კ ი ბ ო |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კ ი ბ ო |
marine |
Dec 4 2018, 10:14 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მამა პორფირე კავსოკალიველი ამბობდა: ვმადლობ ღმერთს, რომელმაც ბევრი სნეულება მიბოძა. ხშირად ვეუბნები მას: "ქრისტე ჩემო, შენი სიყვარული უსაზღვროა!" ის, რასაც ვხედავ, სასწაულია. ჩემს სნეულებათა შორის კიბოც არის - ჰიპოფიზის კიბო მაქვს. იქ გაჩენილი სიმსივნე მხედველობის ნერვს აწვება და უკვე ვეღარ ვხედავ.
ტკივილი უფრო და უფრო მძაფრდება, მაგრამ ვლოცულობ, მოთმინებით ავიღე ქრისტეს ჯვარი. ენა გამეზარდა. ადრე ასეთი არ იყო. ესეც კიბოსგანაა, რომელიც თავში მაქვს. რაც დრო გადის, მდგომარეობა უარესდება. ის გაიზრდება და საუბარი გამიჭირდება. ძალზე ძლიერია ეს ტკივილი, ვიტანჯები, მაგრამ ჩემი ავადმყოფობა მშვენიერია. მე მას ვიღებ, როგორც ქრისტეს სიყვარულს. გული მემუსრება და ვმადლობ ღმერთს. ეს ჩემი ცოდვების გამოა. ცოდვილი ვარ და ღმერთი ჩემს განწმენდას ცდილობს. როცა 16 წლის ვიყავი, ღმერთს მძიმე სნეულება ვთხოვე, კიბო, რათა მისი სიყვარულისთვის მეტანჯა და განმედიდებინა იგი ტანჯვისას. დიდხანს ვლოცულობდი ასე. მოძღვარმა მითხრა, ეს ეგოიზმია და ღმერთს ამგვარად არ უნდა აიძულებდეო. ღმერთმა იცის, რაც უნდა გააკეთოს. ამგვარად ლოცვა შევწყვიტე. მაგრამ ღმერთმა არ დაივიწყა ჩემი თხოვნა და ამდენი წლის მერე ამგვარი ქველმოქმედება გამოიჩინა ჩემზე! ღმერთს არ ვთხოვ იმის აღებას, რისი მოცემაც ვთხოვე. მახარებს ის, რაც მაქვს და რომ ჩემი დიდი სიყვარულით ვეზიარები უფლის ვნებებს. ღმერთი აღმზრდის მე, "რამეთუ რომელი უყუარნ უფალსა, სწავლის; და ტანჯის" (ებრაელთა 12,6). ჩემი სნეულება განსაკუთრებული კეთილმოწყალებაა ღვთისა, რომელიც მომიწოდებს, მისი სიყვარულის საიდუმლოში შევიდე და უფლის მადლის დახმარებით ვეცდები, ვუპასუხო ამ სიყვარულს." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 15 2024, 01:23 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ბატონ მათე გოლიასის მოწმობა ქალაქ იანინიდან: "თებერვალი იდგა, როდესაც მე და ჩემმა მეგობარმა ბერი [ღირსი პაისი ათონელი] მოვინახულეთ. მასთან ჩვენი პრობლემებით მივედით. მახსოვს, დიდი თოვლი იდო. მე შარდის ბუშტი მტკიოდა და სისხლს ვშარდავდი. შარდის ბუშტში რაღაც პაპილომები აღმომიჩინეს, თუმცა, არ ვიცოდი, კიბო იყო ეს თუ კეთილთვისებიანი წყლული. "ტკივილები მაქვს, - გერონდა, - და როცა ვშარდავ, სისხლი მსდის", - ვუთხარი ბერს.
ჩემს მეგობარს კი საშინელი თავის ტკივილები ჰქონდა და ამის გამო, ორ სიტყვასაც ვერ უყრიდა თავს. ბერმა თავისი კალივის პატარა ეკლესიაში შეგვიყვანა. მან ამოიღო წმინდა არსენის წმინდა ნაწილები და მთელი ტაძარი ენითგამოუთქმელი კეთილსურნელებით აივსო. ზუსტად იმ მომენტში, როდესაც ბერმა წმინდა ნაწილებით ჩემს მეგობარს ჯვარი გადასახა, მისი თავის ტკივილები გაუქრა. როცა ბერი საკურთხევლიდან გამოდიოდა ხელში წმინდა ნაწილებით და სკუფიის გარეშე, იგი ნათელით იყო გადავსებული და ფრიად ხარობდა. მე თვალებიდან წყაროს წყალივით მდიოდა ცრემლი. ბერმა ჯვარი გადამსახა და მითხრა: "შენ კიბოსი გეშინია, მაგრამ არა გაქვს კიბო. როდესაც სახლში დაბრუნდები, საავადმყოფოში მიდი და სთხოვე, ეგ პაპილომები მოგიწვან". მართლაც, ყველაფერი ზუსტად ასე მოხდა. ექიმმა მითხრა: "ყოველ ექვს თვეში მოგიწვავთ ამ წყლულს". თუმცა, სულ ერხელ გავიკეთე მოწვა და მეტი აღარ მივსულვარ ექიმთან; შარდის ბუშტის ტიკვილს მას შემდეგ აღარ შევუწუხებივარ". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 03:16 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი