სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| marine |
Jan 8 2024, 04:00 PM
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,013 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მამა პაისს [ათონელი] მიაჩნდა, რომ ტელევიზორი დამანგრეველ გავლენას ახდენდა ბავშვებზე და ახალგაზრდებზე. ტკივილით საუბრობდა ისეთ მშობლებზე, ვინც საკუთარი სიმშვიდისათვის შვილებს სწირავდა საათობით ტელევიზორის საყურებლად, შედეგად კი მათი სული, გონება და სხეული ირყვნებოდა. მშობლებს ურჩევდა ტელევიზორის ნაცვლად სხვა რამ მიეცათ შვილებისთვის, სულიერი საზრდოთი ეკვებათ. (მოეთხროთ წმინდანთა ცხოვრებაზე, ესწავლებინათ ხატების და სიწმინდეების თაყვანისცემა). ტელევიზორი მარტო მთვარემდე აღწევს, სულიერი ტელევიზორი კი ღმერთამდე ადის".
ამ თემაზე ესაუბრებოდა მამა პაისი ერთ მასწავლებელს და მოსწავლეებს. მასწავლებელმა გაიფიქრა: "კეთილი, სხვა გადაცემებს არ ვუყურებ, მხოლოდ ახალ ამბებს", სწორედ ამ გაფიქრებისას მოუბრუნდა მამა პაისი და უპასუხა: "არც ინფორმაციას" და კვლავ განაგრძო ბავშვებთან საუბარი" /მღვდელმონაზონი ისააკი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
| marine |
Jan 28 2024, 07:30 PM
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,013 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ერთხელ, ძალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე, მასწავლებელმა თავის მესამეკლასელებს დაავალა, თოვლის პაპისადმი თავიანთი სურვილი დაეწერათ.
მოვიდა სახლში და დაიწყო ბავშების ნაწერების შემოწმება. ერთი ბავშვის რვეულმა ის ძალიან გაანაწყენა, მწყობრიდან გამოიყვანა. მან რამდენჯერმე გადაიკითხა ბავშვის წერილი, სადაც ის თოვლის პაპას სასწაულს სთხოვდა. არა, ის შეცდომებს არ ეძებდა ნაწერში, - ამას უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. ოთახში ქმარი შემოვიდა. - რა მოგივიდა, ძვირფასო, რატომ ხარ ასე უხასიათოდ? - აი, წაიკითხე, გეთაყვა, - და ქმარს წერილი გაუწოდა. "ჩემო საყვარელო თოვლის პაპავ! ბევრს არაფერს გთხოვ, მხოლოდ ერთი სათხოვარი მაქვს: გადამაქციე ცოტა ხნით ტელევიზორად. მე ძალიან მინდა, რომ ჩემი მშობლები საღამოობით ერთად შეიკრიბონ და გულისყურით მომისმინონ. მამა რომ სახლში მოვა, მე შემეკითხოს - რა ხდება ახალი ამქვეყნად; ხოლო დედიკო, როდესაც მოეწყინება, ჩემთან მოდიოდეს და ჩემთან ურთიერთობით მშვიდდებოდეს; მსურს, რომ ისინი ჩემით ხარობდნენ, როგორც ახალი ტელევიზორით, რომელსაც ახალ ჩვენს ოთახში თითქმის მთელი კედელი უკავია. მე ცოტათი გავიწეოდი, რომ ნაძვის ხისთვისაც ადგილი მოიძებნოს. მე ძალიან მინდა, ცოტა ხნით მაინც ვიცხოვრო ტელევიზორის ცხოვრებით, რომელიც ასეთ დიდ ყურადღებას იმსახურებს ჩემი მშობლების მხრიდან". - საწყალი ბავშვი, ნუთუ არსებობენ ასეთი მშობლები! - აღშოფთდა მასწავლებლის მეუღლე. ცოლმა მას ცრემლით სავსე თვალები მიაპყრო: - ჩემო კარგო, ეს ჩვენმა შვილმა დაწერა..." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine ტელევიზორის და მისთანანის დამანგრეველი გავლენა Jan 8 2024, 04:00 PM
marine "ცხოვრებაში ყველ... Feb 15 2024, 11:53 AM
marine "ტელევიზორი - ეს ს... Apr 2 2024, 08:34 PM
marine "არის ლოცვასთან ს... Apr 4 2024, 04:10 PM
marine "წმიდა მამები ეშმ... Apr 10 2024, 05:17 PM
marine "... ამას ემატება შ... May 7 2024, 07:22 PM
marine "მართლმადიდებლე... May 26 2024, 03:15 PM
marine "მოვა დრო, როცა ეშ... Jul 21 2024, 09:44 PM
marine "განსაკუთრებით ფ... Aug 19 2024, 09:30 PM
marine "- მე ასევე მაკრიტ... Jan 22 2025, 08:49 PM
marine "ტელევიზია დღეს ა... Jan 25 2025, 08:09 PM
marine "თუ მშობლები ღვთი... Jan 27 2025, 02:12 PM
marine "ტელევიზორი გვთა... Jan 27 2025, 08:06 PM
marine "მეცნიერებამ ასე... Jan 27 2025, 08:20 PM
marine "სატელევიზიო პრო... Aug 6 2025, 05:31 PM
marine " - ჩემს ვაჟს შეუძლ... Aug 10 2025, 09:06 PM
marine "ხაზგასმით ვამბო... Sep 19 2025, 02:27 PM
marine "თითოეული ქალიშვ... Sep 21 2025, 03:10 PM
marine "მონიტორის ეკრან... Sep 22 2025, 03:40 PM
marine "იმ სახლებში, სად... Oct 13 2025, 04:16 PM
marine "ტელევიზორი დიდი ... Oct 13 2025, 06:34 PM
marine "ტელევიზორი - ეს ა... Oct 15 2025, 01:50 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 30th October 2025 - 09:01 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი