ნაყროვანება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ნაყროვანება |
marine |
Aug 8 2022, 07:12 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"თავდაპირველად ნაყროვანებაში პირველი ადამიანები ჩაცვივდნენ, იხმიეს ის, რაც მათთვის დაწესებული არ იყო. აქედან გამოდინარე, ადამიანს ნაყროვანებად ეთვლება უზომო ჭამა-სმა, ანუ სიმაძღრე"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 23 2024, 09:26 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"თუ ადამიანი თავშეკავებით არ ცხოვრობს, ცხიმის დიდ მასას დაატარებს. მაგრამ, თუ თავს იკავებს და მხოლოდ იმდენს ჭამს, რამდენიც აუცილებელია, მისი ორგანიზმი საჭმელს წვავს და ხორცს ცხიმი აღარ ეკიდება.
მრავალფეროვანი საჭმელი ტვირთავს კუჭს და მადას აძლიერებს. გარდა ამისა, ბევრი ჭამა ადამიანს ადუნებს და ხორციელად აღაგრზნებს. თუკი ტრაპეზზე მხოლოდ ერთი კერძია და ისიც - არცთუ გემრიელი, მაშინ ადამიანმა შესაძლოა, ბოლომდე არც კი შეჭამოს, ხოლო, თუკი საჭმელი გემრიელია და კაცს გემოთმოყვარეობა გაიტაცებს, - შეიძლება, ცოტა ზედმეტი მოუვიდეს. როდესაც ხედავ, რომ წინ გიდევს თევზი, სუპი, კარტოფილი, კვერცხი, სალათი, ყველი, ხილი და ტკბილეული, გინდება, ყველაფერი ეს შეჭამო და დამატებასაც ითხოვ. მადა აღგეძვრება როგორც ერთის, ისე მოერის მიმართ. შეჭამ ერთს და მოგინდება მეორე - მის გვერდით რომ დევს. და აბა დააკვირდი: ადამიანს ხომ მოყვასის მიერ ნათქვამი ერთი უბრალო სიტყვის მოთმენაც კი არ შეუძლია. საწყალი კუჭი კი ითმენს და ამუშავებს ყველაფერს, რასაც ჩააყრიან. რატომ არ ვეკითხებით, შეუძლია მას ამდენი მონელება? ანუ კუჭი, რომელსაც გონების ნასახი არ გააჩნია, სათნოებებით ჩვენ აღგფემატება. ის ყველაფრის გადამუშავებას ცდილობს. ხოლო, თუკი ჩვენს მიერ შეჭმული სხვადასხვა საჭმელი შეუთავსებელია, ისინი ერთმანეთთან "ჩხუბს" იწყებენ. მაშინ რაღა დარჩნია კუჭს? მას საჭმლის მოუნელებლობა ეწყება" /ღირსი პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 04:12 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი