ავადმყოფობა - სულიერი ზრდის სტიმული |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ავადმყოფობა - სულიერი ზრდის სტიმული |
marine |
May 10 2022, 09:16 PM
პოსტი
#21
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მძიმე სნეულება, საღვთისმეტყველო შეხედულებით, ცვლის ცხოვრებისეულ მწუხარებასაც და ასკეტურ მოღვაწეობასაც. ის ეხმარება "მგლოვარეთა გულითა" რომ ნუგეში მოიხვეჭონ. ამიტომ სხეულისა და სულის ტანჯვა სულიერი სრულყოფის და იმ ნეტარ რეალობასთან დაბრუნების ერთ-ერთი შესაძლებლობაა, რომლის სახელიც ღმერთია. გავიხსენოთ მართალი იობის წიგნი: "ადამიანი სატანჯველად იბადება და ნაპეწკლებივით მაღლა მიისწრაფვის" (იობ. 5;7). მოციქული პავლე გვასწავლის: "მრავლითა ჭირითა ჯერ-არს ჩუენდა შესვლაი სასუფეველსა ღმრთისასა (საქმე 4;22)".
/კ.ვ. ზორინი, "გნებავს რაითა განიკურნო?" გვ. 37/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 24 2024, 01:55 PM
პოსტი
#22
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
" - წმიდაო მამაო, ავადმყოფობა ყოველთვის რგებს ადამიანს?
- დიახ, მას ყოველთვის უდიდესი საარგებლობა მოაქვს. ავადმყოფობები დიდად ეხმარება იმ ადამიანებს, ვინც სათნოებებს არ ფლობენ, რათა ამით მოალმობიერონ (მოისყიდონ) ღმერთი. ჯანმრთელობა ეს უდიდესი საქმეა. მაგრამ იმ სიკეთეს, რაც ადამიანისათვის სნეულებას მოაქვს, მას ჯანმრთელობა ვერ მისცემს. სნეულებას ადამიანისათვის სულიერი სიკეთე მოაქვს. ის ადამიანს ცოდვისაგან განსწმენდს, ზოგჯერ კი მისთვის ზეციური ჯილდოს "გარანტიას" წარმოადგენს. ადამიანის სული ოქროს გავს, ხოლო სნეულება ის ცეცხლია, რომელიც ამ ოქროს განწმენდს. აბა ნახე, ქრისტემ პავლე მოციქულსაც ხომ უთხრა: "ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ-იქმნების". რაც უფრო იტანჯება ადამიანი ავადმყოფობისაგან, მით უფრო სუფთა და სპეტაკი იქმნება იგი. ოღონდაც იგი უნდა ითმენდეს და სნეულებას სიხარულით იღებდეს. ერთადერთი, რაც ზოგიერთი ავადმყოფობისას გვმართებს, არის მცირეოდენი მოთმინება. ღმერთი ავადმყოფობას იმისთვის უშვებს, კაცი ნაკლულევანებათაგან განწმინდოს. ხორციელი სნეულება ხომ სულიერი სნეულების განკურნებაში ეხმარება. ხორციელი სნეულება ადამიანში სიმდაბლეს ბადებს და ამგვარად მისი სულიერი სნეულებების ნეიტრალიზებას ახერხებს. ღმერთი ყველაფრიდან ადამიანისთვის სასიკეთო შედეგს იღებს. ყველაფერი, რასაც ის დაუშვებს, ჩვენთვის სულიერად სასარგებლოა. მან იცის, რა არის აუცილებელი თითოეული ჩვენგანისთვის და ამის შესაბამისად მოგვივლენს სნეულებებს იმისთვის, რომ მათი საშუალებით მივიღოთ ზეციური საზღაური, ანდა ამისთვის, რომ ამ სნეულებებით ცოდვები ვზღათ" /ღირსი პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 03:28 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი