"იგავს უფალმა იესომ ახალი სული ჩაუდგა", ი გ ა ვ ე ბ ი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
"იგავს უფალმა იესომ ახალი სული ჩაუდგა", ი გ ა ვ ე ბ ი |
marine |
Jan 29 2016, 08:48 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"იგავი არის მოკლე ალეგორიული მოთხრობა, რომელიც მკითხველს ზნეობრივ-დამრიგებლურ დასკვნას სთავაზობს.
იგავის მეშვეობით ადამიანი გადაკვირით, ნართაულად, ქარაგმულად ამბობს თავის სათქმელს. იგავი მხოლოდ გონებასა და ჭკუაზე კი არ მოქმედებს, არამედ მსმენელის გულსა და წარმოსახვაზეც ახდენს გავლენას". "ნეტარი იერონიმე შენიშნავს, რომ აღმოსავლეთში იმ დროისთვის იგავი უკვე საყოველთაოდ აღიარებული, ყველაზე საყვარელი და რჩეული ფორმა იყო ზნეობრივი ჭეშმარიტების გამოსახატავად. სირიელები და პალესტინელები, თურმე, ყოველ სიტყვას იგავს დაურთავდნენ ხოლმე, რათა მსმენელს მსგავსებითა და მაგალითით იოლად დაემახსოვრებინა ის, რასაც ჩვეულებრივ თხრობით ძნელად იმახსოვრებდა. ჩვენმა უფალმა ახალი ფორმის ძიების ნაცვლად ნაცნობი და ყველასათვის ხელმისაწვდომი იგავური ფორმა გამოიყენა თავისი სათქმელის გარესამოსად". /სასულიერო აკადემიის პედაგოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მარიამ (დოდო) ღლონტი/ ვისაუბროთ უფლის ყველა იგავზე... -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 29 2024, 08:42 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ჯეჯილი და ღვარძლი
"დათესილია საღი, კეთილი თესლი, მაგრამ მოვიდა მტერი და დათესა ხორბალს შორის ღვარძლი - ეკალ-ბარდი. ეკლესიის მაგალითზე ღვარძლი არის მწვალებლობები და განხეთქილებები, ხოლო თითოეული ადამიანის შემთხვევაში ეს არის ცუდი აზრი, გრძნობა, სურვილი, ვნება. ადამიანი ღვთის სიტყვის კეთილ თესლს იღებს, გადაწყვეტს წმინდად ცხოვრებას და იწყებს მცნებების შესაბამისად მოქმედებას. როდესაც ასეთი ადამიანი დაიძინებს, ანუ შეასუსტებს გულისხმისყოფას, საკუთარი თავისადმი ყურადღებას, მაშინ მოდის ცხონების მტერი და შთააგონებს მას ცუდ აზრებს. ეს აზრები კი, თუ თავადვე არ იქნა უარყოფილი, თანდათან მწიფდება და იქცევა სურვილებად და განწყობად, და ქმნის შესაბამისი ჩანაფიქრებისა და საქმეების წრეს იმგვარად, რომ შეერევა ხოლმე კეთილ საქმეებს, გრძნობებს, აზრებს. ასე ერთად არის მოსავლის აღებამდე - მკამდე. მკა - ეს არის სინანული. უფალი უგზავნის ადამიანს თავის ანგელოზებს - გულშემუსვრილობისა და ღვთის შიშის გრძნობას. ისინი მოდიან, როგორც ცელი და ცეცხლი: ცელავენ ყოველგვარ ღვარძლსა და წვავენ მტკივნეული თვითგანკითხვის ცეცხლში. სუფთა ხორბალი კი რჩება გულის სანახებში - ბეღელში, - ადამიანის, ანგელოზებისა და სამებით განდიდებული ყოვლადსახიერი ღმერთის გასახარად" /წმ. თეოფანე დაყუდებული/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 04:35 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი