ღვთის მადლიერება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ღვთის მადლიერება |
marine |
Jun 13 2020, 08:29 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
" - როგორ დავიმსახუროთ ღვთის მადლიერება?
- ადამიანის სათნოება მის ცოდვებთან შედარებით უმნიშვნელოა. ცოდვების მონანიება ღვთის კეთილგანწყობისა და მადლიერების მოპოვების საუკეთესო საშუალებაა". /მამა ვალენტინი (მორდასოვი)/ "მადლიერება უმთავრესი ქრისტიანული სათნოებათაგანია და მასთან დაკავშირებით ჩვენი დამახინჯებული დამოკიდებულებები აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ." "მოწყალების შემდეგ უდიდესი სათნოებაა მადლიერება ღვთისადმი და ადამიანებისადმი." "წმ. მამები ამბობენ, რომ მადლი მადლობის შეწირვისას, მადლიერებით აღვსებისას, თავმდაბლობის, მსხვერპლის გაღების, მოთმინებისა და სიმშვიდის გამოვლენისას გვეძლევა." /ილია მეორე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 30 2024, 06:23 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ეს იყო ქრისტიანების დევნის პერიოდში. ერთ სოფელში ქრისტიანული ოჯახი ცხოვრობდა. მამას უჭირდა ცოლისა და პატარა ბავშვების გამოკვება, თუმც მუშაობდა მუხლჩაუხრელად. მთელი სასოება ღმერთზე ჰქონდა დამყარებული და სჯეროდა, რომ დადგებოდა დღე, როცა ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლებოდა. ოჯახი რომ გაეხმნევებინა, პატარა დაფაზე ამოტვიფრა შემდეგი სიტყვები: "ყოველთვის ასე არ იქნება". და წარწერა გამოსაჩენ ადგილზე ჩამოჰკიდა.
გავიდა წლები, დადგა კმაყოფისა და თავისუფლების ხანა. ბავშვები გაიზარდნენ, გაჩნდნენ შვილიშვილები. ერთხელაც შეიკრიბნენ ყველანი მდიდრულ სუფრაზე მშობლიურ სახლში. ილოცეს, ღმერთს მადლობა აღუვლინეს ნაბოძები სარჩო-საბადებლისთვის და მაგიდას შემოუსხდნენ. უფროსმა შვილმა ყურადღება მიაპყრო კედელზე დაკიდებულ ძველ დაფას. - მოდით, ჩამოვხსნათ, - ეუბნება მამას, - არ მინდა გავიხსენო ის მძიმე წლები. ახლა ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. - არა შვილებო, ეკიდოს თავის ადგილზე. გახსოვდეთ, რომ არც ასე იქნება ყოველთვის, და შვილებსაც ეს ასწავლეთ. ყოველთვის და ყველაფრისთვის უფლის მადლიერნი უნდა ვიყოთ. მძიმე დროა? - მადლობა ღმერთს გამოცდისთვის. იოლად ცხოვრობ? - მადლობა ღმერთს ნუგეშისთვის. მადლიერების გრძნობა კი მხოლოდ იმას შეიძლება ჰქონდეს, ვისაც მუდამ ახსოვს მარადიულობა" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 09:37 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი