა:
ღრძილთან ძვალი გამომეზარდა. საშინელი ტკივილი დამეწყო. მე დავიწყე წმ. იოანესადმი ტროპარის კითხვა. წავისვი მისი წმიდა ნაწილებზე ნაკურთხი ზეთი; მივიდე წმინდანის ფოტო მტკივნეულ ადგილზე. თავადაც ვერ მივხვდი, როგორ გამიარა ტკივილმა - შევამოწმე, აღმოჩნდა, რომ ღრძილიდან ამოზრდილი ძვალი აღარ ჩანდა, ვერც კი მივხვდი, სად უნდა გამქრალიყო, ღრძილი კი დამცხრომოდა. სულ მალე გადავიღე რენტგენი და გავარკვიე, რაც მოხდა, მაგრამ, რაც მთავარია, ტკივილი აღარ მაწუხებდა, ისე, რომ ამ მხარეს ჭამაც კი შემეძლო - ეს ჩემთვის სასწაულია! მეუფე იოანე ყოველთვის მეხმარება, როგორც კი მის მიმართ წავიკითხავ ლოცვებს, თითქოს მთელი ძალით ჩამოვეკიდე მის მანტიას - დაე, მაპატიოს მეუფემ. მე მადლიერი ვარ წმიდა მეუფეების იოანესი, სპირიდონის, ნიკოლოზის, ასევე მოწამე მეფის ოჯახის, ნეტარი ქსენიასი და მატრონასი, და ყველა წმინდანისა, რომლებიც ღვთისა და ყოვლადწმიდას წინაშე ჩვენ ცოდვილთა მეოხნი არიან". /მხევალი ღვთისა ფოტინე, 2020, ივლისი/ "როცა მამა არსენთან [კაბადოკიელი] ავადმყოფი მიჰყავდათ, ის არასოდეს ინტერესდებოდა, მის წინ ვინ იდგა, თურქი თუ ქრისტიანი, მაგრამ ჰკითხავდა, რითი იყო კაცი ავად, რათა მისთვის შესაბამისი ლოცვა წაეკითხა. საღმრთო მადლის ძალით სნეულების განკურნებით, იგი თურქებს ჩვენი სარწმუნოების ძალას აჩვენებდა და ამგვარად აიძულებდა მათ პატივი ეცათ მართლმადიდებლობისთვის. ერთხელ, თავისი მედავითნისა და თანაშემწის, პროდრომოსის თანხლებით სოფლების შემოვლისას მამა არსენი დაბა სინასოსში მივიდა. ადგილობრივმა თურქებმა აუკრძალეს მას ქრისტიანებთან შეხვედრა. მამა არსენს მათთან კამათი არ დაუწყია, მხოლოდ პროდრომოსს უთხრა: - წავიდეთ და ნახავ, როგორ გამოგვეკიდებიან თურქები. ნახევარი საათი იარეს, მერე კი ჰაჯიეფენდი შეჩერდა, მუხლნი მოიდრიკა და ხელები ლოცვით ზეცისკენ აღაპყრო. თუ აქამდე მშვიდი ამინდი იყო, უეცრად ღრუბელი მოგროვდა და კოკისპორული წვიმა წამოვიდა, რომელსაც გრიგალი ახლდა. სოფელ სინასოსს მეხი არყევდა. თურქები მაშინვე მიხვდნენ თავიანთ შეცდომას და ორი ზეფთია (ცხენოსანი შიკრიკი) დაადევნეს მამა არსენს. ზეფთიები მუხლებში ჩაუვარდნენ მას, მთელი სოფლის სახელით ბოდიში მოუხადეს და უკან დაბურნება სთხოვეს. მამა არსენმა მათ აპატია და სინასოსში დაბრუნდა. სოფელს ოთხივე მხარეს ჯვარი გადასახა, ქარიშხალი შეწყდა და კვლავ მზემ გამოანათა" "უდიდესი წმინდა მამა სვიმეონ მესვეტე ღვთისაგან ბოძებული ძალით სასწაულებრივად კურნავდა ადამიანებს, მაგრამ ამ დროს თვითონ ცალი ფეხი დამპალი ჰქონდა და მასზე მატლი ეხვია. ერთხელ ერთ-ერთმა მომლოცველმა მისი სნეული ფეხის ხილვისას თქვა, - ეს რომ წმინდანი იყოს, ასეთ დღეში როგორ იქნებოდა, სხვა როგორ განკურნავს, როდესაც საკუთარი თავი ვერ განუკუნავსო. ამ დროს მას ხელში სვიმეონ მესვეტის ფეხიდან გადმოვარდნილი მატლი ჩაუვარდა და ბრილიანტად იქცა. წმინდა სვიმეონი ამ განსაცდელის გამო მადლობდა ღმერთს" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 15 2024, 12:58 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სალინიკელმა კბილის ექიმმა ე.ა.-მ ასეთი ამბავი მოგვითხრო: "ძალიან დადარდიანებული და წყობიდან გამოსული ვიყავი ჩემი ორი ბავშვის ავადმყოფობის მიზეზით; ასეთ მდგომარეობაში მივედი წმიდა მთაზე მამაოსთან - ბერ პაისთან [ათონელი] - შესახვედრად. კარი გაიღო და იგი ზღურბლზე გამოჩნდა. მან გამოგვიცხადა: "ბიჭებო, მე შემიძლია თითოეულ თქვენგანს დავუთმო ერთი-ორი წუთი, - მეტი არა...".
როდესაც მეოთხე მომსვლელთან საუბარი დაამთავრა, ბერი ჩემკენ მობრუნდა და მითხრა: "აბა, ევანგელოსო, როგორაა შენი საქმეები?" მანამდე ის არ მიცნობდა, პირველად მივედი მასთან. მივუახლოვდი და ვუთხარი: "მამაო, მე ორი წუთი არ მეყოფა. მეტი დრო მჭირდება, რადგან საშინელ მდგომარეობაში ვარ. მე მოვედი იმის სათქმელად, რომ მზად ვარ ავაფეთქო სამი საღვთო ტაძარი. უთხარი ღმერთს, რომ თავი დაანებოს ჩემი ბავშვების ტანჯვას. რა დაუშავეს მას ჩემმა შვილებმა?" ბერმა ყურადღებით მომისმინა და მითხრა: "მომისმინე ევანგელოსო (მან მეორედ მომმართა სახელით, თუმცა მანამდე ერთმანეთს არ ვიცნობდით), შენი შვილები გამოჯანმრთელდებიან". ამის შემდეგ მაჩუქა ხეზე თავისი ხელით ამოკვეთილი ჯვარი. მასში მოთავსებული იყო წმინდა არსენ კაბადოკიელის წმინდა ნაწილი. ასე შედგა ჩვენი ნაცნობობა ჩემს საყვარელ მოძღვართან. ჩემი ქალიშვილი ფსორიაზით იყო დაავადებული. ყოველ ორ-სამ დღეში მის სხეულს ზემოდან ქვემოთ ტყავი ძვრებოდა - როგორც გველს ძვრება ხოლმე. ბერის ნახვის შემდეგ თხუთმეტი დღე გავიდა. შევამჩნიე, რომ ამ დროის განმავლობაში მას ავადმყოფობის არავითარი ნიშანი არ გამოვლენია, გარდა ერთი მუწუკისა მუხლზე. მე კვლავ გავემგზავრე წმიდა მთაზე ბერისთვის მადლობის გადასახდელად. თან პირსახოცი წავიღე, რომ მადლიერების ნიშნად მისთვის ფეხები დამებანა, თუმცა მან ამის უფლება არ მომცა. მე მას შევესწარი ბაღში მუშაობისას და ვიდრე რამეს შევეკითხებოდი, თვითონ მომმართა: "აბა, ევანგელოს, რისთვის მოხვედი, რა უნდა მითხრა? ის ხომ არა, რომ შენს ქალიშვილს მუხლზე მუწუკი დარჩა? ღმერთმა ეს იმიტომ დაუტოვა, რომ არ დაივიწყოს გადატანილი ავადმყოფობა". ჩემი ვაჟიც სერიოზული ქრონიკული ავადმყოფობით იყო დაავადებული. რითი დამთავრდებოდა მისი ავადმყოფობა - არავინ იცოდა. ექიმები პროგნოზს ვერ იძლეოდნენ. და აი, მესამედ მივედი ბერთან, თან ჩემი ვაჟიშვილი წავმიყვანე. მონასტერში, სადაც გზად შევიარეთ, მონაზვნები მეკითხებოდნენ: "რატომ სძინავს შენს შვილს?" ისეთი გამოხედვა ჰქონდა, მძინარე გეგონებოდათ. მამა პაისიმ როგორც კი დაგვინახა, ბიჭს უთხრა: "აი, ყოჩაღ, კეთილი იყოს შენი მოსვლა". მის ეზოში ერთი დიდი, მძიმე ქვა იდო. შემდგომში მე დავაპირე ამ ქვის აწევა და ადგილიდან ვერ დავძარი. ბერი ეუბნება ჩემს ვაჟს: "აბა ნახე, შეგიძლია ეს ქვა აწიო?" ბიჭმა მიირბინა ქვასთან და.. ხელში აიღო! შეიძლება ამის დაჯერება? ბერი ჩემი ვაჟის გვერდით მუხლებზე დადგა - მათი თავები თითქმის ერთმანეთს გაუსწორდნენ - და უთხრა: "ამიერიდან არანაირი ავადმყოფობა აღარ გექნება". როდესაც ბერი ამ სიტყვებს ამბობდა, ბავშვის თვალები უცებ გაიღო. ის უკვე აღარ ჩანდა მძინარე, როგორსაც მას ვხედავდი ხოლოე ორი-სამი წლის განმავლობაში. "იმ ქვასთან ერთად, რომელიც მასნ ხელში აიღო და მერე ძირს დადო, მისი ავადმყოფობაც განვარდა მისგან და დატოვა იგი", - თქვა ბერმა. მართლაც, იმ დღიდან ჩემი ვაჟი, დიდება ღმერთს, თავს მშვენივრად გრძნობს". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 09:17 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი