"იგავს უფალმა იესომ ახალი სული ჩაუდგა", ი გ ა ვ ე ბ ი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
"იგავს უფალმა იესომ ახალი სული ჩაუდგა", ი გ ა ვ ე ბ ი |
marine |
Jan 29 2016, 08:48 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"იგავი არის მოკლე ალეგორიული მოთხრობა, რომელიც მკითხველს ზნეობრივ-დამრიგებლურ დასკვნას სთავაზობს.
იგავის მეშვეობით ადამიანი გადაკვირით, ნართაულად, ქარაგმულად ამბობს თავის სათქმელს. იგავი მხოლოდ გონებასა და ჭკუაზე კი არ მოქმედებს, არამედ მსმენელის გულსა და წარმოსახვაზეც ახდენს გავლენას". "ნეტარი იერონიმე შენიშნავს, რომ აღმოსავლეთში იმ დროისთვის იგავი უკვე საყოველთაოდ აღიარებული, ყველაზე საყვარელი და რჩეული ფორმა იყო ზნეობრივი ჭეშმარიტების გამოსახატავად. სირიელები და პალესტინელები, თურმე, ყოველ სიტყვას იგავს დაურთავდნენ ხოლმე, რათა მსმენელს მსგავსებითა და მაგალითით იოლად დაემახსოვრებინა ის, რასაც ჩვეულებრივ თხრობით ძნელად იმახსოვრებდა. ჩვენმა უფალმა ახალი ფორმის ძიების ნაცვლად ნაცნობი და ყველასათვის ხელმისაწვდომი იგავური ფორმა გამოიყენა თავისი სათქმელის გარესამოსად". /სასულიერო აკადემიის პედაგოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მარიამ (დოდო) ღლონტი/ ვისაუბროთ უფლის ყველა იგავზე... -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 25 2024, 07:48 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"იგავი უძველესი დროიდან იყო ადამიანისათვის ცხოვრების აზრის შესახებ ცოდნის გადმოცემის ერთ-ერთი განსაკუთრებული საშუალება. ყოველდღიური ყოფითი ცხოვრების მაგალითებზე იგავები გვეხმარება, შეივსწავლოთ ან გაივხსენოთ ისეთი აუცილებელი და მარადიული ჭეშმარიტებანი, როგორიცაა ღმერთისა და მოყვასის სიყვარული, ყველაფერში ზომიერების დაცვა, ჰარმონიულად ცხოვრება ყოვლის შემოქმედთან, ერთმანეთთან, ბუნებასთან.
იგავი არის სიტყვის ხელოვნება, შეძრას მკითხველის გული და მიანიჭოს წვდომა სტრიქონებს შორის დაფარული სიბრძნის მარცვლისა, დააფიქროს ადამიანის დანიშნულებისა და მოწოდების აზრზე, შეასწავლოს სიკეთის, სიყვარულისა და გულლმობიერების უმოკლესი გზები" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 04:32 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი